Nodar Dumbadze (July 14, 1928 – September 4, 1984) was a Georgian writer and one of the most popular authors in the late 20th-century Georgia. Born in Tbilisi, he graduated from the Faculty of Law at Tbilisi State University in 1950. The same year, his first poems and humorous stories appeared in the Georgian press. He edited the satirical magazine Niangi from 1967 until 1972 when he became a secretary of the Union of Georgian Writers and a member of the presidium of the Union of Soviet Writers in 1972. Most of his fame came through his novels Me, Grandma, Iliko and Ilarioni (1960), I Can See the Sun (1962), A Sunny Night (1967), Don’t Be Afraid, Mother! (1971), The White Banners (1973), and The Law of Eternity (1978). His works are remarkable for simplicity and lyricism of the prose, humor, and melancholy coupled with optimism. He was awarded the Shota Rustaveli State Prize in 1975 and the Lenin Prize in 1980. Most of his major works have been dramatized and/or filmed. He died in Tbilisi and was buried there, at the Children’s Town "Mziuri" founded by him.
“-მაინც რა არის მზიანი ღამე? – ღმერთი! – თან მზეა და თან ღამე? – ჰო, და იმდენად ნათელია, რომ უკუნია, ღამეა ადამიანის თვალისათვის, ამიტომ არის მზიანი ღამე! – აუხსნა მღვდელმა.”
,,- ადამიანებმა თვითონ არ იციან, რა უნდათ, – თქვა მზემ. – მაგას ნუ იტყვი, მზეო, – დაანამუსა ზღვამ. – სიკვდილის წინ არაფერი უთხოვია? – იკითხა მზემ. – ჰაერი ითხოვა. – მერე? – მისცეს! – უთხრა ზღვამ. – მერე? – არ ეყო. – ჰაერი არ ეყო? – გაუკვირდა მზეს. – არა, – თქვა მწუხარედ ზღვამ.”
,,ეს კუნძი არ არის, მზეო, ადამიანია. – ჰკითხე რა უნდა, რას აკეთებს აქ? … – ჯერ იყო და, ამინდს მთხოვდა, მერე – შეშას, მერე – თევზს, მერე – ქვიშას, ნიჟარას, მარილს, მიწას მთხოვდა. ეს უკანასკნელი 33 წელია, შვილს მთხოვს, მეტს არაფერს. დამიბრუნეო ჩემი შვილი.”
,,ადამიანო! ყველაფერს თავისი ადგილი აქვს სამყაროში. ძროხამ იცის, რომ დედამიწაზე უნდა იცხოვროს და იბალახოს, დელფინმა იცის, რომ ზღვაში უნდა იცხოვროს და თევზზე ინადიროს, ჩიტმა იცის, რომ ცაში უნდა იფრინოს და ხეზე იძინოს. ქვეწარმავალმა იცის, რომ მუცლით უნდა იხოხოს და მიწაში იცხოვროს… რა გახდა შენთვის, ამ ქვეყანაზე ადგილი რომ არ მოიძებნა! რატომ დაძრწი და არ იცი, სად იცხოვრო: ზღვაში, ხმელეთზე თუ ცაში. ან ცაში დაეტიე, ან ხმელეთზე, ან ზღვაში… ბოლოს და ბოლოს, ვინ ხარ, საიდან მოსულხარ და რა გინდა, ადამიანო? – აღმოხდა მზეს.”
,, შეხედე, მზის ადგილზე მწვანე შუქი აინთო, – გაახედა პატარამ. – ვინც ჩამავალი მზის მწვანე ნათელს დაინახავს, ბედნიერი იქნებაო, ასე ამბობენ. – უთხრა დიდმა ადამიანმა პატარა ადამიანს და თავზე ხელი დაადო. იმ დღეს, იმ ბავშვის გარდა, მზის მწვანე შუქი თითქმის არავის დაუნახავს.”
ერთი შეხედვით, მარტივი, სინამდვილეში ისეთი, სულის წიაღებში, რომ შეაღწევს. გენიალური დუმბაძე 💕💕💕
გამიგონია, მზე იყო ნოდარ დუმბაძის შემოქმედების უმთავრესი პერსონაჟი, უმთავრესი მეტაფორაო და ზუსტად მასე მგონია მეც. კარგად მიხვდა და მიაგნო ამ აზრის პირველად გამომთქმელმა. ეს პატარა, სერიოზული, მეტისმეტად საჭირბოროტო პრობლემით დატვირთული მოთხრობა რომ მახსენდება, მისი მთავრი არსის გარდა ცხელი, მწველი, თან სასიამოვნო და უბედურად მოკაშკაშე მზე ისე მახსენდება, მზის გულზე დაწოლილი წარმომიდგება ჩემი თავი, ცალთვალმოჭუტული, ღიად დარჩენილი მეორე თვალიც თითქმის დახუჭული რომ მაქვს და წამწამებს შორის რომ ვუყურებ ამ მზეს... ა, ესაა მწერლობა. რა დიდი საჭირბოროტო, ჩემი აზრით, რელიგიური, სტრიქონებს შორის ისე რა დამალული საკითხიცაა შიგნით, მაგას მკითხველი უნდა მიხვდეს თვითონ. ალბათ ყველა თავისებურად დაინახავს მაგას.