Jump to ratings and reviews
Rate this book

გალაკტიონ ტაბიძე

Rate this book

636 pages, Unknown Binding

5 people want to read

About the author

გამოჩენილი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე. საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944) გალაკტიონ ვასილის ძე ტაბიძე (English: Galaktion Tabidze) დაიბადა კულტურული ტრადიციების მქონე სოფლის მასწავლებლის ოჯახში. 1900 წლიდან სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო 1908 წლიდან - თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1910–1911 წლებში მუშაობდა მასწავლებლად. გ. ტაბიძე არის ჟურნალ "მნათობის" ერთ-ერთი დამაარსებელი (1924 წ.).
გალაკტიონის შემოქმედება XX საუკუნის 10-იანი წლებიდან იწყება. 1914 წელს გამოქვეყნებულმა კრებულმა "ლექსები" და განსაკუთრებით, 1919 წელს გამოცემულმა "არტისტულმა ყვავილებმა" მას საყოველთაო აღიარება, "გენიალური გალაკტიონისა" და "პოეტების მეფის" სახელი მოუტანა. "მე და ღამემ", "მთაწმინდის მთვარემ", "მერიმ", მკითხველის წინაშე წარმოაჩინა სრულიად ახლებური პოეტური სამყარო, ქართული ბგერის დიდებული კეთილხმოვანება და სიტყვის მოქნილობა.
40-იანი წლებიდან გალაკტიონი აქვეყნებს ლექსებს: ლურჯა ცხენები", "მთაწმინდის მთვარე", "პოეზია უპირველეს ყოვლისა", "ნიკორწმინდა" და სხვ., სადაც რეალურ სამყაროში სიკეთის, მშვენიერების და ჰარმონიის მიკვლევაა გადმოცემული. მის თითქმის ყველა ლექსს უაღრესად დახვეწილი მელოდიურობა, აუხსნელი მუსიკალურობა, რითმის ბუნება, ლექსიკა და ფრაზის წყობა ახასიათებს.
გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედება რამდენიმე ათეული წელია გადაულახავ მწვერვალად დგას თანამედროვე ქართულ პოეზიაში. მისი ავტორიტეტი დღესაც ბატონობს და გადაუჭრელ ამოცანად რჩება ქართული ლექსის თვისობრივად ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე აყვანა. მისი ლექსები თარგმნილია მსოფლიოს ხალხთა მრავალ ენაზე.
გალაკტიონი გარდაიცვალა 1959 წლის 17 მარტს. მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დაკრძალულია მთაწმინდაზე, ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
10 (90%)
4 stars
0 (0%)
3 stars
0 (0%)
2 stars
1 (9%)
1 star
0 (0%)
No one has reviewed this book yet.

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.