Jump to ratings and reviews
Rate this book

გამგზავრება და მოლოდინი

Rate this book
კრებულს 2003 წელს გადაეცა ლიტერატურული პრემია "საბა" საუკეთესო პოეტური კრებულის ნომინაციაში.

გაგა ნახუცრიშვილის ლექსებში აღბეჭდილი ვნებათაღელვა, ბოჰემა, სულიერი ფორიაქი 20-იანი წლების ქართული ლირიკის ასოციაციას აღძრავს. შეიძლება ეს კავშირი თუ თანხვედრა ზოგადი და არაფრისმთქმელი იყოს, მაგრამ თუკი ამგვარი რამ ნამდვილად არსებობს, არც აქ არის რაიმე დასაძრახი: “ედგარ პო, ყორანი, / მორალი – / წარსული მუსიკის / უსიტყვო და ძველი ფორანი”.
წარსული მუსიკის ჰანგები მართლაც ხმიანებს კრებულში “გამგზავრება და მოლოდინი” და ყოველივე ამას ახლავს თან ავტორის პიროვნულ-ინდივიდუალური შტრიხები. ეს პიროვნული ნიშნები ერთგვარ სიმსუბუქეს, “მიწიერებას”, პროზაულობას, ირონიანარევ ელფერს სძენს ლექსებს.

128 pages, Unknown Binding

First published January 1, 2002

About the author

Gaga Nakhutsrishvili

10 books1 follower
დაიბადა 1971 წელს. 1988 წელს დაამთავრა თბილისის 53-ე საშუალო სკოლა, 1993 წელს კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. სწავლობდა როთენბურგის (გერმანია) გოეთეს ინსტიტუტში, ხოლო რეკანატიში (იტალია) იკვლევდა ჯაკომო ლეოპარდის.



სხვადასხვა წლებში მუშაობდა ისტორიის მასწავლებლად, ჟურნალისტად, კითხულობდა ლექციებს თანამედროვე ქართული ლიტერატურის შესახებ.



ავტორია წიგნებისა: უაზრო მგზავრი (1996), სიმარტივე (2000), გამგზავრება და მოლოდინი (2002), უცაბედად (2006), სხვანაირი დრო (2007), გოგო და ევროპა (2009), სტროფი (2012), მუუ (პიესა, თანაავტორი: ზურაბ ქიქოძე, 2012), ჰორიზონტს იქით (2012), ორი ათას 13 (2014), სისულელის ტრაქტატი (2015), ბარნოვის 122 (2016).



2017 წელს ინტელექტმა გამოსცა მისი პირველი რომანი ზამთრის ზღვა.



2003 წელს გადაეცა ლიტერატურული პრემია საბა საუკეთესო პოეტური კრებულის ნომინაციაში.



მისი ლექსები ნათარგმნია გერმანულ, სლოვენიურ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე და შესულია სხვადასხვა ანთოლოგიაში.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
0 (0%)
4 stars
0 (0%)
3 stars
0 (0%)
2 stars
0 (0%)
1 star
0 (0%)
No one has reviewed this book yet.

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.