Jump to ratings and reviews
Rate this book

ვისთვის გალობს შაშვი

Rate this book
ქართველი კინორეჟისორი, დიპლომატი, მთარგმნელი, პუბლიცისტი და მხატვარი ლანა ღოღობერიძე იმ თაობას მიეკუთვნება, რომელმაც საკუთარ თავზე იწვნია საბჭოთა რეჟიმის დამთრგუნველი ძალა. ბავშვობის ტრავმებმა დიდად განსაზღვრეს მისი შემოქმედება. „ვისთვის გალობს შაშვიც“ გადატანილი ტკივილების ამოძახილია. მაგრამ მთელი ცხოვრების გამოცდილების შედეგად, ავტორი მიდის დასკვნამდე, რომ განსაცდელი და განსაკუთრებით საყოველთაო განსაცდელი, მხოლოდ ამძაფრებს სიცოცხლის სიყვარულს და სამყაროს მშვენიერების შეგრძნებას. პოეზიას და ბუნების სილამაზეს ძალუძს, დააცხროს ყოველგვარი ტკივილი და სულის თავშესაფრად იქცეს, ამისთვის კი ხანდახან ისიც საკმარისია − გაყუჩდე და ყური მიუგდო შაშვის მოულოდნელ გალობას პანდემიით დადუმებულ ქალაქში.

206 pages

Published January 1, 2021

3 people are currently reading
33 people want to read

About the author

Lana Gogoberidze

5 books3 followers

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
22 (37%)
4 stars
23 (38%)
3 stars
10 (16%)
2 stars
2 (3%)
1 star
2 (3%)
Displaying 1 - 11 of 11 reviews
Profile Image for Natia Morbedadze.
843 reviews83 followers
September 3, 2022
თითქოს ამ წიგნში განსაკუთრებული არაფერია. პანდემიის პერიოდის ფიქრები, პოეზია, წარსულის ანალიზი... მაგრამ მნიშვნელოვანიც სწორედ ეს არის. თითოეული ფურცლიდან იღვრება შაშვის გალობა, იმ შაშვის, პირადად ჩვენთვის რომ გალობს... გალობს იმისთვის (წიგნიც ხომ ალბათ ამიტომ დაიწერა), რომ გვაგრძნობინოს - ამ საშინელ დროსაც კი, როდესაც, მიუხედავად ასაკისა თუ ჯანმრთელობის მდგომარეობისა, მთავარანგელოზის ფრთების შრიალი ნებისმიერ წამს შეიძლება გავიგონოთ, ცხოვრება მაინც მშვენიერია, სანამ არსებობს სიკეთე, სიყვარული, ხელოვნება, "მახლობლებთან" ურთიერთობა... და მთავარი - თავისუფლებისკენ სწრაფვა...
Profile Image for Lily Saladze.
50 reviews3 followers
June 16, 2023
პირველ რიგში, როგორი კარგია რომ პანდემია დასრულდა.

შემდეგ რიგებში კი, მადლობა შაშვს, რომელიც გალობდა. იქნებ ისიც თავის ამბებს ჰყვებოდა ისე, როგორც ავტორი - ალაგ-ალაგ ლექსებით, ცხოვრებისეული სიბრძნეებით და ყოველდღიური ფიქრებით.
Profile Image for Giorgi Meliqidze.
15 reviews1 follower
November 25, 2022
“საუკეთესო ესთეთიკა და დოკუმენტური პროზა" ზუსტას ასახავს ამ წიგნს
Profile Image for Liza Tatishvili.
3 reviews
June 3, 2022
<3 <3 <3 შესანიშნავი წიგნი. ცოტაოდენი პოლიტიკა, დიდი დოზით პოეზია,ლამაზი თუ უშნო დღევანდელობის სარკე და ავტორის მიერ წარსულში გადატანილი ტკივილების ამოძახილები. ამ ნარატივების კითხვისას გულწრფელად მეგონა განვლილი ცხოვრების ნოსტალგიებში დავმოგზაურობდი, შემოქმედის როლში შეჭრილმა კი აღმოვაჩინე,რომ თურმე ეს ნოსტალგიები ჩემი სულაც არ ყოფილა და უბრალოდ მწერლის შესანიშნაობით მოხიბლული, გარე სამყაროს მოვწყდი კითხვის პროცესში.

