თორნიკე შარაშენიძე ამჟამად GIPA-ს (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი) პროფესორი და საერთაშორისო ურთიერთობათა მაგისტრატურის ხელმძღვანელია. მუშაობდა გაზეთ „რეზონანსისა“ და „24 საათის“ საერთაშორისო ეკონომიკისა და პოლიტიკის მიმომხილველად (1996-2002), ეროვნული უშიშროების საბჭოს ანალიტიკოსად (2003- 2004), პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ საგარეო პოლიტიკის საკითხებში (2005), საქართველოში ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორად (2006), საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ცენტრის მკვლევრად (2007).
მთელი 19 საუკუნე ჩაატია ავტორმა ამ წიგნში (ნუ იმ 10 წლის გამოკლებით 1890 წელს, როცა ბისმარკი გადადგა ვილჰელმ მეორესთან დაპირისპირების შემდეგ). მე დიდად ვაფასებ იმ ფაქტს, რომ თორნიკე შარაშენიძე არ იცავს იმ ყალბ ნეიტრალურობას და არის სუბიექტური ისტორიის მიმართ. საბოლოო ჯამში, ისტორია არის სუბიექტური, როგორც ყველა მეორეული წყარო. ლეოპოლდ რანკეს სიტყვები: ,,როგორც სინამდვილეში იყო”(რაც ნიშნავს,რომ ისტორიკოსმა არანაირი სუბიექტური აზრი არ უნდა ჩართოს გადმოცემის დროს და მხოლოდ ფაქტები მიაწოდოს მკითხველს), ძალიან შეზღუდავდა ისტორიკოსებსა და ზოგადად ისტორიის გადმოცემას. 19 საუკუნე არის პიკი დიპლომატიისა. არც მაქამდე და არც მის შემდეგ არ ყოფილა დიპლომატია ისეთი გავლენიანი და ძლიერი. ამ საუკუნემ აჩვენა ზუსტად იმ დიადი გენიების სახე, რომლებიც იყვნენ: ტალეირანი, ბისმარკი და მეტერნიხი. ამ საუკუნეში იჩენს თავს ნაპოლეონი, ალექსანდრე II, რომელმაც ბატონყმობა გააუქმა და ასე შემდეგ. მოკლედ შესანიშნავი წიგნია და კარგი შესავალია მეცხრამეტე საუკუნეში.