ქართველი პოეტი, ესეისტი, კრიტიკოსი, მთარგმნელი, ლიტერატურული პრემია „საბას“ ორგზის ლაურეატი (2005, 2017).
დაიბადა 1957 წელს, თბილისში. 1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობდა საზოგადოებრივ-ლიტერატურულ ჟურნალ „მნათობში“ მთავარი რედაქტორის მოადგილედ. ასევე ჟურნალ „საუნჯეში“, „ცისკარში“ და ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში.
წიგნები * ელნათურები“: ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 2004. - 107გვ.. - ISBN: 99928-950-3-9 * „საუბარი წყვდიადში“: ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1997. - 80გვ.
ჯილდოები * 2017 - ლიტერატურული პრემია „საბა“, ნომინაცია - ელექტრონული წიგნი, „გაზაფხული მოდის ღამეში“ (ლექსები). * 2005 - ლიტერატურული პრემია „საბა“, წლის საუკეთესო პოეტური კრებული „ელნათურები“ : ლექსები/ანდრო ბუაჩიძე .-თბილისი : მერანი, 2004. - 107გვ. * 2003 - კალასის ყოველწლიური ლიტერატურული პრემია * 2003 - ილიას ფონდის ყოველწლიური ლიტერატურული პრემია