Jump to ratings and reviews

თბილისური ჭორ-მართალი

თბილისის ვეებერთელა, ლამის ორი ათასი წლის თავგადასავალი კიდევ უამრავი, ალბათ მილიონობით პატარ-პატარა ამბისაგან შედგება.

მე ისტორიაში ყველაზე მეტად ცოცხალი ამბები მიზიდავს, ქალაქის ქუჩებსა და მოედნებზე მიმობნეული ადამიანური ამბები. მომწონს, როდესაც რომელმე შენობასთან გავლისას ვიცი მასთან დაკავშირებული რამე შემთხვევა. ამ დროს მგონია, რომ შენობის მესაიდუმლე ვარ და შენობას ხან ვუღიმი, ხან ვუსამძიმრებ, ხან დანანებით თავს ვუქნევ, ხან ვაწყნარებ.

ამ წიგნში თბილისის 50 ამბავს მოვუყარე თავი. ზოგი შენობის ამბავია, ზოგი ქუჩის, ზოგი მოედნის, მთლიანობაში კი, ქალაქის და ხალხის.

164 pages, Paperback

First published January 1, 2021

Loading...
Loading...

About the author

Irakli Makharadze

12 books8 followers

Ratings & Reviews

What do you think?

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
4 (23%)
4 stars
9 (52%)
3 stars
4 (23%)
2 stars
0 (0%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 5 of 5 reviews
Profile Image for Sandro Krtv.
24 reviews
January 3, 2024
თან საკითხავის სერიის ქომაგი რომ ვარ, ეგ არახალია, მაგრამ ყოველი ახალი წიგნი თითქოს კიდევ უფრო განამტკიცებს ჩემს დამოკიდებულებას.
რაც შეეხება თბილისურ ჭორ-მართალს, ყოველთვის მიზიდავდა ძველი თბილისის ამბები და ესეც ამ ჭიის გახარების ერთ-ერთი საუკეთესო პრეცენდენტი იყო!❤️
აქვე, მადლობა გიორგი ხაინდრავას ბულზაიში მორტყმული საჩუქრისთვის❤️
Profile Image for Nino Getsadze.
24 reviews3 followers
July 12, 2022
ძალიან სასიამოვნო საკითხავი გამოდგა 😊 ბევრ ადგილას ღიმილი მომგვარა, გაოცებასაც გამოვხატავდი და აღმოვაჩინე, რომ თურმე ბევრი ძველი ქართული თუ სპარსული წარმოშობის სიტყვა ჩვენს დღევანდელ ყოველდღიურ ლექსიკონში აღარ გამოიყენება, აი მაგალითად, როგორებიცაა: ამქარი, თულუხჩა და ა.შ საინტერესოა, როცა ასე თუ ისე იცნობ თბილისის ძველი ქუჩების, უბნების, კონკრეტული შენობებისა თუ მოედნების ისტორიებს, ადრეულ პერიოდში მცხოვრები, ჩვენი წინაპრებისა და გამოჩენილი პიროვნებების თავგადასავლებს....
Profile Image for Natia Morbedadze.
954 reviews88 followers
August 24, 2021
რა კარგი ამბებია - ისეთი, ძველ თბილისში რომ დაგაბრუნებს, მის ქუჩებში ჩაგატარებს, ძველებურ სახლებში, დუქნებში, სასტუმროებში, კინოებსა და თეატრებში შეგახედებს... ათას ჭორ-მართალში გაგხვევს და მიგახვედრებს, რომ ნამდვილი თბილისი აღარ არსებობს. არც ხალხია მსგავსი... სამაგიეროდ ცრურწმენებია იგივე - ადრე ტრამვაის ბორბლებში ჩაბუდებულ ეშმაკებს უფრთხოდნენ, ახლა სხვა რაღაცებს...
Profile Image for gagelaa.
24 reviews1 follower
December 7, 2024
გზაში საკითხავი, გასართობი meh
Profile Image for Imeda Bekaia.
92 reviews1 follower
August 24, 2023
ტფილისური უნიკა-ს შესახებ არ ვიცოდი, უნიკალური და ფილატელისტებისთვის ძვირფასი საფოსტო მარკა ყოფილა.
Displaying 1 - 5 of 5 reviews