Jump to ratings and reviews
Rate this book

„ჯადოსნური მთა“

Rate this book
ნინო ფირცხალავას „ჯადოსნური მთა“ ილიაუნის გზამკვლევის სერიით გამოცემული ნაშრომია, რომელიც თომას მანის რომანის შესახებ გიამბობთ. მანის „ჯადოსნური მთა“ ხომ სწორედ ის წიგნია, რომელიც ავტორის სიცოცხლეშივე ჩართეს პრინსტონის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამის „მსოფლიო ლიტერატურის დიადი წიგნების“ ნუსხაში და ცხადი გახდა, რომ იმთავითვე აღიარეს შედევრად. მას მერე თითქმის საუკუნე გავიდა და ამ რომანისადმი დამოკიდებულება არც შემდგომ შეცვლილა.

„რომანში ენობრივი ფორმებით თამაშს მოსდევს სხვადასხვა პირველწყაროდან ამოკრებილი ფილოსოფიური ცნებებით იმგვარი ვირტუოზული ჟონგლირება, რაც საბოლოოდ სრულიად ახალი, აქამდე ჯერ არგაგონილი კომპოზიტის დაბადებას განაპირობებს. ამასთანავე, სწორედ ეს კომპოზიტი იქცევა იმ ყოვლისგამშიფრავ გასაღებად, რაც „ჯადოსნური მთის“ ახლებური წაკითხვის წინაპირობას ქმნის.“ – აღნიშნავს ნინო ფირცხალავა ნაშრომის შესავალში. ამ ახლებურად წაკითხვისას შესაძლოა, ძიებამ პლატონთან მიგიყვანოთ, შესაძლოა, ნეტარ ავგუსტინესთან, თომა აკვინელთან, ნიცშესთან ან შოპენჰაუერთან…

როგორ დაშიფრა ავტორმა რომანში სამყაროს კულტურული მოდელი, როგორია აქ დრო, სივრცე, რიცხვი, სად და როგორ ამოიკითხავთ ფილოსოფოსთა ნააზრევს, როგორ იკვეთება იმ პრობლემატიკის კონტურები, რაც მოგვიანებით გადამწყვეტი გახდა თომას მანისთვის – თუ როგორ შეიძლებოდა ქცეულიყო ევროპულობა შემაკავშირებელ ღერძად ფესვებს, ანუ „ძველგერმანულ პროვინციალიზმსა“ და ცისკენ აზიდულ კენწეროს, გერმანული „აზროვნების წესის გამოკვეთილად კოსმოპოლიტიზმს“ ანუ მსოფლიო მოქალაქეობის იდეას შორის… გაეცანით ნინო ფირცხალავას ნაშრომს და წაიკითხეთ ახლებურად „ჯადოსნური მთა“.

141 pages, Paperback

Published January 1, 2020

2 people want to read

About the author

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
0 (0%)
4 stars
2 (100%)
3 stars
0 (0%)
2 stars
0 (0%)
1 star
0 (0%)
No one has reviewed this book yet.

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.