Jump to ratings and reviews
Rate this book

შინ – შენ

Rate this book
რომანის “შინ – შენ” ლაბირინთში მკითხველი ნიას აჩქარებული სუნთქვისა და მაჯისცემის რიტმით მოგზაურობს, არიადნეს გორგალივით უჭირავს უკან დასაბრუნებელი ძაფი, თითქოს ამ ძაფით აღადგენს კავშირს დაკარგულ წარსულთან და ხედავს იმას, რასაც თავად ნიაც ვერ ხედავდა – სხვათა სიმართლეს.

341 pages

Published April 1, 2021

4 people are currently reading
56 people want to read

About the author

Ekaterine Togonidze

16 books16 followers
Born in 1981 graduated in journalism from Tbilisi State University. She was a news programme anchor and then a morning programme presenter in Georgian Public Broadcasting and has written for several Georgian newspapers and magazines. Her first short story collection Anaesthesia won the Best Debut of the Year at Literary Award SABA, the most prestigious literature award in Georgia. Her novella The other W-A-Y has been translated into German and published in the short story collection Techno der Jaguare, (Frankfurter Verlagsanstalt). This novella became the basis for her script of a full-length film which won the script competition of the Georgian National Film Centre in 2013. She now writes novels and also works as marketing and PR manager in the Georgian-American University. Her short story It’s Me was chosen by Dalkey Archive Press and published in Best European Fiction 2015. In 2014 she won a literary scholarship to the Literary Colloquium Berlin, where finished her novel Asynchrony, later nominated for the Literary Award SABA 2014 in the category the Best Novel of the Year. Ekaterine Togonidze’s works are translated into German and English languages.

LITERARY PRIZES AND AWARDS

Literary award SABA 2012 in category the best debut for Anaesthesia

ეკატერინე ტოგონიძე, ჟურნალისტი, დაიბადა 1981 წლის 16 მარტს. მისი ნაწარმოებები იბეჭდება 2011 წლი­დან. მიღებული აქვს სხვადასხვა ლიტერატურული ჯილდო: "ერთი მოთხრობის კონკურსი" (2011 წ); "თხუთმეტი საუ­კეთესო ქართული მოთხრობის" პრემია (2012 წ), პრემია "საბა" (2012 წ).

2013 წელს გერმანულენოვან ანთოლოგიაში "Techno Der­ Jaguar" შევიდა მცირე რომანი "ს-ხ-ვ-ა გ-ზ-ა"; ეს რომანი შეირჩა ავსტრიაში "ვენური კაფეების დღეებზე" საკით­ხავად; ამავე რომანის მიხედვით შექმნილმა პრო­ექტმა გაიმარჯვა საქართველოს კინოცენტრის "სცე­ნარების განვითარების კონკურსში".

ეკატერინე ტოგონიძე იყო ლაიპციგის წიგნის ბაზრობის ოფიციალური ­­სტუ­მარი და "ბერლინის ლიტერატურული კოლოკვიუმის" სტიპენდიანტი.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
44 (44%)
4 stars
33 (33%)
3 stars
13 (13%)
2 stars
8 (8%)
1 star
2 (2%)
Displaying 1 - 24 of 24 reviews
Profile Image for Nino_ withnO.
106 reviews4 followers
May 28, 2023
“ადამიანები ორად იყოფიან-ომგამოვლილებად და ომგამოუვლელებად. თუმცა მათ შორის არიან სხვებიც - ომსა და მშვიდობას შორის გადებული ბეწვის ხიდები,დროის საქანელები,”-წიგნი რომ ამ სიტყვებით დაიწყება,უკვე პირველივე ფურცელზე ხვდები,რომ შენ ამ წიგნის კასიოპედის თანავარსკვლავედივით ულამაზეს იდეას კ ა რ გ ად
დ ა ი ნ ა ხ ა ვ(ეს იყო spoiler without context).
ესაა იდეალური ბმულებით ურთიერთშერწყმული წიგნი ყველანაირი სიყვარულისა და განსაცდელისა. ტექსტის ფაქტურა,იდეური გრადაცია,მოულოდნელი მოსალოდნელობა უბრალოდ უდახვეწილესია. ბრავისიმოზე მეტი ბრავო,აუცილებლად წასაკითხია.
Profile Image for Misoust.
96 reviews
May 8, 2022
თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში ჩემი ფავორიტი წიგნია აგი❤️
"home is a feeling, not a place".
Profile Image for მწვანე კოღო.
130 reviews10 followers
October 2, 2024
საბა 2021-ის ფინალისტებს გადავხედე და ვიფიქრე, ორიოდე საათი მაქვს, სანამ დავიძინებ და ბარემ რამდენიმე თავს წავიკითხავ-მეთქი.

