გასული საუკუნის ოთხმოციანი წლების ბოლოს, როცა ჩვენ თბილი სის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვიყავით, საბჭოთა კავ შირში ეგრეთ წოდებული გარდაქმნა დაიწყო და (ეგრეთ წოდებული გაცვლითი პროგრამით) საქართველოშიც აღმოჩნდა ერთი მშვენიერი ამერიკელი გოგონა სახელად ლიზი. ისიც ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა, მაგრამ მალე გახდა ჩვენი სტუდენტური მოძრაობის წევრიც და ჩვენთან ერთად გადაწყვიტა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა და ჩვენთან ერთად შეუ ერთდა ეროვნულ მოძრაობასაც. რას ვიფიქრებდით მაშინ, რომ მერე, ამერიკაში დაბრუნებიდან არ ცთუ ძალიან ბევრი წლის შემდეგ, ლიზი გახდებოდა პოეტიც და პრო ზაიკოსიც და, რაც მთავარია, დაწერ და წიგნს 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებზეც, როგორც იმ მოვლენების უშუალო მონაწილე და თვით მხილველი . მიუხედავად ბევრი შეცდომისა, ჩვენ მაინც არ შევმცდარვართ მთა ვარ არჩევანში და ჩვენ მაინც ის ავირჩიეთ, რასაც ჩვენი წინაპრები ირჩევდნენ საუკუნეების განმავლობაში და რა უნდა იყოს თავისუფლე ბაზე მთავარი, ძვირფასი და მნიშვნელოვანი. ელიზაბეთ სკოტ ტერვოს მალე ქართულ ენაზეც ეყოლება მკითხვე ლი, ამ წიგნის ქართულად გამოცემის გამო კი განსაკუთრებული მად ლობა ეკუთვნის მამუკა ხანთაძეს პირველ დამოუკიდებელ გამომცე მელს ჩვენი დროის საქართველოში... დათო ტურაშვილი