Jump to ratings and reviews
Rate this book

ეჰ, ბესარიონ

Rate this book
ბესიკ ხარანაულის ახალი კრებული „ეჰ, ბესარიონ“ მისი შემოქმედებითი თვითმყოფადობის, მისი განსაკუთრებული და უნიკალური პოეტური ხელწერის კიდევ ერთი დადასტურებაა. ამ კრებულში თავმოყრილი ლექსები და პოემები იმ ჟანრს განეკუთვნება, რომელსაც თავად ბესიკ ხარანაულმა „პროზისა და პოეზიის პირშესაყარი“ უწოდა და რომელიც მხოლოდ მისი შემოქმედებითი ხელწერა, მისი ავტონომიური მხატვრული სივრცეა.


წიგნში შესული ტექსტების უმრავლესობა პანდემიის პერიოდში დაიწერა. ის სიმძიმე, რაც დედამიწამ ამ თვეების განმავლობაში გამოიარა, მკაფიოდ ატყვია ამ პოეზიას, ასევე მნიშვნელოვანია ის გამოცდილება, რასაც ავტორი იზოლაციის პირობებში აღმოჩენილ ადამიანს სთავაზობს. მით უფრო, თუ ამ იზოლაციას უფრო გლობალური ფილოსოფიური კუთხით გავიაზრებთ და მას არამხოლოდ პანდემიების, არამედ ზოგადად, ადამიანური ყოფის კრიზისადაც მივიჩნევთ.


ბესიკ ხარანაულის ახალი კრებული „ეჰ, ბესარიონ“ სწორედ ამ კრიზისის კონტრაქციაა, იდეალისა და სინამდვილის პირშესაყარზე მიღებული პოეტური გამოცდილების ერთგვარი მანიფესტია, რომელიც ყველა დროში, ყველანაირი სირთულეების და ერთი შეხედვით გამოუვალი მდგომარეობების არსებობის შემთხვევაშიც კი, მკითხველს/ადამიანს
სთავაზობს ჭეშმარიტ პოეტურ ფიქრს – როგორც გამოსავალს, როგორც გზას, საკუთარი თავის და სამყაროს შემეცნებისკენ.

212 pages, Paperback

First published January 1, 2020

Loading...
Loading...

About the author

Besik Kharanauli

21 books22 followers
ბესიკ ხარანაული დაიბადა თიანეთში 1939 წლის 11 ნოემბერს. მისი წინაპრები მაღაროსკარის თემის სოფელ კუჭეჭადან (ფშავი) გადასულან ივრის ხეობაში და, კერძოდ, თიანეთში.
1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
ჰობი: ფეხით სიარული, რომ მიდის და მილაპარაკობს.
ბესიკ ხარანაულის თითქოს არატრადიციულმა, მაგრამ, სინამდვილეში, ფშაურ კილოსთან და ხალხურ ლექსთან დაახლოებულმა, ირონიულმა და იმავდროულად, მოდერნისტულმა შემოქმედებამ თვისობრივი სიახლე შეიტანა მეოცე საუკუნის სამოცდაათიანი წლების და შემდგომი დროის პოეზიაში. მისი ლექსები თარგმნილია ფრანგულ, გერმანულ, რუსულ, ჩეხურ, უნგრულ, ბულგარულ, აზერბაიჯანულ და სხვა ენებზე, რაც გვიდასტურებს, რომ ამ ავტორის მაღალმხატვრულ პოეზიას თავისი თაყვანისმცემლები ჰყავს უცხოეთშიც.
ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1954 წელს, ლექსების პირველი კრებული გამოიცა 1968 წელს.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
6 (66%)
4 stars
3 (33%)
3 stars
0 (0%)
2 stars
0 (0%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 6 of 6 reviews
Profile Image for Waldo.
309 reviews1 follower
February 21, 2023
ეჰ, ბესარიონ, რამდენჯერ უნდა წაგიკითხო კიდევ?
Profile Image for Ani Didishvili.
40 reviews2 followers
February 4, 2021
მარტივად: გრძელი სიტყვის მოკლედ თქმის ხელოვნება ❤️
80 reviews6 followers
February 18, 2021
თან სიყვარულით.. და თან სახსოვრად.. მაგიდის წიგნად.. დამწვარ ლანდებად.. მოგონებებად.. ათას ღიმილად..

მითხრა “ყრმაო” და თავისი ხელი დიდმა პოეტმა გამომიწოდა..
Profile Image for Sophio.
64 reviews
December 14, 2023
* საიქიოდან გამოტანილი ლექსი *

მწყინს, ისეთი არ ვიყავ, რომ შენ გყვარებოდი.
სიყვარული შენთვისაც კარგი იქნებოდა, როგორც ყველასათვის, როცა ვინმე უყვარს.
მაგრამ მე ისეთი არ ვიყავ, რომ შენ გყვარებოდი.
ბევრი რამ შევქმენი: მიწა, მთა, მდინარე, და გზა შევქმენი.
სახლიც კი შევქმენი.
ხალხი, იქით მაცქერალი, აქეთ მოვახედე, მაგრამ ვერ შევქმენი ჩემი თავი, რომ შენ გყვარებოდი.
ყველა მოტივი იმაზეა, რომ სძლიო რაიმეს,
არსად წერია, რომ იყო ძლეული, იყო ისეთი, რომ შეუყვარდე.
შენთვისაც კარგი იქნებოდა:
ცარიელი აივსებოდი,
სიცხეში არ გექნებოდა გრილი საძებნი, სიცივეში - სითბო...
ვისაც უყვარს, დანარჩენი ადვილად უგვარდება.
მწყინს, რომ ამდენი რამ მოგაკელი,
მწყინს, რომ არ ვიყავ ისეთი, რომ შენ გყვარებოდი. ♥️

"ტალახი მოსცილდება სამოსელს,
საკუთარი საქციელი კაცს არ მოსცილდება."♥️

***
რაც არავინ მითხრა,
ჩემს თავს მე ვუთხარი,
დავარჭე ლურსმანი. ♥️

მიყვარს ამ ადამიანის შემოქმედება!
Profile Image for Sandro Mikeladze.
94 reviews3 followers
March 7, 2024
ეს კაცი ნობელს იმსახურებდა ❤️
Displaying 1 - 6 of 6 reviews