Jump to ratings and reviews

77 ამბავი 1942 წლის შეთქმულებაზე

„ვარ უმტკიცესი რვალისა“ – ამ მოწოდებით გაერთიანდა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში რამდენიმე ქართველი ახალგაზრდა და სულ სხვა ბრძოლა წამოიწყო.

1942 წლის შეთქმულება – ერთ-ერთი დრამატული და მნიშვნელოვანი ეპიზოდი საქართველოს უახლეს ისტორიაში, რომელმაც ჩვენი ქვეყნის მომავლის პერსპექტივა სრულიად ახალი კუთხით წარმოაჩინა და რაც მთავარია, ამ პერსპექტივას, როგორც იდეას, სამშობლოს სიყვარულით ანთებული, ინტელექტუალი და კეთილშობილი ახალგაზრდები შეეწირნენ.

ამ შეთქმულების ისტორიას, ისევე, როგორც მის მონაწილეთა ბიოგრაფიებს, წლების მანძილზე ჩქმალავდნენ, გაურბოდნენ და ამახინჯებდნენ. როსტომ ჩხეიძის წიგნში მკითხველის წინაშე იშლება ფაქტებისა და პიროვნებათა მოზაიკა, სულისშემძვრელი და ბევრისთვის აქამდე უცნობი ნიუანსებით, ტრაგიკული ბედისწერის პარადოქსებით და გმირობის შთამბეჭდავი მაგალითებით...
გაზიარება

216 pages

Published January 1, 2021

Loading...
Loading...

About the author

Rostom Chkheidze

25 books2 followers

Ratings & Reviews

What do you think?

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
0 (0%)
4 stars
3 (50%)
3 stars
1 (16%)
2 stars
2 (33%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 3 of 3 reviews
Profile Image for Natia Morbedadze.
954 reviews88 followers
August 29, 2021
მიუხედავად ინტერესისა საბჭოთა ისტორიის მიმართ, უნდა ვაღიარო, რომ 1942 წლის შეთქმულების შესახებ არაფერი მსმენოდა. ის ფაქტი, რომ ქართველების ნაწილს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ გულუბრყვილოდ სჯეროდა გერმანიის გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს გათავისუფლებისა, ყველასთვის ცნობილია, თუმცა უშუალოდ ამ შეთქმულების წევრთა სახელები გამიზნულად დაიკარგა. მათი გახსენებისა და ჩვენთვის გაცნობისთვის განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით ამ სერიის გამომცემლებსა და წიგნის შემდგენელს, რადგან სამშობლოსთვის თავდადებული ადამიანების დავიწყება არ შეიძლება. ახალგაზრდები, რომლებმაც რვალზე უფრო დიდი სიმტკიცე გამოიჩინეს და იმ მძიმე პერიოდში თავისუფლებაზე ფიქრი, მისთვის ბრძოლა არ შეუწყვეტიათ, მაგალითად უნდა იქცნენ. ისინი დახვრიტეს, გადაასახლეს, მაგრამ მათი საქმე უნდა დარჩეს ჩვენს მეხსიერებაში.
39 reviews
June 2, 2025
ძალიან საინტერესო საკვლევი თემაა, რომელზეც ბევრმა ქართველმა არაფერი იცის, მათ შორის ვიყავი მეც. თუმცა წიგნი მაინც ზედაპირულია და ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ტოვებს როგორც შეთქმულებზე, ისე მათ იდეებზე.
Profile Image for Nino Chikviladze.
114 reviews1 follower
August 9, 2025
ზოგადად მომეწონა, ინფორმაციულად.. თუმცა წერის სტილი არ მომწონს.
Displaying 1 - 3 of 3 reviews