"თუ ჩასვენებულ მზეს მისტირი დაუსრულებლად, ვეღარც ვარსკვლავებს იხილავ მაშინ..."

" ორმა გაიხედა ერთ ფანჯარაში.
ერთმა დაინახა წვიმა და ტალახი,
მეორემ-მწვანედ მობიბინე ბალახი,
გაზაფხული და წყარო ანკარა.
ორმა გაიხედა ერთ ფანჯარაში"
რას ხედავ ცხოვრების ფანჯრიდან?ტალახს,თუ მწვანედ მობიბინე ბალახს?იქ,გარეთ,რეალურად,ორივე არსებობს.არჩევანი შენზეა. We see things as we are,not as they are :)

"ყველა ვინც გიყვარს,სავარაუდოდ დაიკარგება.მაგრამ საბოლოოდ,სიყვარული სხვა გზით დაბრუნდება"-კაფკა <3

"ზღვა იყო მაშინ ისეთი წყნარი,რომ არც კი მახსოვს, იყო თუ არა"-ტიციან ტაბიძე<3

" უმეგობრობას ავიტან მრავალს,
უიმედობას ავიტან მძიმეს,
ჩემი სამშობლოს სანახავიდან
ოღონდ ვხედავდე შუქს მოციმციმეს"-გალაკტიონი <3

"ღამე არ არის არასდროს ბოლომდე ბნელი
ყოველთვის არის
ნაღვლის ნაპირას ღია ფანჯარა
ფანჯარა შუქით განათებული"

"თუ ცხოვრების სიმწარე არ იგემე,ვერც მის მშვენიერებას იგრძნობ".