დავიწყე და ვეღარ გავჩერდი - თითქოს იქ დგახარ, მაჩაბელის სახლში, ყველაფერი შენ გარშემო ხდება და ამ ამბის ერთ-ერთი მონაწილე ხარ, ყველას ხედავ. ყველას ძალიან კარგად ხედავ.

მიუხედავად იმისა, რომ დასასრული აშკარა პირველივე გვერდიდან იყო, მსურს, ვთქვა, რომ ხანდახან ადამიანებს ყველაზე მეტად იმედი გვჭირდება - ცოდნა იმისა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
July 1, 2023
ძალიან ძალიან კარგი ისტორია 💫 რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს რამხელა ძალა აქვს როცა “ შინ” ნავსაყუდელი გაქვს და ეს ყველაფერი გაძლიერებს რომ განსაცდელს გაუძლო 🥹 დემნაგუ-ნიალი ❤️
Profile Image for Natia Morbedadze.
829 reviews83 followers
September 27, 2022
ყველა წიგნს ხომ თავისი დრო აქვს და ეს წიგნი სრულიად დაუგეგმავად დაემთხვა დღევანდელ დღეს. ალბათ ასე იყო საჭირო. იმ 27 სექტემბრიდან 29 წლის შემდეგ სხვაგვარად აღიქმება გაბის ემოცია - გოგონასი, რომელსაც ომი არ უნახავს. აფხაზეთიდან მისი პატარა მამა გამოიქცა, აგვისტოს ომის დროს დედის მუცელში იყო, მაგრამ მისი მშვიდობა მაინც ომგამოვლილი, სუსტი აღმოჩნდა. იმდენად სუსტი, რომ მიწისძვრის შემდეგ დაძინება "გადაწყვიტა" და იმ ბავშვებს შეუერთდა, რომლებმაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სტრესს ასე დააღწიეს თავი... დემნას ტკივილიც, რომელიც დედისგან მიტოვებული ჭუბერის გავლით გადმოვიდა უსაფრთხო ტერიტორიაზე და უკან მოიტოვა აფეთქებული სახლი, მოკლული ოჯახის წევრები, საკუთარი უზრუნველი ბავშვობა... და მთავარი - ნიას განცდები, რომელიც შვილის ავადმყოფობასა და ქმრის გაუცხოებასთან პირისპირ დარჩენილი კინომ გადაარჩინა. უფრო სწორად კი როლი დაეხმარა იმის გაცნობიერებაში, რომ სიყვარული და პატიება ყველაფრის მკურნალია. და ვინ იცის, იქნებ ერთ დღეს ენგურის ხიდის ორივე მხარეს გაიბას ძაფები და ერთმანეთი ისევ "კარგად დავინახოთ"...
Profile Image for Salome G..
36 reviews7 followers
August 18, 2023
როგორი სათაურიც აქვს,ისეთი განცდა დატოვა:სახლური,თბილი,ოჯახური...
როცა ადამიანი ხდება შენი სახლი და მასთან ერთად შენ შინ ხარ.
Profile Image for Nika.
67 reviews
August 21, 2023
“ადამიანები ორად იყოფიან: ომგამოვლილებად და ომგამოუვლელებად. თუმცა მათ შორის არიან სხვებიც, ომსა და მშვიდობას შუა გადებული ბეწვის ხიდები, დროის საქანელები”. მე ამ წიგნს ძალიან, ძალიან კარგად ვხედავ!❤️
Profile Image for ნატი.
84 reviews
December 26, 2021
ბოლო აბზაცამდე 3 ვარსკვლავს ვფიქრობდი, მაგრამ ბოლოს სულ სხვანაირად ნასიამოვნები დავრჩი და

მე დავინახე ეს წიგნი.

