Jump to ratings and reviews
Rate this book

მატარებლის მოსვლამდე

Rate this book
კრებული სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებებს აერთიანებს: მოთხრობებს, ნოველებს, მინიატურებს, პიესას. 2008 წელს წიგნმა მიიღო ლიტერატურული პრემია „საბა“. ავტორს ასევე მიღებული აქვს პირველი პრემია 2007 წელს გამართულ ლიტერატურულ კონკურსზე „პენ–მარათონი“, პირველი პრემია 2007 წელს ჩატარებულ ლიტერატურულ კონკურსზე „წერო“.

114 pages, Paperback

First published January 1, 2007

1 person want to read

About the author

პროზაიკოსი, დრამატურგი, სცენარისტი. დაიბადა 1974 წელს. 1996 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დრამატურგიის ხელოვნების ფაკულტეტი (თამაზ ჭილაძის სახელოსნო).

1994 წლიდან დღემდე იბეჭდება ქართულ ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში („ლიტერატურული საქართველო“, „მნათობი“, „კარი“, „არილი“, „პარნასი“, „24 საათი“, „ლიტერატურული პალიტრა“, „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“, „ფოკუსი“, „ცხელი შოკოლადი“, „ქართული მწერლობა“, „ლიტერატურული გაზეთი“ და სხვ.).

2008 წელს„რადიო 106“-ის ეთერში განხორციელდა მისი პიესის „შებინდებიდან გათენებამდე“ – რადიოსპექტაკლის პრემიერა.

1994 წლიდან 2004 წლის ჩათვლით მონაწილეობდა ახალგაზრდა დრამატურგთა ყოველწლიურ სემინარებში.

2003 წლიდან 2010 წლის ჩათვლით, მონაწილეობა მიიღო ყოველწლიურ ლიტერატურულ კონკურსში „Pen-მარათონი“.

2011-2012 წლებში მონაწილეობა მიიღო ლონდონის Royal Court Theatre-ს, საქართველოში ბრიტანეთის საბჭოსა და მ.თუმანიშვილის ფონდის ორგანიზებით განხორციელებულ 2-წლიან პროექტში New Writing Workshop.

გამოცემული აქვს წიგნები:

პროზაული კრებული „მატარებლის მოსვლამდე“ (2007 წ.)

პროზაული კრებული „მძინარე ციკლოპის ძახილი“ (2011 წ.)

პროზაული კრებული „ტასმანიური ვეფხვი“ (2013 წ.)

ლიტერატურული პრემიები და ნომინაციები:

პირველი პრემია ლიტერატურულ კონკურსზე „Pen-მარათონი“ (2007 წ.)

პირველი პრემია ლიტერატურულ კონკურსზე „წერო“ (2007 წ.)

ლიტერატურული პრემია„საბა“ (ნომინაციაში„საუკეთესო დებიუტი“, პროზაული კრებულისთვის „მატარებლის მოსვლამდე“) (2008 წ.)

გურამ რჩეულიშვილის სახელობის ლიტერატურული პრემია „ალავერდი“, ნომინაცია: „საუკეთესო მოთხრობა“ (2011 წ.)

გამარჯვებული ნომინაციაში „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს რჩეული“, ლიტერატურულ კონკურსზე „წერო“ (2013 წ.)

ლიტერატურული პრემია „საბას“ ნომინანტი, ნომინაცია: „საუკეთესო პროზაული კრებული“(2014 წ.)

მეორე პრემია გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურულ კონკურსზე „ერთგულება“ (2015 წ.)

ლიტერატურისა და ხელოვნების პრემია „თბილისი“, ნომინაცია: „საუკეთესო პროზაული ნაწარმოები“ (2016 წ.)

სპეციალური პრიზი – „საუკეთესო ნაწარმოები“, გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურულ კონკურსზე „ერთგულება“ (2017 წ.)

2011 წლიდან ქართული Pen-კლუბის წევრია.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
0 (0%)
4 stars
0 (0%)
3 stars
0 (0%)
2 stars
0 (0%)
1 star
0 (0%)
No one has reviewed this book yet.

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.