What do you think?


კურიერის ამბები
„კურიერის ამბები“ ახალგაზრდა კაცის ცხოვრების ფრაგმენტებისგან შედგება. მთხრობელი პროფესიით მსახიობია, რომელიც თავს კურიერობით ირჩენს და თვითირონიით აღწერს იმ მწარე რეალობას, რომელშიც მას თავის გატანა უხდება ყოველდღიურად. ამ სევდიანი და თან სასაცილო ისტორიების ფონზე იხატება თბილისის ისეთი სურათი, რომელიც მხოლოდ კურიერის მოპედიდან ჩანს, მთელი თავისი შეულამაზებელი სოციალური რეალობითა და სიმძაფრით.
- GenresGeorgianShort Stories
131 pages, Paperback
Published September 1, 2021
About the author
temo rekhviashvili
2 books38 followersთემო რეხვიაშვილი თანამედროვე ავტორი, დრამატურგი და მსახიობია.
არის თეატრალური კომპანია “ჰარაკის” თანადამფუძნებელი.
2019 წლიდან თემურ ჩხეიძის სახელოსნოს წევრია.
2017 წელს, გვანცა ენუქიძესთან ერთად, ჩამოაყალიბა პოეტური გაერთიანება “ყველასთვის ხელმისაწვდომი დრამატული პოეზია” რომელშიც ოცდაათამდე პოეტი იყრის თავს.
არის თეატრალური კომპანია “ჰარაკის” თანადამფუძნებელი.
2019 წლიდან თემურ ჩხეიძის სახელოსნოს წევრია.
2017 წელს, გვანცა ენუქიძესთან ერთად, ჩამოაყალიბა პოეტური გაერთიანება “ყველასთვის ხელმისაწვდომი დრამატული პოეზია” რომელშიც ოცდაათამდე პოეტი იყრის თავს.
Ratings & Reviews
Friends & Following
Create a free account to discover what your friends think of this book!
Community Reviews
Displaying 1 - 30 of 82 reviews
October 6, 2021
#ყხდპ
წიგნის რეცეპტი
ავიღოთ მაიკროსოფტ ვორდის
სამოცდაათამდე გვერდი.
ფონტი - თერთმეტი.
ჩავყაროთ შიგნით არაერთი ამბავი.
ზოგი სახალისო,
ზოგიც - სევდიანი.
დავუმატოთ გულწრფელობა
და თვითირონია - გემოვნებით.
დავაფუძნოთ, ცხადია,
რეალურ მოვლენებზე
და შევუნარჩუნოთ
მთავარ გმირებს სახელები,
რათა შემდეგ ამ წიგნის დაგემოვნებისას
მკითხველებმა არ იმარჩიელონ,
რა სახელში ვინ ვიგულისხმეთ.
გავაზავოთ უცხო სუნელებით
(მაგალითად, ჰამბურგიდან).
ჩავამატოთ ერთი მუჭა იუმორი.
ვურიოთ ამბები.
ხოლო შემდეგ
თუკი
თო.კი
გაუძლებს
წიგნის გვერდებზე
გამოვფინოთ ყველა ეს ისტორია
და მივიტანოთ მკითხველამდე
სანამ ცხელია...
წიგნის რეცეპტი
ავიღოთ მაიკროსოფტ ვორდის
სამოცდაათამდე გვერდი.
ფონტი - თერთმეტი.
ჩავყაროთ შიგნით არაერთი ამბავი.
ზოგი სახალისო,
ზოგიც - სევდიანი.
დავუმატოთ გულწრფელობა
და თვითირონია - გემოვნებით.
დავაფუძნოთ, ცხადია,
რეალურ მოვლენებზე
და შევუნარჩუნოთ
მთავარ გმირებს სახელები,
რათა შემდეგ ამ წიგნის დაგემოვნებისას
მკითხველებმა არ იმარჩიელონ,
რა სახელში ვინ ვიგულისხმეთ.
გავაზავოთ უცხო სუნელებით
(მაგალითად, ჰამბურგიდან).
ჩავამატოთ ერთი მუჭა იუმორი.
ვურიოთ ამბები.
ხოლო შემდეგ
თუკი
თო.კი
გაუძლებს
წიგნის გვერდებზე
გამოვფინოთ ყველა ეს ისტორია
და მივიტანოთ მკითხველამდე
სანამ ცხელია...
July 2, 2022
შეიძლება არც მსახიობები ვიყოთ და არც კურიერობით ვირჩენდეთ თავს, მაგრამ ეს წიგნი მაინც ძალიან ახლობელი გახდეს ჩვენთვის. დღევანდელ რეალობაში ხომ უმეტესად ასეა - იმას კი არ ვაკეთებთ, რაც გვინდა, არამედ იმას, რაც უნდა გავაკეთოთ, რომ ელემენტარული პირობები შევიქმნათ. ასეთ ყოფაში კი სევდანარევი იუმორით სავსე თბილისური ამბების კითხვა განსაკუთრებული სიამოვნებაა. მერე რა, თუ თემორეს ნობელის პრემიას არ მისცემენ. მისი ვიზიტი ჰამბურგში ნიკ ქეივის კონცერტზე ნაკლებ ემოციას გამოიწვევს, ვიდრე რომელიმე ნობელიანტის მონათხრობი? მეტსაც კი, იმიტომ რომ ის ჩვენს გვერდით ჩვენს ქალაქში ცხოვრობს და თავისი ცხოვრების ნამდვილ ისტორიას გვიყვება...
