Jump to ratings and reviews
Rate this book

ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება ანუ მესამე ძმა კეჟერაძე

Rate this book

ebook

First published January 1, 1978

1 person is currently reading
39 people want to read

About the author

Guram Dochanashvili

33 books306 followers
Guram Dochanashvili (Georgian: გურამ დოჩანაშვილი) (born March 26, 1939) was a Georgian prose writer, a historian by profession, who has been popular for his short stories since the 1970s.

Dochanashvili was born in Tbilisi, the capital of then-Soviet Georgia. Having graduated from the Tbilisi State University in 1962, he worked for the Institute of History, Archaeology and Ethnography, and participated in several archaeological expeditions from 1962 to 1975. He then managed the prose section of the literary magazine Mnatobi from 1975 to 1985. Since 1985, he has been a director-in-chief of the Gruziya-film studio.

Dochanashvili debuted as a writer in 1961. He was immediately noted for his rejection of the Soviet literary dogmas of Social Realism, and his dissident views. Since then, he has published dozens of stories and novellas which won him a nationwide acclaim for their fairy-tale lightness and invention.[1] His most popular work is the 1975 novel The First Garment (სამოსელი პირველი) based on the Holy Bible and story of the War of Canudos in the 19th-century Brazil.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
58 (70%)
4 stars
14 (17%)
3 stars
6 (7%)
2 stars
3 (3%)
1 star
1 (1%)
Displaying 1 - 8 of 8 reviews
Profile Image for abgd evzt.
30 reviews
March 31, 2024
ერთი კეჟერაძე დამრჩა😁
Profile Image for Sophie.
132 reviews
December 26, 2021
რამდენიმე წლის წინ "კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა" წავიკითხე, ძალიან მომეწონა,მაგრამ აქამდე აღარ მივბრუნებივარ ამ მწერალს.
სად ვიყავი აქამდე?

უკარგესია.
Profile Image for Mari Tatanashvili.
7 reviews2 followers
August 23, 2024
სხვადასხვა ცხოვრებისეული მოვლენები თავისდაუნებურად შობს ე.წ “უსამშობლოო ადამიანებს”. ესენი არიან ისინი, ვინც დროსა და სივრცეში მარტონი დადიან, არ აღელვებთ სხვა, არიან ეგოისტები და შესაბამისად არ აქვთ მიკუთვნებულობის, მოქალაქეობის, სიყვარულის შეგრძნების უნარი.

გერასიმე საბჭოთა კავშირის წარმატებული “ინტელექტუალის სახეა” მასზე ბოლო გვერდამდე თითქმის ვერაფერ საინტერესოს ან სასიამოვნოს ვერ ვიგებთ. გერასიმე მუდმივად თავისი კარიერისტის რეპუტაციის შენარჩუნებას ცდილობს. შეიძლება ითქვას, ასეთი ადამიანები ასეთ იმიჯს იმიტომ იქმნიან, რომ რეალურად მათი პიროვნების სიცარიელე, მოსაწყენობა და უსუსურობა დაფარონ. გერასიმეს სხვებისგან სასიცოცხლოდ სჭირდება პატივისცემა, ერთგვარი რიდი და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. ხშირ შემთხვევაში უხეში, ცივი და ეგოცენტრულია.

მატარებელში მგზავრობისას გერასიმე ერთ ვაგონში მოხვდება შალვა კეჟერაძესთან და მთელი ღამე სმის შემდეგ მეორე დილას მისი სახელიც აღარ ემახსოვრება. შალვა კეჟერაძე გერასიმეს საპირისპიროა. ემოციური, მოსიყვარულე, მეგობრული და ბედნიერების და მოგონებების მაძიებელი. ცხოვრება დიდი მოულოდნელობებითაა სავსე. გურამ დოჩანაშვილის შექმნილი სამივე ძმა კეჟერაძე მოულოდნელ, თვალისამხილველ პერსპექტივას სთავაზობენ ცივ, სერიოზულ და კარიერისტ ადამიანებს.
საინტერესოა რომ ავტორი ირჩევს ტრილოგიის სამივე მოთხრობის არა კეჟერაძეების, არამედ სხვისი პირით თხრობას. ეს მოთხრობა გერასიმეს პირითაა მოთხრობილი. შალვას იგი გვანახებს როგორც გიჟს, სულელს, ფანტაზიორს. თუმცა, შალვა ძალიან ჭკვიანი და დაკვირვებული ადამიანია და გერასიმეს პიროვნების სიცარიელეს სწვდება. გერასიმე ეგოცენტრულია თქო ტყუილად არ მითქვამს, შალვას მთელი მოგზაურობის განმავლობაში სრულად, ზრდილობიანად მხოლოდ მაშინ ელაპარაკება, როცა მისგან რაღაც სასარგებლოს მოელის. შალვა ყველაფერს ამჩნევს და უნდა გერასიმე, ასე ვთქვათ, გამოასწოროს, გულის სიცარიელე შეუვსოს იმითი, რითიც თვითონ ცოცხლობს, ანუ ერთი რამის სიყვარულით, რასაც დაფარვა სჭირდება.

