სიკვდილთან დიალოგი, ეს არის ფილოსოფიური რომანი, პიროვნულ განვითარებაზე. ისტორიის მიხედვით სიკვდილი, ყველა ადამიანს აძლევს ბოლო დიალოგის შანსს. ანუ, სანამ ვინმეს წაიყვანს, ბოლოჯერ ესაუბრება. ჰოდა მრავალი საუკუნის განმავლობაში, სიკვდილს ყოველთვის ერთი და იგივე დიალოგების გამართვა უწევს. სადაც ყველა მისი მსხვერპლი, ყოველთვის ტირის. ყველა ევედრება, ცოტა დროც მომეციო. არ წამიყვანოო. ცხოვრება ვერ მოვასწარიო და ა.შ. მაგრამ ერთხელაც, მას შეხვდება ისეთი ადამიანი, რომელიც მზად არის მისთვის. ანუ, მზად არის სიკვდილისთვის. და სწორედ ასეთი ადამიანის ბოლო დიალოგზეა აგებული რომანი. წიგნი გასწავლის: 1) მიზნების სწორად დასახვა შესრულებას. 2) დროის დაფასებას. 3) პირადი ფინანსების მართვას. 4) ოჯახის წევრების დაფასებას. 5) ნებისმიერი პრობლემის მოგვარებას 6) სექსის სწორად გამოყენებას (უცნაურია კი) 7) კომპლექსების მოშორებას. 8) ჭორებთან ბრძოლას. 9) კრიტიკისგან დაცვას. 10) პოზიტიურ აზროვნებას. და კიდევ ძალიან ბევრ რაიმეს, რისი ჩაწერაც, ანოტიაციაში არ შეიძლება.
დაგიწყიათ წიგნი და "ხმერთო უფალოოო" ეს რა არისო გითქვამთ? წარწერა რომ აქვს თავიდან, "კაცობრიობას ეძღვნება ♡" აი მანდ მივხვდი, რომ ცუდად იყო ჩემი საქმე და მერე, პირველივე ფურცელზე, "აბსოლიტურად ყველა ადამიანს დაეხმარება წარმატების ფორმულის აღმოჩენსშიო" რომ ეწერა, უკვე მივხვდი, რომ მეტი აღარ უნდა წამეკითხა.
ღმერთო, ამ ახალგაზრდებმა რაზე უნდა მომაცდინონ, მაგრამ კარგი, ვიწყებ წიგნის კითხვას მეთქი და ვერ გავუძელი 😑
ის უკვე გითხარით, რომ აბზაცები შეწეული ხაზით აქვს დაკაბადონებული გამომცემლობას? 🤦♀️ სად ნახეს წიგნი ასე დაწერილი? და ბოლოს ავტორი სადღეგრძელოს რომ ამბობს, მოპროლოგო რაღაცის დასასრულს, ეგეც იცით? წიგნი ისე რომაა დაწერილი, რომ სიტყვები გადატანილია უკვე გითხარით? აი კითხულობ და სიტყვა, "რომელ-თანაც" გადატანილია 😑 განა ერთი, გვერდზე 13 სიტყვა მაინც გადატანილია 😑
წიგნს რომ კითხულობ და რომ ვერ უძლებ კითხვას. ერთი "ბინდის" კითხვისას დამემართა ასე და მივხვდი სხვა ტომებს ვერ წავიკიტხავდი და მეორე ამაზე.
ნუ დაუთმობთ თქვენს ძვირფას წუთებს ამ წიგნს 🙏 აი ბრაიან თრეისი როა, შეჭამე ბაყაყიო და მიზნებიო და რაღაცებს რო წერს, ჯერ ხო ესეთი წიგნები არ მიყვარს, "იი მე გაშჭავლი როგორ დაგეგმო ცხოვრება და იყო წარმატებულიი", ასეთი რაღაცების არ მჯერა, ამან კიდევ სულ მთლად შემაძულა ეს მიმართულება.