ადამიანთა ქმედებებით განრისხებულნი ცისიერნი გადაწყვეტენ კაცობრიობის დასჯას. ღმერთების გადაწყვეტილება კი მათივე ნადიმითაა პირობადადებული და შეზღუდული.
ზეციერთა რისხვა სასტიკია; ვერიჰიონის ზღვათაშუამიწა (კონტინენტი) პოლიტიკურ ცვლილებებს განიცდის. დასავლეთიდან შემოჭრილი თრაჟალონები (გველეშაპთა მხედრები) კონტინენტზე არსებულ სახელმწიფოებსა თუ სამთავროებს იპყრობენ. თითქოს ჩვეულებრივი მოვლენებია, რაც ათასი წლის განმავლობაში ხდება და მოხდება, თუმცა ყველაფერს ღმერთების ჩაფიქრებულ მიზეზი აქვს — ადამიანთა ომებში ზეციერთა ნებაა გამოხატული; ღმერთებს საკუთარი მიზნები აქვთ და ამისთვის ადამიანებს იყენებენ, თუმცა ადამიანებს აქვთ ის, რაც მათ თავისუფალ ქმნილებებად აქცევს...
წიგნი მარტივად საკითხავი არ არის, ფილოსოფიური და ღრმად საფიქრალია, თუმცა მათში აღწერილი ამბები ხანდახან გვაძლევს უფლებას ამოვისუნთქოთ, ის ტრაგიკულობა რაც კაცობრიობას გასდევს, მათი იმედიანობა თუ უიმედობა, საოცრად არის გადმოცემული და გაჯერებული ფენტეზის ისტორიებით, დასაწყისი ცოტა ძნელი გადასალახია, მომენტებში ერთფეროვანი ჩანს თითქოს, თუმცა როგორც კი ისტორია იშლება საოცარ მორევში გითრევს და გითრევს, ისტორიათა ახალ ტალღას გაჯახებს და გაიძულებს დაფიქრდე არამარტო პერსონაჟების, არამედ საკუთარ ღირებულებზე რომელიც ხშირად გვხვდება ამბის თხრობისას, გლეხები რომლებსაც მონობას ყველაფერი ურჩევნიათ - ვგავართ კი ჩვენ მათ როგორც საზოგადოება? მსხვერპლი რომელსაც სიყვარულისათვის და განვითარებისთვის ვიღებთ. სისხლით დაწერილი პოემა საოცარი დასასრულით, სხვანაირ დასასრულს არც ვისურვებდი!
ვფიქრობ, არქაული ენით დაწერილი პოემაა. თავიდან იწყება შესავლით, რომელიც ვეფხისტყაოსანთან შეგვიძლია გავავლოთ პარალელი, თუმცა მეფეთა და დედოფალთა ქება არ არის. მეორე თავი ეთმობა ღმერთების დაბადებას, მათი სახელები ვერ დავიმახსოვრე. ამბავი მრავალშრიანია, თუმცა ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ერთი პერსონაჟის ირგვლივ ვითარდება ამბავი. ზოგჯერ დავიკარგე თხრობაში, ზოგჯერ თითქოს გავუგე რა სურდა ეთქვა ავტორს, მაგრამ საერთო ჯამში, რთული ენის მიუხედავად, ტექსტი გასაგებია.