Nodar Dumbadze (July 14, 1928 – September 4, 1984) was a Georgian writer and one of the most popular authors in the late 20th-century Georgia. Born in Tbilisi, he graduated from the Faculty of Law at Tbilisi State University in 1950. The same year, his first poems and humorous stories appeared in the Georgian press. He edited the satirical magazine Niangi from 1967 until 1972 when he became a secretary of the Union of Georgian Writers and a member of the presidium of the Union of Soviet Writers in 1972. Most of his fame came through his novels Me, Grandma, Iliko and Ilarioni (1960), I Can See the Sun (1962), A Sunny Night (1967), Don’t Be Afraid, Mother! (1971), The White Banners (1973), and The Law of Eternity (1978). His works are remarkable for simplicity and lyricism of the prose, humor, and melancholy coupled with optimism. He was awarded the Shota Rustaveli State Prize in 1975 and the Lenin Prize in 1980. Most of his major works have been dramatized and/or filmed. He died in Tbilisi and was buried there, at the Children’s Town "Mziuri" founded by him.
რა დავწერო ახლა აქ.... არადა მინდა ჩემი შთაბეჭდილება რამენაირად სიტყვით გამოვხატო და დავტოვო აქ, ისევ ჩემთვის, ისევ მე რომ ვნახო და დავრწმუნდე, წაკითხული რომ მაქვს ნაწარმოები და რა შთაბეჭდილება მქონდა წაკითხვის მერე. ამიტომ ვწერ გამოხმაურებებს, ამიტომ ვავსებ აქ კითხვის დაწყების და დასრულების ზუსტ თარიღებს (როდესაც ეს შესაძლებელია). წაკითხული მაქვს, თუ არა ეს სულისწამღები მოთხრობა, მაგისთვის არ დამჭირდება სადმე რამის ჩანიშვნა. რა დამავიწყებს ამ მოთხრობას... მაგრამ მაინც ასე ვაკეთებ ყოველთვის. როგორი სიტყვებით წერს ავტორი, ან როგორ აღწერს იმ საყვარელ მცენარეს, ბებიას, შვილიშვილს, სულ ბოლო სცენა რა არის ეს, რა საოცრებაა მაინც? ვაჰ... რა უნდა იყოს ამაზე მშვენიერი, ამაზე შემაზრზენი, აი: ხაზარულამ " მობუზული ბიჭი და თავღია ჭურთან სპეტაკ თოვლში მუხლებზე დამხობილი, ცაში ხელაპყრობილი შავოსანი დედაბერი რომ დაინახა, მიხვდა, ცოცხალი აღარ იყო და ისევ დახუჭა თვალები. დახუჭა სამუდამოდ."
"ხაზარულას სიცივისგან შეაჟრჟოლა და თვალი გაახილა, მისთვის უჩვეულო მდგომარეობაში მყოფს ქვეყნიერება წაქცეული მოეჩვენა და გაუკვირდა. ჯერ ყველაფერი იმ წითელ სითხეს დააბრალა, მერე მის გადანაჭერზე ჩამომჯდარი, ნაჯახის ტარზე ნიკაპდაყრდნობილი, მობუზული ბიჭი და თავღია ჭურთან სპეტაკ თოვლში მუხლებზე დამხობილი, ცაში ხელაპყრობილი შავოსანი დედაბერი რომ დაინახა, მიხვდა, ცოცხალი აღარ იყო და ისევ დახუჭა თვალები. დახუჭა სამუდამოდ." 🥹♥️