Jump to ratings and reviews
Rate this book

იანვრის მდინარე

Rate this book
თეონა დოლენჯაშვილის გმირები ისეთები არიან, კრიტიკოსები რომ უეროვნებოს უწოდებენ. მათი ეროვნების დადგენა მართლაც ძნელია, მაგრამ სხვა მსგავსი გმირებისგან განსხვავებით, ეს ადამიანები მკითხველს ახალი, გლობალური სახლის არსებობას შეახსენებენ. ამ სახლში მცხოვრები ადამიანებისთვის ერთმანეთზე უფრო ახლობელი და ორგანული რამ არის: ტელევიზორი, ტერაქტი, კარნავალი და კლონი. ლოკალიზებას და გმირების ნაციონალური ნიშნით გამორჩევას ავტორი თქვენ განდობთ. მთავარია, „იანვრის მდინარეში“ შეცურვა შეძლოთ და ეს პროცესი მოგეწონოთ.

126 pages, Paperback

First published January 1, 2005

2 people want to read

About the author

Teona Dolenjashvili

16 books10 followers
Born in 1977 graduated from Journalism and Filmmaking Department of the Tbilisi State University. For several years she worked at Georgian Television as a feature broadcasting director and author. She started to actively publish her literary works from 2004. Her first book, the short story collection January River, was published in 2005 and the following year was awarded the literature prize SABA for the Best Debut of the Year. Apart from writing, Teona has worked for various private and State establishments as a Society Communications Manager. She has participated in various literature projects including Goethe Institute, joint literary events with German, Lithuanian, Ukrainian and Azeri colleagues. In 2009 Teona Dolenjashvili was again awarded highly praised Literary Award SABA while in 2004, 2005, 2006, 2009, 2010, 2012 and 2013 her different stories were included in the 15 Best Short Stories collections. In 2010 author’s acclaimed work Fidai, describing the last two hours of a Shahida’s life was nominated for the PRIX EUROPE in category the best Radio Drama/Fiction in Berlin. Till present Teona writes columns ‘Talks About Literature for the journal ‘Focus’ and newspaper ‘24 Hours’. Her short stories are translated into German, English, Italian, Spanish, Russian, Ukrainian, Lithuanian, Slovak and Azeri languages and have been published in various literature collections of the above mentioned countries.

BIBLIOGRAPHY

The Real Beings, Bakur Sulakauri Publishing, 2014
Escape, Ebooks House SABA, 2013
Animal planet, Palitra L Publishing, 2011
Memphis, Siesta Publishing House, 2008
January River, Bakur Sulakauri Publishing, 2005

LITERARY PRIZES AND AWARDS

Literary Award SABA 2009 in category the best novel for Memphis
Literary Award SABA 2006 in category the best debut for January River
Winner of Georgian National Movie Center Competition 2005 for the best screenplay Fidai
Newspaper Parnasus Prize 2004 for the best short story Fidai


თეონა დოლენჯაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის და კინოსარეჟისორო ფაკულტეტები. რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა ქართულ ტელევიზიაში მხატვრული გადაცემების ავტორად და წამყვანად, ხოლო ქართულ პრესაში მუშაობის პერიოდში იყო რეპორტიორი, ხოლო შემდეგ პოლიტიკური და საზოგადოებრივი მიმომხილველი. პრესაში მუშაობის პერიოდში მოპოვებული აქვს “მკითხველთა სიმპათიის” და “წლის ყველაზე რეზონანსული წერილის ავტორის” პრიზები.

ლიტერატურული ნაწარმოებების გამოქვეყნება 2003 წელს დაიწყო. მოთხრობამ “ფიდაი”, რომელიც 2004 წელს გამოქვეყნდა გაზეთ “პარნასში” და სადაც თვითმკვლელი შაჰიდი ქალის სიცოცხლის ბოლო ორი საათია ასახული, მკითხველთა შორის განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა. მოთხრობა დაჯილდოვდა გაზეთ “პარნასის” 2004 წლის საუკეთესო მოთხრობის პრიზით. სცენარმა “ფიდაიმ” კი გამარჯვება მოიპოვა ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში (ფილმის რეჟისორი გიორგი მგელაძე).

პირველი წიგნი, მოთხრობების კრებული “იანვრის მდინარე” (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა) 2005 წელს გამოიცა. “იანვრის მდინარე” 2006 წელს ლიტერატურული პრემია “საბას” გამარჯვებული გახდა “წლის საუკეთესო დებიუტის” ნომინაციაში.

თეონა დოლენჯაშვილის მოთხრობები შესულია 2004, 2005 და 2006 წლის “15 საუკეთესო მოთხრობების” კრებულებში. არის ლიტერატურული კონკურსი “პენ მარათონის 2007” –ის მონაწილე და გამარჯვებული.

წერის პარალელურად თეონა მუშაობდა სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო დაწესებულებებში საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის თანამდებობაზე. იყო სხვადასხვა ლიტერატურული პროექტების (გოეთეს ინსტიტუტის, უკრაინული, აზერბაიჯანული და სხვ.) მონაწილე. ასევე ლიტერატურული კონკურსების “ალუბლობა” “წეროს” “საბას” ჟიურის წევრი. ჟურნალ “ფოკუსსა” და გაზეთ “24 საათში” მიჰყავს საავტორო რუბრიკები “საუბრები ლიტერატურაზე.” მისი მოთხრობები ნათარგმნია გერმანულ, ინგლისურ, რუსულ, უკრაინულ, აზერბაიჯანულ ენებზე და გამოქვეყნებული ამავე ქვეყნების სხვადასხვა კრებულებში.

რომანი “მემფისი” 2008 წელს გამოსცა გამომცემლობა “სიესტამ”. რომანი ემიგრანტი ქალის შესახებ მოგვითხრობს, რომლის ცხოვრებაც ჯერ საქართველოს მძიმე ოთხმოცდაათიანი წლების - სამოქალ

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
0 (0%)
4 stars
0 (0%)
3 stars
0 (0%)
2 stars
0 (0%)
1 star
0 (0%)
No one has reviewed this book yet.

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.