Jump to ratings and reviews
Rate this book

მზიანი მხარე

Rate this book
ქეთი ნიჟარაძის 1987 წელს გამოცემული სადებიუტო რომანი, „ავტოპორტრეტი“, ქართულ თანამედროვე ლიტერატურაში ქალის უნიკალურ ხმად, პერსპექტივად თუ მგრძნობელობად რჩება. „ავტოპორტრეტმა“ თავის დროზე მკითხველზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, თუმცა ამ მწერალმა, თავისი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში, ვერ მოასწრო დამკვიდრება ქართულ ლიტერატურულ კანონში და თითქოს თაობებს შორისაც ჩაიკარგა.

„ავტოპორტრეტის“ გარდა, ჩვენი კრებული მოიცავს მის კიდევ ერთ, დაუმთავრებელ რომანს და რამდენიმე მოთხრობას - ქეთი ნიჟარაძის ტექსტებს, რომელთა სახითაც ქართული ლიტერატურის დამკვიდრებულ ტრადიციაში გაიელვა ქალის პიროვნულმა განცდამ, ინდივიდუალურმა ამბოხმა პატრიარქალური წესრიგის წინააღმდეგ, ქალის სხეულმა, ეროტიკულმა სურვილმა თუ სიამოვნებამ.

225 pages, Paperback

Published January 1, 2021

2 people are currently reading
46 people want to read

About the author

Keti Nizharadze

2 books1 follower

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
43 (74%)
4 stars
11 (18%)
3 stars
3 (5%)
2 stars
1 (1%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 22 of 22 reviews
Profile Image for Nino Khvistani.
153 reviews7 followers
June 20, 2022
ცხოვრებაში რამდენიმე დაუსრულებელი წიგნი წამიკითხავს, უფრო მძაფრად კაფკას “ამერიკა” მახსენდება, რომელმაც ისე მომიშალა ნერვები, საპასუხოდ არც მე დავასრულე და ამ ქალის ამ წიგნში კი არის ისეთი რაღაცები, რასაც დროდადრო აუცილებლად მივუბრუნდები.
ახლა გავიქეცი, აქციაზე მაგვიანდება.
Profile Image for temo rekhviashvili.
Author 2 books37 followers
July 28, 2022
"ავტოპორტრეტი" ერთ-ერთი საუკეთესო, საყვარელი და სასტიკი რამეა, რაც კი ოდესმე წამიკითხავს.
Profile Image for Tath.
36 reviews2 followers
July 31, 2022
სევდიანზე სევდიანი ამბავია ის, რომ ამ მწერლისგან მხოლოდ 213 გვერდი შემოგვრჩა
Profile Image for Mariam Paichadze.
43 reviews6 followers
July 25, 2021
მეგობარმა მკითხა ვინ არის ქეთი ნიჟარაძეო და დაუფიქრებლად მივწერე ქართველი ინგებორგ ბახმანი-მეთქი. ამ ორ ქალის ტექსტებში იმხელა ტკივილი და ვნება ტრიალებს, ერთდროულად შემზარავიც არის და შთამბეჭდავიც და რაც მთავარია, ძალიან ახლობელი.

იმედი მაქვს, ტრაგიკული გარდაცვალებიდან 21 წლის შემდეგ მაინც დაიკავებს მისი ტექსტები კუთვნილ ადგილს ქალთა ლიტერატურაში.
Profile Image for Tina Ghviniashvili.
4 reviews16 followers
June 15, 2022
თანამედროვე ქართველი მწერლებიც რომ ასე გულწრფელად, ასეთ მართალ წიგნებს წერდნენ, ავშენდებოდით ))
Profile Image for Ananou.
78 reviews5 followers
July 25, 2022
სილვია, ბოდიში. ჩემთვის უფრო ახლობელი, ჩემიანი ქეთი ნიჟარაძე შემიყვარდა ..

