Jump to ratings and reviews
Rate this book

ფერფლი

Rate this book
თავსდამტყდარი უბედურების გამო ახალგაზრდა ქალს ზურგს შეაქცევენ. მისი ოჯახის ტრაგედიის მიზეზიც ეს ინციდენტი ხდება. ქალი ცდილობს ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყებას და თითქოს ახეხებს კიდეც, მაგრამ იმედგაცრუებების სერია არ მთავრდება, საბოლოოდ კი საკუთარ ქვეყნაზე განაწყენებული ემიგრაციაში მიემგზავრება, ეუფლება ახალ პროფესიას და საკმაოდ წარმატებული ხდება. მიუხედავად არაერთი მამაკაცისა მის ცხოვრებაში, გულში მხოლოდ ერთის სიყვარულს ატარებს. მისი ყოფა სავსეა მოულოდნელობებით, ბოლოს კი კვლავ არჩევანის წინაშე დგება...

თამარ ბართაიას მკითხველი იცნობს, როგორც წარმატებულ დრამატურგს. მისი პიესები თარგმნილია სხვადასხვა ენაზე და დადგმულია მსოფლიოს არაერთი თეატრის სცენაზე, მათ შორის, აშშ-ში (ნიუ-იორკი, ბროდვეი), დიდ ბრიტანეთში (ლონდონი, ედინბურგი) და სხვ. გამოცემული აქვს პიესების რამდენიმე კრებული. არის დრამატურგ ქალთა მსოფლიო ასოციაციის წევრი. მიღებული აქვს არაერთი ეროვნული და საერთაშორისო პრემია, მათ შორის, ლიტერატურული პრემია „საბა“. „ფერფლი“ თამარ ბართაიას პირველი რომანია.

248 pages, Paperback

Published January 1, 2021

6 people want to read

About the author

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
1 (8%)
4 stars
4 (33%)
3 stars
6 (50%)
2 stars
1 (8%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 2 of 2 reviews
Profile Image for Natia Morbedadze.
832 reviews83 followers
October 29, 2021
რამდენ ტკივილს იტევს ერთი პატარა წიგნი? სამწუხაროდ, იმდენს ვერა, რამდენსაც ერთი ქალის ცხოვრება, რომელმაც გადაიტანა ძალადობა, საყვარელი ადამიანების დაკარგვა, ოკუპაცია, ემიგრაცია, სიძულვილი საკუთარი სამშობლოს მიმართ, რომელიც სინამდვილეში სიყვარულია - ყველაზე მტკივნეული გრძნობა, რომელიც გვაკავშირებს მიწასთან, ადამიანებთან... და დაბრუნება... საბოლოოდ ხომ ყველა ბრუნდება შინ - ზოგი მხოლოდ წარმოსახვაში აცოცხლებს მშობლიურ ზღვას, თუნდაც ამისთვის აჭედილი ფანჯრიდან სულ სხვა ზღვის ნაგლეჯს ხედავდეს, ზოგი ნახატზე უმზერს დართლოს, ზოგი ფერფლად იქცევა და ასე ერევა ტალღებს, ზოგი კი, წლების მანძილზე სხვა ადამიანად ქცეული, ისევ იქ ასრულებს, საიდანაც დაიწყო - ფესვებთან, რომლებიც ისეთი ძლიერია, რომ ვერაფრით ამოძირკვავ...
Profile Image for Oto Bakradze.
662 reviews42 followers
October 4, 2021
როგორც თანამედროვე ქართველი ავტორების უმეტესობის წიგნებს, ამასაც პირველი 40-50 გვერდი ჰქონდა პერსპექტივა, სანამ გადაიყვანდა თურქულ სერიალში.
არ ვიცი წიგნი რედაქტორის მიერაა შეკვეცილი თუ ეს ზომაა, მაგრამ ბევრი მომენტია წიგნში სადაც გიჩნდება შეგრძნება რომ “აბა ამოვყარეთ პერსონაჟთა დახასიათებები და გარემოს აღწერები და დავტოვოთ მარტო ექშენი”. არ შეიძლება რომ გაუპატიურება, მშობიარობა და ავარია ერთ გვერდზე დაეტიოს.

ნუ კაი ხო, ჰქონდა ემოციური მომენტებიც, მაგრამ მთლიანობაში ძალიან ზედაპირული ტექსტია.

დავაბრალოთ პირველ რომანს. 🤷
Displaying 1 - 2 of 2 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.