Profile Image for dobime.
63 reviews68 followers
October 6, 2022
"სიცოცხლე მინდვრის გადარბენა არ არის..".
ასე მგონია,ამ წიგნმა საჭირო დროს მომისწრო და ჩემი ბოლო ექვსთვიანი ფიქრებისა და ემოციების აბურდულ ძაფს კავი გამოსდო. ვისაც ბოლოს დროის განმავლობაში შევხვდი, შეფარვით და პირდაპირ ყველას ვეკითხებოდი- "როგორ ახერხებთ ცხოვრებისეულ ცვლილებებთან ადაპტაციას? " როგორ შეგიძლიათ შეეგუოთ ადამიანურ იმედგაცრუებას და გაქრობას? და პასუხიც სულ სხვადასხვანაირი იყო.. ამ წიგნმა ,ალბათ ყველაზე კარგად მიპასუხა.. " ცხოვრება დანაკარგების ჯაჭვია. რაც მეტს ცხოვრობ, მეტს კარგავ. კარგავ იმათ, ვინც გიყვარს და შენ გარშემო თანდათან ისადგურებს სიცარიელე..ის სულ უფრო და უფრო ფართოვდება და შენ სულ სულ უფრო და უფრო მძაფრად განიცდი სიმარტოვეს."..
ჰო , სიცოცხლე მინდვრის გადარბენა არ არის, ისე თელავის " მახლობლების სახლია", შემდგომის ყვითელ ფოთოლივით გამქრალი შენი საყვარელი ადამიანია, გადასახლებაა და უკან დაბრუნება, თოვლში მიმავალი დედების კვალია, მთავარანგელოზის ფრთების შრიალი და რათქმაუნდა, შხეფის ქუჩაზე მგალობელი შაშვია, რომლის მოსმენაც უნდა შეგეძლოს..
ბოლოს კი კაფკას სიტყვებით მინდა დავასრულო " ყველა ის ვინც გიყვარს, სავარაუდოდ დაიკარგება, მაგრამ საბოლოოდ, სიყვარული სხვა გზით დაბრუნდება"... ვინ იცის,იქნებ შაშვის გალობად ან ამ ძალიან სასიამოვნო წიგნად დაბრუნდეს?
Profile Image for ელელილე.
7 reviews3 followers
June 29, 2023
თელავში რომ მოვხვდები, ყველა სახლს გულისყურით შევათვალიერებ - იქნებ სწორედ ისაა "მახლობლების" სახლი.
Profile Image for Leila Beruchashvili.
26 reviews4 followers
January 18, 2022
მე ვიქნები ერთ-ერთი იმათგანი თელავის “მახლობლების სახლი”, ნადიკვარის ქუჩაზე, სულ რომ ემახსოვრება.
Profile Image for Lana.
28 reviews1 follower
May 20, 2025
ამ პატარა წიგნის დამთავრებას სამი თვე მოვანდომე რაც ჩემ შემთხვევაში ნიშნავს რომ წიგნი საერთოდ არ მომეწონს, თუმცა "ვისთვის გალობს შაშვი" ნამდვილად გამონაკლისია და ამ სიტუაციაში ჩემი მესამე სემესტრის ინტენსივობას და დროის ნაკლოვამებას ვაბრალებ. წიგნმა ჩემთან ერთად იმოგზაურა უნგერეთში (სადაც ვცხოვრობ), შემდეგ პარიზში და ვენაში და ბოლოს უკან უნგრეთში. შესაბამისად ბევრი რამ გადაიტანა ჩემთან ერთად. არასდროს არ მინდება ხოლმე ანოტაციების გაკეთაბა ამ შემთხვევაშიც განსაკუთრებული წიგნი იღმოჩმდა "ვისთვის გალობს შაშვი". ძალიან ბევრი რამ გავხაზე; წინადადები რასაც ვეთანხმებოდი, რეჟისორები რომლის ფილემბის ნახვაც მინდა, ის ფილმები რომლებიც უკვე ვნახე, ლანას ძველი ისტორიები მეგობრბებზე, მოგზაურობაზე, პროფესიაზე, სამშობლოზე და მისი პოლიტიკური აზრები. ვფიქრობ ამდენი ხაზვა და ჩანაწერები იმიტომ გავაკეთე, რომ ლანასგან იგრძნობოდან როგორ უნდოდა თავისი სათქმელის შეჯამება და ამ სურვილის ვიზიარებდი მეც- მინდოდა ჩემი აზრი დამეფიქსირებინა. დასაწყისში ვფიქრობდი, რომ ცოტა სუბიექტური ვიყავი, რადგან ლანას წიგნი მისი სახელის გამო ავიღე, მეც ლანა მქვია, მეც რეჟისორობა მინდა და მეც დიპლომატია და პოლიტიკა მიზიდავს და ბოლოს მეც ქართველი ვარ. გულწრფელი ვიქნები და მიუხედავად იმისა რომ არცერთი ლანას ფილმი არ მაქვს ნანახი ჯერ(!!) თავიდანვე ინსპირაცია გახდა მისი პროფესიიდამ და სახელიდან გამომდინარე. წიგ��მაც იმედებს გდააჭარბა, ისე ავიღე ანოტაცია არც წამიკითხავს არ ვიცოდი კოვიდის დროს რომ წერდა, არ ველოდებოდი ლექსებს, ველოდებოდი მთავარ პერსონაჟებს რომელიც საბოლოოდ არა გამოგონილი არამედ თვითონ ლანა აღმოჩნდა. სულ მქონდა სურვილი რომ მეც დამეწერა რამე რასაც ახალგაზრდობაშიც და ბოლოს უკვე მოხუცებული გამოვაქვეყნებდი და ჩემს სათქმელს ბოლომდე ამოვიღებდი ჩემი ორგანიზმიდან. ამის გაკეთება ლანამ იდეალურად შეძლო და მეც მასთან ერთად ვგრძნიბდი როგორი შვებაა ამ წიგნის დაწერის შესაძლებლობა. Lana you are truly an inspiration!
Profile Image for Tatia Kobidze.
97 reviews3 followers
January 12, 2022
თითქოს არაფერია ახალი - პანდემიური, ყოფითი ამბებია, მაგრამ ყოველდღიურობის პოეტურ-პროზაული სინთეზით დანახვა სულ ოდნავ მაინც გაბრუნებს ადამიანურობასთან. გაფიქრებს ისეთ თემებზე, რაზე ფიქრის დრო და ადგილი ცხოვრების აჩქარებულ ტემპში აღარ რჩება. 🤍
Profile Image for Ana Matcharashvili.
10 reviews5 followers
May 17, 2022
შხეფის ქუჩაზე წასვლა და შაშვის გალობის მომსმენა მომინდა. <3


Profile Image for Gode.
139 reviews34 followers
Read
November 26, 2022
პოეზია, პოეზია, პოეზია
Displaying 1 - 11 of 11 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.