შალვა მთელი მოთხრობა ცდილობს თავისი ცხოვრებისეული ფილოსოფია გერასიმეს სხვადასხვა სიტუაციებით გააცნოს. მაგალითად როცა გერასიმე თავმომწონედ დაპატიჟებს შალვას ძვირიან სადილზე, ალბათ ესეც იმისთვის, რომ რიდი გამოეწვია, შალვა მოუყვება ე.წ "კუჭის კანონზე". შემდეგ უყვება მაგალითად, მშიერი ადამიანი რომ შეჭამს გემრიელ საჭმელს, დიდ სიამოვნებას ნახულობს საჭმლის რესტორანში ლოდინში და ჭამის პროცესსში. თუმცა როგორც კი ჭამას დაამთავრებს გააცნობიერებს, რომ მის ცარიელ, როგორც შალვა ამბობს-ბითურ ყოფას არაფერი შეჰმატებია დროებითი სიამოვნებით. რაცარუნდა ადამიანმა ქონება, თანამდებობა ან დროებითი სიამოვნება მოიპოვოს ყოველთვის ბითური დარჩება, თუ მარტოა, თუ არავინ ჰყავს, ან თუ არ აქვს ცხოვრებაში იმაზე უფრო დიდი მიზანი, ვიდრე თავისივე თავია. გერასიმე ამ ყველაფერს ხვდება, რომ ეს კაცი მას წიგნივით კითხულობს და ბრაზდება, რადგან "კუჭის კანონი" მისი ცხოვრების რეალობაა და იგი იზიზღებს შალვას.
შალვა მყარად არის დარწმუნებული, რომ ადამიანები ერთად ვართ, არ ვართ მარტონი ამ ქვეყანაზე, როგორც ეს გერასიმეს და გერასიმესნაირებს ჰგონიათ. უცნობ გლეხთან მოულოდნელი სტუმრობით შალვა ცდილობს მას დაანახოს ადამიანთა საუკეთესო თვისებები. გლეხმა ეს ორი უცნობი ღამე შეიფარა, დიდი სუფრა გაუწყო თავისი ნაშრომით და თავაზიანობას არ იშურებდა. თუმცა გერასიმეს ვერც ამ გამოცდილებამ აუხილა თვალი და ისე მოექცა იმ გლეხს თითქოს მასზე დაბლა დგას, თითქოს მისი რაღაც მართებს.

"ჩვენ, ადამიანები, მრავალფეხა არსება ვართ, სხვადასხვა წესით მოარული, და არ ვართ, როგორც შენ ეს გგონია, მარტო, რადგანაც დიდი სიტყვა – ერი გვქვია, და მე, ვისაც მუდამ მახსოვს ეს, შენ, სამშობლოდავიწყებული, მხოლოდ პირადი კეთილდღეობით გატაცებულ-აღტაცებული, წამოგიყვანე აქ, ჩემთვის დროებით რომ აგეწყო ფეხი, ამ წმინდა ღელეშიც კი გაგაბანინე ტანი, გაყოყოჩებულს, ყინული რომ შემოგცლოდა, მაგრამ, აჰ, ნურას უკაცრავად, მაინც ვერ შეგაგნებინე ის სითბო, რითაც მე ვცხოვრობ და რითაც ვსუნთქავ.შენ, შენის ჭკუით, კვლავაც ჩემზე ამაღლებული, გაპრანჭული დარჩი. მაგრამ იცოდე, უსამშობლოდ – კაცი არა ხარ.''
საბოლოოდ ირკვევა, რომ სამშობლოს სიყვარულია ის ერთი რამე, რასაც დაფარვა სჭირდება. შალვასთვის სამშობლო არა მიწა, არამედ ადამიანები და ადამიანური ურთიერთობებია. რადგან საქართველო მთელი ისტორიის განმავლობაში არა მარტოდ მარტო, არამედ ერთმანეთის შეწევნით, სიყვარულით და თავგანწირვით მოუტანიათ დღევანდელ დღემდე. ეს ქვეყანა თავისი ხალხით არსებობს, ამიტომაც შეგვიძლია სამშობლო და ხალხი ერთმანეთთან გავაიგივოთ. ჩვენ, ყველას ერთი რამის სიყვარული გვაერთიანებს, რასაც დაფარვა სჭირდება, ამიტომაც არ ვართ მარტო.
ადამიანი, რომელიც მუდმივად თავის თავზე ფიქრობს, მუდმივად ამპარტავანი და თვითკმაყოფილია ვერასდროს იგრძნობს ნამდვილ სიყვარულს. ადამიანის ნებაყოფლობით მოკვეთა ხალხისგან არაფერს მოუტანს, თუარა მუდმივად მსხვერპლის პოზიციაში ყოფნას სინდისთან ან ცხოვრებისეულ გამოწვევებთან.
ყველამ რაღაც მარადიულს უნდა მივუძღვნათ თავი, ისეთ იდეას, რაც ჩვენზე დიდხანს იცოცხლებს. ეგოიზმი და ამპარტავნება დაგვავიწყებს, რომ ადამიანები ვართ და მარტონი არ ვართ.
Profile Image for Shako M.
67 reviews28 followers
February 6, 2026
'- ცუდ სიმთვრალეზე ცუდი ნამდვილად არაფერია ქვეყნად. - მტკიცედ განვუმარტე.
- ერთი რამაა ნამდვილად ცუდი...
დავინტერესდი აქ:
- რა, მაინც... შალვა?
რაღაცნაირად, სევდიანად შემომცქეროდა, მითხრა:
- რა და, გერასიმე, ცუდი სიფხიზლე. გლახა სიმთვრალეს კიდევ ეშველება... ცუდი სიფხიზლე თქვი შენ...'