გაოცებული და დადუმებული ვარ.
Profile Image for Theo.Na.
11 reviews4 followers
August 7, 2021
ქართველ მწერლებს და განსაკუთრებით ქალებს ნაკლებად ვიცნობთ. (არა თანამედროვეს)
ამ წიგნის კითხვისას სიამოვნებისგან მეღიმებოდა, ასეთი სიზუსტით დაწერილი არათუ ჩემი, ბევრი ჩემი თანატოლის თინეიჯერობა არც კი წარმომედგინა.
ისიც კი ვიფიქრე რაღაც ნაწილები ტექსტიდან აუცილებლად არის შესატანი სკოლის პროგრამაში, ვგულისხმობ დამამთავრებელ კლასებს.
ძალიან კარგია, მდიდარი და არ გბეზრდება. სხვადასხვა ინტერტექსტებით კოდევ უფრო საინტერესო ხდება, პერიოდის გათვალისწინებით.
გირჩევთ, იმიტომ რომ ამ წიგნის და ავტორის შესახებ უნდა ვიცოდეთ.
Profile Image for Linda Chikhladze.
7 reviews
December 26, 2021
რა განძი გვყოლია ქართულ ლიტერატურაში. თან 80-იან წლებში. თან ქალი. ქ ა ლ ი. რაღაცა უდიდესი სიხარულის შეგრძნება მაქვს, ამაყიც ვარ, რომ ეს სრულიად ღია, დაუნდობლად პირდაპირი, გაბედული ტექსტი ქართულია, ქართულად ამეტყველებული.

ეს "საშიში ქალი" [მისივე ტექსტიდან] და მისი ტექსტები, როგორც სალომე ასათიანი იტყოდა, "წესით, ძალიან მნიშვნელოვანი უნდა გამხდარიყო ქართველი ქალი ავტორებისა და მკითხველისთვის, მაგრამ ასე არ მოხდაო".

არ ვიცი, ეს პოდკასტი რატომ გამომრჩა, მასაც აქ დიდი მოტივაციით გავაზიარებ
https://www.radiotavisupleba.ge/a/296...

"ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ორი კვირის წინ ნიკას ვუთხარი, შვილს არ გავაჩენ-მეთქი. ჩვენი სიახლოვის განმავლობაში ის პირველად აფეთქდა და ყვირილით მელაპრაკებოდა. ლოჯიის ფანჯრები ღია იყო და ნიკას ვუთხარი, ნუ ყვირი, ხალხი გაიგებს-მეთქი. მას ისტერიულად გაეცინა: - შენ ყოველთვის ფეხებზე გეკიდა ბრბოს აზრი და ახლა რატომ გაღელვებსო. ღმერთო, როგორ მიყვარდა...
რამდენიმე დღით ადრე კი ძალიან მშვიდად მელაპარაკებოდა - თუმცა, ალბათ მის სიმშვიდეს ის განაპირობებდა, რომ სიცხისა და ალერსისგან მოთენთილები ვიწექით: - გააჩინე შვილი... იცი, რა კარგი ტიპი იქნება... ხომ გააჩენ? - ამას მეუბნებოდა და თან კისერში მკოცნიდა.
ვუპასუხე, შენ გარდა არავინ მჭირდება - თუნდაც ჩვენი შვილი-მეთქი. და მაშინ ისე წამოვედი მისგან, რომ თითქმის არაფერი გაგვირკვევია. ხოლო რამდენიმე დღის მერე სცენა მომიწყო: მიყვიროდა, შენ ბუნებას ეწინააღმდეგები და ამისთვის ახლა თუ არა, მერე მაინც დაისჯებიო."
ქეთი ნიჟარაძე, ავტოპორტრეტი, 1987

