სოფელ შრომის მცხოვრები რიჩარდ მუჯირი, მას მერე, რაც წინა საღამოს სახლში არმობრუნებულ ძროხას ტყეში დაგლეჯილს იპოვის, აბსურდულ ამბავში ეხვევა. დაზღვეული საქონლისთვის კომპენსაცია ეკუთვნის, თუმცა სადაზღვევო კომპანიას გაუგონარი მოთხოვნები აქვს. მოთხრობაში – „შრომა, გურია“ – ამ უჩვეულო თავგადასავლის ფონზე იშლება პერსონაჟთა ისტორია და მათი პორტრეტები. მეორე მოთხრობა – „გუგა არჩვაძის რეპეტიცია“ – გვიყვება სკოლის მოსწავლეზე, რომელსაც მის გარშემო არსებული აპოკალიფსური რეალობაც კი ვერ ავიწყებს პირად განცდებსა და იმედებს, მრავალი მოზარდისთვის ნაცნობი პრობლემებით სავსე ცხოვრებას… მიხეილ ციხელაშვილი, რომელიც მკითხველმა გაიცნო მიხეილ იოჰანის ფსევდონიმით გამოქვეყნებული რომანით „მიბრუნება“, ახალ კრებულში თავისებური, ერთდროულად მსუბუქი და ემოციური თხრობით გვიხატავს გურიის სოფლისა თუ დედაქალაქის უბრალო მცხოვრებლების ნაცნობ რეალობას.
ვახ, ძაან კარგია, არ ველოდი. პირველი მოთხრობა საოცრებაა ნამდვილად, სევდანარევი სიცილი ჩემი სტიქიაა და კი, ბევრი იყო აქ. მეორესაც არაუშავს. p.s. მადლობა სალომე ქარდავას
მე ამ მოთხრობებს პირიქით დავალაგებდი, როგორც ჭამისას მოიტოვებ ხოლმე ყველაზე გემრიელს ბოლოსთვის, მისი სასიამოვნო გემო მეტხანს რომ გაგყვეს. თუმცა, შეიძლება არსებული თანმიმდევრობითაც წაიკითხო და გადაწყვიტო, რომ პირველი მოთხრობა უბრალოდ რამდენიმეათეულგვერდიანი სიმშვიდეა აპოკალიფსის წინ.
შრომა, გურია არაჩვეულებრივი მოთხრობაა, პერსონაჟებით, სიუჟეტით და სტრუქტურით. ასევე, ცოტა ეჭვისთვალით ვუყურებდი გურულ დიალექტს, ვფიქრობდი რომ არ იქნებოდა ბუნებრივი და სადმე “ჩაიჭრებოდა” ავტორი და ბოდიში მოიხადეთ, სანამ ამას გაიფიქრებთ :დ ლამაზია, ზღაპრული, სოციალური და ქართული.
არჩვაძის ბიჭს რაც შეეხება, ასევე კარგია, იმდენად ახლოსაა ქართულ ყოფასთან, რომ კითხვისას უხერხულობის განცდა გიჩნდება. პირველ მოთხრობასთან შედარებით, გაცილებით მძიმეა, რაც გაფიქრებინებს რომ ის უფრო კარგია, მაგრამ მე ვერ ვიტყვი ასე, უფროსწორად ვერ შევადარებ.
პირველი ძალიან კარგი იყო, იუმორის გარდა კიდევ ვაფასებ რომ ასეთი კარგი ჯანსაღი ურთიერობა აღწერა ასაკიანი წყვილის. დიდი იშვიათობაა, ქართულ ლიტერატურაში თუ გარეთაც. მეორე მძიმე იყო საკმაოდ. მე ერთად არ დავაჯგუფებდი, პირველის გემო გამიფუჭა ქაინდა :დ
საინტერესოა, რომ სახელი "შრომა" მაინცდამაინც იმ რეგიონის სოფელს ჰქვია, რომელშიც ყველაზე ზარმაცი და ამავე დროს ყველაზე შრომისუნარიანი ხალხი ცხოვრობს, ერთდროულად იუმორით სავსე და სევდიანიც... რიჩარდ მუჯირის დაზღვეული ძროხის ტრაგიკული სიკვდილის ამბავიც ასეთია - გურულების ყოფის ნაწილია და მათ ხასიათს ჰგავს... გუგა არჩვაძის ისტორია კი "ქალაქურია" - სხვადასხვა ტიპის ძალადობით სავსე დედამიწას საკუთარი თავიც რომ ვეღარ აუტანია და ნელ-ნელა "იშლება"... მოკლედ, ძალიან კარგი მოთხრობებია, სხვადასხვანაირად კარგი.
იცით რა არის? ეს ავტორი კარგად წერს. რაც მსმენია ვიცი რო კარგი ადამიანია, მეტნაკლებად ჩემი მსგავსი პოზიცია და შეხედულებები აქვს, ლიტერატურაც მგონია მისი საქმე და გამიხარდება რაც შეიძლება მეტი წეროს, თარგმნოს, ფურცლოს, whatever, go for it mama, we support u.
მიბრუნება 4 წლის წინ წავიკითხე და უნდა მივუბრუნდე, იმიტომ რომ ვთქვა რამე მახსოვს მეთქი ტყუილი იქნება, მე კი მაინც ყველა წაკითხული წიგნი ორ თვეში მიფრინდება თავიდან და აზრი, რავი ;დ უბრალოდ ვიცი რო ძალიან კარგი წიგნი იყო ის. არაა აუცილებელი შედარება. არცაა აუცილებელი მახსოვდეს. და ესეც კარგია. სიუჟეტები კარგია.
შრომა, გურიას კონცეფცია არის ძაააააალიან კარგი, ძალიან ქართული, ქონთემფორარი, პოლიტიკური კრიტიკა, სოციალური კრიტიკა. კარგადაა ადამიანური ურთიერთობები, მაგრამ რაღაც ის არაა რა. არ ჰქონდა ამ ტექსტს სული, არ ვიცი, მე როგორ უნდა ვთქვა სხვის ნაწერზე რამე მაგრამ, ნუ რავიცი რა.
მეორე მოთხრობა კიდე რა შუაშია და რატო ეს ორი მოთხრობა ერთად ვერ მესმის და საინტერესო იქნებოდა ამაზე პასუხი ავტორისგან. ცალკე ეგეც ძაან ნორმ, შეგრძნება მქონდა რო არაერთხელ წამიკითხავს უკვე მსგავსი რამ ქართულ თანამედროვე ლიტერატურაში, doesnt mean its bad or not valid. ეს უბნების გაქრობა სლეი სიუჟეტია, მაგრამ არ მგონია ჩაშლილი ისე რომ სიღრმე მიგვეცა. ამ ბიჭის აზრების მიხედვით რო გამქრალიყო მგონია რო უფრო ბანალურიც, მაგრამ უფრო საინტერესო იქნებოდა.
anyways, love this author და ტანჟერულ სიზმარსაც როდის მივადგები ერთი სული მაქვს.