'- იცოცხლე, კაია, კარგი, ლიეპა და კარლსრუე, გერასიმე, მაგრამ სამშობლოც უნდა გიყვარდეს, და რომ გიყვარდეს, უნდა იცნობდე.'

'- იცოდე, თუ გსურს, გაიგო, შენს ირგვლივ ���ყოფთაგან ვინ როგორია, რაიმე ცუდი ჩაიდინე, ოღონდ ისეთი კი არა, ქვეყანა რომ დააქციო, არა, მცირედი, გაგიჭირდება თუ რა შენ ეს, გერასიმე - ხანდახან განგებ რაიმე სისულელე წამოროშე, მოკლდ ილაპარაკე მოფიქრებულად და ვინც ყველაზე სულელია, ყველაზე მეტად გაიცინებს ის, წავა, მოჰყვება ათასგან შენსას, თავისი თავი რომ აღიმაღლოს.

უუჰ, ციოდა... იგი კი მეუბნებოდა ასე:

- ანდა, გერასიმე, ღმერთმა დაგვიფაროს და, შენისთანა გამოსული კაცი უხამსი ფოტოსურათების შეგროვებას თუ დაიწყებ, ყველაზე მრუში ვინცაა, სხვების დასანახად ყველაზე მეტად აღშფოთდება ის. ეს იმიტომ რომ, რა ქნას, იმანაც - ჩვენ, ადამიანთა დიდ უმეტესობას, რატომღაც გვინდა, მუდამ იმაზე უკეთესები ვჩანდეთ, ვიდრე სინამდვილეში ვაგდივართ. მაგრამ, მსგავს შემთხვევებში მიუხედავად აღშფოთებისა, სინამდვილეში ვიყიდებით უფრო, ტკბილო.'

'- ქუჩაში მანქანიდან თუ გადაგიხედავს, შეამჩნევდი, რომ ზოგიერთ გამვლელს შარვლის ცალი ტოტი ტალახით მთლად დაწინწკლული აქვს, მეორე კი - სუფთა. და თუმცა შარვლის ის ტოტი გაცილებით პეწიანად გამოიყურება, ერთმანეთზე ორივეს თანაბრად მიუძღვით ბრალი - იმ დასვრილს სუფთატოტიანი ფეხი სტყორცნის ტალახს და ის ამოთხვრილი კი წესიერად რომ მიაბიჯებს, იმიტომ გამოიყურება მეორე მშვენივრად და კარგად.'
Profile Image for Kakha.
569 reviews
June 15, 2021
ჩემი ნამეტანი საყვარელი მოთხრობაა ეს. დაუვიწყარი, არაჩვეულებრივი და წმინდა ქართული ენით დაწერილი. წაკითხვის მერე სამუდამოდ დამრჩა თავში ის სიტყვები, სამშობლოზე რომ ამბობს შალვა. მანამდე, პირველად წაკითხვამდე, სულ ვგრძნობდი გაუთვითცნობიერებლად რაღაც მასეთ სათუთს და ამ მოთხრობის კითხვისას ძალიან გამიხარდა, რომ თურმე არ ვცდებოდი და აგერ ასეთმა დიდმა ქართველმა როგორ ბრწყინვალედ გადმოგვცა ასეთივე გრძნობის შესახებ.
Profile Image for anano.
92 reviews2 followers
Read
September 6, 2024
ორმხრივი დამღლელი რადიკალობა და ვაიმე სამშობლოს სიყვარული
Displaying 1 - 8 of 8 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.