P.S. კარგ წიგნებს კარგი მუსიკაც უხდება :)
https://www.youtube.com/watch?v=eANly...
P.S. კარგ წიგნებს კარგი მუსიკაც უხდება :)
https://www.youtube.com/watch?v=eANly...
November 28, 2021
რა დამპალ ქვეყანაში ვცხოვრობთ
September 26, 2021
01:40 ეიემზე მოვრჩი და ეგრევე შევვარდი ინსტაგრამზე რომ ნიკის და თემორეს სელფი მენახა და არ უდევს მგონი( მოკლედ ამ რივიუს წერას რომ მოვრჩები ფეისბუკზეც მოვძებნი. ეს პირველი და მგონი ერთადერთი წიგნია სადაც ჩემი მდიდრული კავკასიის უნივერსიტეტი ახსენეს(გაკვრით მაგრამ მაინც) და ლეოს დავემსგავსე ტარანტინოს ბოლო ფილმიდან. იმედია ცხოვრებას აიწყობ, საკუთარი სახლიც გექნება(სოლოლაკში დიდი ალბათობით) და იმედია ბოლო სერიაში შენ(თემორე) და შპორტჰალემდე რომ გზა მიგასწავლა ეგ გოგო…სადმე გადაიკვეთებით და ერთად დარჩებით❤️🔥
April 30, 2023
აი, ისეთი წიგნია, კარანტინში მოწყენილობის ჟამს რო დაჯდები და დაწერ. მესმის, რომ ავტორისა და მისი მეგობრებისთვის ძვირფასი მოგონებებია თავმოყრილი და თავად ავტორის თქმითაც "საკუთარი ტრაკისთვის" შეიქმნა, მაგრამ რიგითი მკითხველისთვის მაინც ბანალური და არაფრით გამორჩეული ისტორიებია იმაზე თუ რა საზიზღარ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ერთადერთი კულმინაცია იყო ჩამთრევი და საინტერესო თავგადასავლი. უბრალოდ არ მესმის რა ასპექტში ამჯონინეს ეს ნაწარმოები ან "მარგალიტებს", ან "ყოველი ამბის დასასრულს", ან "მეორე ოთახს. Shame on you, "საბას" ჟიურო
October 5, 2022
4 წლის შემდეგ გავიგებ, კურიერი გავხდები თუ არა.
🙌
🙌
August 3, 2022
ნიქ ქეივისა და ავტორის სელფის ნახვა მინდა :))
October 10, 2021
მარტო იმ მომენტისთვის ღირდა წიგნის წაკითხვა, ნიკ ქეივის და ავტორის ფოტოს რო ნახავ ყველაფრის მერე ფეისბუქზე. იაზრებ რო ყველაფერი, რაც წაიკითხე (მათ შორის უიღბლობით განცდილი ემოციებიც) რეალურია. არ ყოფილა ჩემი გულშემატკივრობა ავტორის მიმართ უაზრო. წარმატებებს ვუსურვებ ცხოვრებაში!
სასიამოვნოდ იკითხება, შიგადაშიგ კარგი იუმორიც ერევა. დიდხნიანი პაუზის შემდეგ რაღაც წავიკითხე!💪
***
ამ წიგნს რომ ვკითხულობდი, ავტორი შემოვიდა მაღაზიაში და თავისივე წიგნი მივყიდე. იმედია სპექტაკლზეც ვესტუმრები მალე.
სასიამოვნოდ იკითხება, შიგადაშიგ კარგი იუმორიც ერევა. დიდხნიანი პაუზის შემდეგ რაღაც წავიკითხე!💪
***
ამ წიგნს რომ ვკითხულობდი, ავტორი შემოვიდა მაღაზიაში და თავისივე წიგნი მივყიდე. იმედია სპექტაკლზეც ვესტუმრები მალე.
September 29, 2022
ჯერ წაიკითხე და მერე აკრიტიკეო, უთქვამთ ბრძენთ. ხოდა დავუჯერე მათაც მე. "რა იქნება ახლა ისეთი" - ზე მეტი კი არის, ხშირად სევდიანიც და ძალიან გულწრფელი, რაც მთავარია. თანაც, სევდიანი, როგორც ინდივიდუალურ დონეზე პერსონაჟი, ისე ის რეალობა, სადაც ცხოვრება უწევს/გვიწევს. მოკლედ, ნამდვილად კარგი დებიუტი იყო. როგორც მინიმუმ, ძალიან ნამდვილი.
January 29, 2023
კარგი წიგნია,დაბადების დღეს რო გაიყვან ისეთი.
Good job !
Good job !
