Jump to ratings and reviews
Rate this book

ოთხი მოთხრობა

Rate this book
დავით ქართველიშვილის ახალ კრებულში შესული 4 მოთხრობიდან ორს უკვე კარგად იცნობს ქართველი მკითხველი, ორი კი სრულიად ახალი, აქამდე გამოუქვეყნებელი მოთხრობაა. ახალ მოთხრობებში, `რამდენიმე მინიშნება' და 'თვალთვალი ხელოვნებისთვის', კარგად ჩანს მწერლის შემოქმედების ახალი პლასტი - რეალურისა და ირეალურის ისე აღრევა ლიტერატურულ ნაწარმოებში, რომ თითქმის შეუძლებელია იმის გარკვევა, სად იწყება ავტორი და სად მთავრდება პერსონაჟი.

მოთხრობები:
რამდენიმე მინიშნება.
შვილზე მეტი და სიყვარულის ახსნა.
ციყვი.
თვალთვალი ხელოვნებისთვის.

128 pages, Paperback

First published January 1, 2007

1 person want to read

About the author

Davit Kartvelishvili

9 books7 followers
დავით ქართველიშვილი ( დაიბადა 1976 წ. 06 ივლისი თბილისში.საქ.)- ქართველი პროზაიკოსი და ესსეისტი, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ავტორი. ყურადღება მიიქცია პირველივე მოთხრობების კრებულით "პოპური" 2001წ ( პრემია წინანდალი 2001. წლის საუკეთესო ახალგაზრდა მწერალი) ამ პერიოდისათვის მისი ნაწარმოებები სტილისტურად ახლოს იყო აკა მორჩილაძის ნაწარმოებებთან და შეიცავდა პოსტმოდერნისტული ესთეტიკის ელემენტებს. თუმცა მისი შემდგომი ნაწარმოებები უკვე თვისობრივად განსხვავებული იყო. ქართველიშვილის რომანი "იყო საღამო იყო დილა" 2006 წელს გამოსცა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ, ეს ნაწარმოები დღემდე რჩება მის ყველაზე პოპულრაულ ტექსტად, ამის მიზეზი ალბათ ისაა რომ ეს რომანი მეტნაკლებად კლასიკური ფორმის ტექსტია, რასაც ვერ ვიტყვით დავით ქართველიშვილის სხვა რომანებზე " ახალი წიგნი " 2008წ."სიყვარული და მსხალი" 2009წ. " მოცემულობა' 2011წ. " ათი ქალწული" 2012წ . ქართველი ლიტერატორის მალხაზ ხარბედიას აზრით "თუ ვინმეს შეიძლება ეწოდოს თანამედროვე პროზაიკოსებიდან ფორმალისტი,პირველრიგში დავით ქართველიშვილს." (რადიო "თავისუფლება" 2012 წ.) ქართველიშვილის წიგნების უმრავლესობა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაშია დაბეჭდილი. 2010-2011 წლებში იყო საქართველოს პენ-ცენტრის დროებითი პრეზიდენტი.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
1 (50%)
4 stars
0 (0%)
3 stars
1 (50%)
2 stars
0 (0%)
1 star
0 (0%)
No one has reviewed this book yet.

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.