🧡
Profile Image for Salomeja Sandroschvili.
124 reviews1 follower
March 20, 2024
თანამედროვე ქართველების წიგნებს არ ვკითხულობდი, მიზეზი მქონდა- არ ვარგა. ქალების, სიმართლე ითქვას- მითუმეტეს, მაგდა კალანდაძეს თუ არ ჩავთვლით. ზაფხულში დამაინტერესა, იმის გამო ვიყიდე და ჩავუჯექი ბევრს, რომ ქართულად დაწერა ქალმა, ქალების ნაწერის კითხვა მინდოდა. ამ კუთხით კმაყოფილებას მანიჭებს. ისე, არ მინდა ვინმეს გული ვატკინო, ალბათ, ამას არც წაიკითხავს, მაგრამ ცუდი ტექსტია.
ცუდი, ცუდი, ყალბი... აი გულისამრევად ყალბი, ბრმა, თვითგანდიდებით გაზეპილი და გულისამრევად მორჩილი კიდევ, ოღონდ ამას ალბათ ავტორი ვერ ხვდება, თავისი გავლით, ჰგონია, რომ მეამბოხე, მებრძოლი, მტკიცე ნაბიჯებით მიმავალი ქალი შექმნა :დდდ მთელი ამ პერსონაჟის სიჩმორე და მადლიერება კაცების მიმართ, რომელიც ობიექტივაციას უკეთებენ, გულს მირევს, ამისი რომანტიზება. და ამ მომენტში, ჰეტერო აზროვნების ქალებიც გულს მირევენ-ოღონდ კაცი იყოს და გინდა ფაშისტი გინდა ნაცისტი.. და ყველანაირ კაცს რომ იღებენ და თავს დატრიალებენ და მერე ლეკვივით აწკმუტუნებულები ილოკავენ ჭრილობას-სალომე ბენიძესთაანა კიდე ეგ მდაბიო სენტიმენტი. "ბატონი კოტე"- აღტაცებულია იმენა "სადისტი", სექსუალურად შემმვიწროვებელი კაცით. I'm outta here...ლესბოსელებს გაგვიმარჯოს, ჯანსაღი მაინდსეთით!
ცუდი წიგნებით სწავლობ, როგორ არ უნდა წერო
This entire review has been hidden because of spoilers.
Profile Image for Ia Laudien.
9 reviews
August 15, 2021
როგორც ყოველთვის, მონუსხული დავრჩი ეკატერინე ტოგონიძის ამ ახალი ნამუშევრით. ავტორი ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პრობლემას ეხება, დაწვრილებით აღწერს მოვლენებს, საოცარი ემოციებითა და ინტელექტითაა დატვირთული წიგნის თითოეული გვერდი. ძალიან განსხვავებული და შთამბეჭდავი წერის სტილით და აქტუალურ საკითხებზე ხაზგასმით ავტორმა კიდევ ერთი ღირებული წიგნი აჩუქა ქართულ ლიტერატურას. ეკატერინე ტოგონიძე ჩემთვის ქართველი თანამედროვე მწერლებიდან ერთ-ერთი საყვარელი მწერალია, მისი ყველა ნამუშევარი მომწონს. პირველად 2013 წელს მქონდა ბედნიერება, გერმანულ ენაზე წამეკითხა მისი მოთხრობა "სხვა გზა" (წიგნიდან „Techno der Jaguare - Neue Erzählerinnen aus Georgien“), რითაც ძალიან მოხიბლული დავრჩი.
Profile Image for Salome Nodia .
86 reviews7 followers
May 6, 2021
ეკატერინე ტოგონიძე როგორც ავტორი, ამ წიგნით გავიცანი. დიდი ხანია სოციალური ქსელით აღმოვაჩინე მისი წერის საოცარი მანერა და მივხვდი აუცილებლად ღირდა მისი ახალი რომანის წაკითხვა. მიხარია, რომ ასეც მოხდა და ჩემი იმედებიც გამართლდა. რომანი ისე ემოციურად იკითხება ასე გგონია მის გმირებთან ერთად ცხოვრობ, გტკივა, გიყვარს და პატიობ... ნიას ცხოვრების ამ ისტორიას ნამდვილად შეუძლია მკითხველი ბევრ საკითხზე დააფიქროს და მძაფრი ემოციებითაც აავსოს.
Profile Image for სოფიკო.
4 reviews2 followers
June 3, 2021
საოცარი წიგნი პატიებაზე, შერიგებაზე და შინ დაბრუნებაზე, სიყვარულზე, ომზე და დევნილობაზე. იკითხება წყალივით მიუხედავად იმისა, რომ მძიმე თემებს ეხება. ვიზუალური თხრობაა, წიგნში ფილმს იღებენ და თითქოს მეც კადრებად ვხედავ მომენტებს. ემოციურია, თან ეტყობა ავტორს ფსიქოლოგიურ თემებზე ომის ტრავმა და ა.შ. ნამუშევარი აქვს, ფრთხილად ეკიდება . კითხვაში დამათენდა და მგონია, თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში ჩემთვის, საუკეთესო წიგნს გადავაწყდი.
This entire review has been hidden because of spoilers.
6 reviews
July 11, 2024
შინ-შენ ავტორის პირველი წიგნია რომელიც ხელთ ჩამივარდა და ჩემი მონუსხვა ნამდვილად არ გასჭირვებია, ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი რომანია, ბევრი დახვეწილი, ინტელექტუალური და ნაციონალური დეტალით დახუნძლული.

