მუდმივი ჩაგვრა სასოწარკვეთილებაში აგდებს, დანაშაულისკენ უბიძგებს ადამიანს, დანაშაულს კი სასჯელი მოსდევს, თუ მართლმსაჯულებისგან არა, უფრო დიდი მსაჯულისგან _ საკუთარი სინდისისგან მაინც... შიში საბრალოს ხდის მავანს, აბეჩავებს და გაქცევას აიძულებს... თუმცა ამ დროს შეიძლება, თავი გამოუვალ ლაბირინთში ამოყოს და, პიროვნული გაორებით დატანჯულმა, ვეღარც სექსუალურ ცხოვრებაში იპოვოს შვება, მეტიც _ შესაძლებელია კანიბალიზმის გზასაც კი დაადგეს... ან ისეც შეიძლება მოხდეს, რომ, შურისძიებით შეპყრობილმა და დანაშაულის გზაზე დამდგარმა, ირეალურ სამყაროში მიაგნოს ნანატრ სიმშვიდესა და ნეტარებას... მართლაც, ჭეშმარიტება ხომ შურისძიებითა და სასჯელით არ მიიღწევა.
ლაბირინთი მანუელისთვის ყველაზე კარგი მოთხრობაა კრებულში, ჩემი აზრით. მერე ალბათ გაქცევის მცდელობა. პერსონაჟების უმრავლესობას პარანოია აქვს და ვისაც არ აქვს, მაგათ პარანოიით შეპყრობილ ჯოჯოხეთად ქცეულ სხვებთან უწევთ გამკლავება. საერთოც ესაა მოთხრობებში: ზრდადი შიში და გასასვლელის, გამოსავლის, პასუხის პოვნის დაუსრულებელი მცდელობები.