გული იმაზე მწყდება, რომ ამ "ნორმალურობიდან ამოვარდნილმა ქალმა" "მზიანი მხარე" სრული ვერსიით არ დაგვიტოვა, ყველაფერი ცეცხლს მისცა. თუმცა, როგორც გიორგი მაისურაძე იტყოდა, თავისი ამ აქტით, ქეთიმ საკუთარი ტექსტიც დაასრულა.
იმდენად ფიქციური პერსონა ყოფილა, პრეზენტაციაზე, მასაც უჭირდა გაევლო ზღვარი ქეთის რეალურ ცხოვრებასა და ლიტერატურას შორის.
Profile Image for Agatha.
40 reviews10 followers
March 8, 2022
ქეთი ნიჟარაძის "ავტოპორტრეტი" რამდენიმე წლის წინ წავიკითხე, ახლა რომანიც გადავიკითხე და წიგნში თავმოყრილი მისი მოთხრობებიც.

როგორ მინდა, მეტი ადამიანი იცნობდეს ქეთი ნიჟარაძეს და მის საოცრად ამაღელვებელ, სრულიად გულწრფელ, ინტიმურ, ფაქიზ, ტკივილით სავსე ტექსტებს.
Profile Image for Liza Chikviladze.
27 reviews
January 15, 2025
რთულია სახელდება მოუძებნო იმ სიმამაცესა და გამბედაობას, რომლის ძალითაცაა შექმნილი თითოეული შტრიხი, წიგნის გადაშლისას მკითხველს თვალს რომ სჭრის. გულწრფელობა? არა, მგონია, ფუჭად ვცდილობ სახელის დარქმევას.
ერთ-ერთი მოთხრობის სათაურს დავესესხები და გეტყვით, ამ წიგნის ხელში ჩაგდება მოასწავლებს სევდიანზე სევდიანი ამბების გაცნობას.
კითხვის შეწყვეტის შემდეგ, მანამ, სანამ წიგნს მივუბრუნდებოდი, სპონტანურად შემოჭრილი პერსონაჟები გამუდმებით მახსენებდნენ თავს. განსხვავებულად თავისებურ ენერგეტიკას ფლობს “ავტოპორტრეტი” და “მზიანი მხარე”.
არ დაგვავიწყდეს, რომ ქეთი ნიჟარაძის შემოქმედება დიდ განცდებთან ერთად, უდიდესი ფემინისტური ხმაა.
ბევრი უნდა ვისაუბროთ თავის დროზე დაუფასებელ, ტრაგიკული ბედის ქართველ ქალზე, შესანიშნავ ავტორზე!
Profile Image for NEKA.
162 reviews
August 10, 2023
ახალი კუმირი მყავს
Profile Image for Tamuna Shalamberidze.
14 reviews
March 17, 2024
დაუჯერებელია, რომ აქამდე ასეთი მიკარგული იყო ქეთის სახელი და შემოქმედება! girls !✊🏾🩷❤️🎀
Profile Image for Natia Morbedadze.
828 reviews83 followers
September 15, 2022
ქეთი ნიჟარაძეს რაც შეიძლება მეტი მკითხველი უნდა იცნობდეს, რაც შეიძლება მეტი... მიუხედავად იმისა, რომ თვითონ იმისთვის არ წერდა, რომ ხალხს გაეცნო... საკუთარი ემოციები გადაჰქონდა ფურცლებზე, ცდილობდა მათგან გათავისუფლებას, მაგრამ, როგორც ჩანს, ბოლომდე ვერ შეძლო. ამიტომაც წავიდა ნაადრევად და დაგვიტოვა დაუსრულებელი, თუმცა შესანიშნავად დაწყებული "მზიანი მხარე", რამდენიმე ძალიან კარგი მოთხრობა და, რაც მთავარია, "ავტოპორტრეტი", რომელიც არც მოთხრობაა და არც რომანი. ახალგაზრდა ქალის სულის ამოძახილია, ტკივილით სავსე დღიურია და ამავე დროს იმედითაც...
Profile Image for Tamar Mirianashvili.
8 reviews
November 7, 2024
საოცარი აღმოჩენა იყო ჩემთვის 80-იან წლებში დაწერილი/გამოქვეყნებული საკმაოდ თამამი ქართული რომანი, სადაც ძალიან ახლოდან, რამდენიმე ადამიანის პრიზმიდან არის გაშლილი მაშინდელი სოციალური რეალობა, ყოფა-ცხოვრება, ქალების /გოგოების განცდები, პირველ რიგში. ეს არის მკვეთრი დეტალებით შექმნილი დიდი სურათი, რომელიც კარგად იყო აქამდე შენახული და ამ ახალ ეპოქაში, ახალი მნიშვნელობა შეიძინა.
სიამოვნებით წავიკითხე, თქვენც გირჩევთ.
Profile Image for ქრისტინე კოხია.
73 reviews6 followers
November 12, 2021
📚"ჯერ ახალგაზრდა ვარ,მაგრამ მეჩვენება, რომ ძალიან ბევრი ვიცხოვრე. ამავე დროს, უჩვეულოდ დიდ სიხარულს მანიჭებს ფიქრი, რომ წინ გზაა_დიდი გზა სიცოცხლისკენ"