და რა თქმა უნდა რუსეთი ნამდვილად დამპყრობელია, რომელმაც მრავალ ოჯახს თუ ინდივიდს წაართვა და დაუმახინჯა რეალობა.
Profile Image for Nino Meladze.
579 reviews14 followers
May 20, 2022
ძალიან თბილი და ამავე დროს მწარე რეალობის ამსახველი წიგნი. რაც მთავარია და რაც ყველაზე ძალიან მომეწონა ის თანმდევი იმედია რომელსაც პირველივე გვერდიდან გრძნობ მაგრამ მაინც ვერ დუნდები. ძალიან სწორად ასახული ემოცია და დატვირთვა
Profile Image for Gvantsa.
13 reviews1 follower
July 27, 2025
წიგნი იმაზე თუ რა ხდება იქ, სადაც უყვართ?

რა ხდება იქ, სადაც ხედავენ?
რა ხდება იქ სადაც პატიობენ?
და აუცილებლად რა ხდება მაშინ, როცა არ ივიწყებენ?

მარგალიტი წიგნი შეემატა ჩემს ყელსაბამზე ასხმულ დაუვიწყარ აცმას 🥰
Profile Image for Ana Dvali.
58 reviews6 followers
June 10, 2023
ემოციების ზღვა თუ გინდათ იპოვოთ, ეს წიგნია ზედგამოჭრილი. საოცრად ემოციური და საინტერესო საკითხავია. ყველა პერსონაჟი მომეწონა. სიუჟეტიც ბევრ ისეთ მოვლენას მოიცავს, რომ გულგრილს არ დაგტოვებთ.
December 3, 2024
ისეთივე გავლენა ვერ იქონია ჩემზე, როგორც “Aსინქრონმა” და “ქარიშხალი მარგომ”, თუნცა ნამდვილად ღირებული ნაწარმოებია!
Profile Image for Mariam Bazerashvili.
27 reviews4 followers
December 24, 2023
წერის სტილი ვერაფერი, შინაარსობრივადაც ვერ გადავირიე. რისი თქმა უნდოდა არ ვიცი. ალბათ ქალის სიძლიერის წარმოჩენა? რამდენიმე
ადგილად ღირს ეს წიგნი მხოლოდ
Profile Image for Nini khurtsidze.
9 reviews1 follower
August 10, 2023
ამ წიგნმა იმხელა ემოციები მაჩუქა, რომ სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრებაა და სულ გამახსენდებაა💘💘
Profile Image for ელელილე.
7 reviews3 followers
January 7, 2024
სიყვარულის ენით არის დაწერილი.
"მე შენ მუდამ კარგად გხედავ."
🤍
Profile Image for Tamta Tavberidze.
22 reviews1 follower
July 26, 2024
არც წყალი და არც ღვინოა, სადღაც შუაში.
კარგად იკითხება და დარწმუნებული ვარ, მკითხველიც სულ ეყოლება ასეთ წიგნებს.
Displaying 1 - 24 of 24 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.