ამ ავტორს უნდა ვიცნობდეთ 💚
Profile Image for Mari Zakaradze.
15 reviews
May 31, 2022
შესანიშნავი წიგნია. ქეთი ნიჟარაძე ვერაფრით დაგტოვებს გულგრილს.
Profile Image for Eka.
9 reviews
Read
November 25, 2021
,,თუ არ ჩამოხვალ უარს ვუცხადებ გაზაფხულს, ყვავილს, მზეს და სიყვარულს. მე სიცოცხლეზე ვაცხადებ უარს."

<3
Profile Image for Tatyana Asatiani.
6 reviews1 follower
November 29, 2021
ჩემთვის ქეთი ნიჟარაძე ქართველი სილვია პლათია 💛
Profile Image for Atina Bregvadze.
46 reviews2 followers
June 1, 2022
თანამედროვე ავტორებს და ლიტერატურას, ჩემი აზრით, ხშირად გულწრფელობა აკლია. კითხულობ, იცნობ პერსონაჟს, ისმენ მის ფიქრებს, იგებ მის გრძნობებს და ამავდროულად სადღაც გულის სიღრმეში ხვდები, რომ ავტორი გატყუებს და მის ყველა სიტყვას და ფრაზას მცირედი ყალბი განზრახვა უდგას უკან. განზრახვა, რომ რაღაც მძაფრი აუცილებლად გაგრძნობინოს, რომ რაღაც სათქმელი აუცილებლად მოიტანოს შენთან ან თავად ავტორი დაპოზიციონირდეს მკითხველის თვალში ისე, როგორც ეს წიგნის დაწერამდე განიზრახა.
ქეთი ნიჟარაძის წიგნის “მზიანი მხარე” კითხვის დროს საერთოდ წაიშალა ყველანაირი ზღვარი ჩემსა და ავტორს, ჩემსა და მთავარ პერსონაჟებს შორის. თითქოს გაშიშვლებულ, შეულამაზებელ, მკითხველის გავლენებისგან თავისუფალ ნაწერებს ვკითხულობდი და თითქოს ისეთ პირად ჩანაწერებს ვეცნობოდი, რომელსაც მხოლოდ დღიურებში აზიარებენ ადამიანები.
მადლობა ყველა იმ ადამიანს და გამომცემლობას, რომელიც წლების წინ პატრიარქატის მიერ შეუმჩნებლად დატოვებულ ქალ მწერლებს გვაცნობს. გული მწყდება, რომ სიცოცხლეში ბევრმა მათგანმა დამსახურებული აღიარება ვერ მიიღო. თუმცა, არც ახლაა გვიან.
2 reviews
June 18, 2024
ტოტალური ტრაგედია. ტოტალური სიყვარული.
Displaying 1 - 22 of 22 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.