May 20, 2023
ცოტა არეულად იქნება, მაგრამ
მოვუსმინო weeping song-ს და ბობ დილანის death is not the end.
ვუყურო ფასბინდერის ფილმებს და ცა ბერლინის თავზე.
ვინახულო იეზიდების სასაფლაოს მიმდებარე გორა.
გავიაროთ ეკატერინე ჭავჭავაძის ქუჩაზე.
“ამ ნახტომს ვუძღვნი სიყვარულს”
californication
სამწუხაროა რომ ჩემგან ანძა არ ჩანს
მოვნახო ავტორის და მისი მეგობრების ქსელები ისტორიები და ფოტოები :D
ჩემი დაბადების დრე 8 ოქტომბერსაა
მოვუსმინო weeping song-ს და ბობ დილანის death is not the end.
ვუყურო ფასბინდერის ფილმებს და ცა ბერლინის თავზე.
ვინახულო იეზიდების სასაფლაოს მიმდებარე გორა.
გავიაროთ ეკატერინე ჭავჭავაძის ქუჩაზე.
“ამ ნახტომს ვუძღვნი სიყვარულს”
californication
სამწუხაროა რომ ჩემგან ანძა არ ჩანს
მოვნახო ავტორის და მისი მეგობრების ქსელები ისტორიები და ფოტოები :D
ჩემი დაბადების დრე 8 ოქტომბერსაა
August 13, 2022
სულ ცოტა ხანში პირველად უნდა გავფრინდე უცხო ქვეყანაში მარტო და სხვა თემოს მსგავსი გამოცდილების გაზიარება კარგი მეგობრის გამხნევებას ჰგავდა.
პროტაგონისტზე გადაღებული ფილმი და ნიკ ქეივი არ ვიცი, მაგრამ ამ წიგნის საუნდტრეკი ჩემთვის Mellow-ს Missed Calls იყოს.
პროტაგონისტზე გადაღებული ფილმი და ნიკ ქეივი არ ვიცი, მაგრამ ამ წიგნის საუნდტრეკი ჩემთვის Mellow-ს Missed Calls იყოს.
October 15, 2021
ყდისუკანა აღწერის გამო ლამის არწაკითხვა ვიფიქრე მაგრამ უკეთესი და უფრო ლაღი გამოდგა ვიდრე შემექმნა შთაბეჭდილება ;დ
September 19, 2021
გამორჩეულად საინტერესო წიგნია. ჟანრული ნაზავი - მხატვრულს და დოკუმენტურს შორის. ძალიან ცოცხალი და ცინცხალი მცდელობაა, "დაიჭიროს" რეალობა და დიდი წარმატებით ახერხებს ამას. რაც მთავარია - განსაკუთრებული ხმაა, თავისებური, გულწრფელი და გაუპრანჭავი.
მოკლედ, არ ინანებთ.
მალადეც, მალჩიკ!
მოკლედ, არ ინანებთ.
მალადეც, მალჩიკ!
December 19, 2022
5 ვარსკვლავს რაში უწერო, მეუბნება ორი წამის წინ მეგობარი. რაში და იმაში, რომ ასე გულწრფელად, ლაღად და გემრიელად არავის არაფერი მოუყოლია ჩემთვის. უნივერსიტეტში როდესაც მივდივარ ხოლმე, კერძოდ კი მაშინ, როდესაც მეხუთე კორპუსში მიწევს წასვლა, ქეი ეფ სისთან ვხედავ კურიერების დიდ ჯგუფს და გულში ვივლებ: "ნეტა სად აქვთ შეკვეთა? ნეტა სცივათ, შიათ ან წყურიათ?" და ასე ყოველთვის. მოპედის საჭიდან "მოყოლილი" თბილისი სულ სხვა ყოფილა და თან ამას კურიერი, პროფესიით მსახიობი ადამიანი რომ გიყვება, კიდევ სულ სხვა. კარგი ადამიანია თემო, კარგი მთხრობელი და ვგონებ კარგი მსახიობიც იქნება. სამწუხაროდ, არ მქონია საშუალება მისი სცენაზე ხილვისა. ამრიგად, გემრიელი, სახალისო, თბილისური ამბები იყო.
May 14, 2023
მიხეილ მახათელი
პარასკევ ღამეს
კბეჩდა ბურგერს
და
მიხვდა
ერთ რამეს,
რომ სულ ელის და
უყვარს თურმე
სულელი,
მაგრამ კეთილი
ჯავახიშვილის სტუდენტი
ნათია ვარკეთილელი,
რომელიც მეოთხე მიკროში ცხოვრობს
და მშობლებთან ამას ომობს:
იმსიშორეზე იმიტომ დავდივარ,
რომ იქ უკეთესი მოძღვარი ჰყავთო.
პარასკევ ღამეს
კბეჩდა ბურგერს
და
მიხვდა
ერთ რამეს,
რომ სულ ელის და
უყვარს თურმე
სულელი,
მაგრამ კეთილი
ჯავახიშვილის სტუდენტი
ნათია ვარკეთილელი,
რომელიც მეოთხე მიკროში ცხოვრობს
და მშობლებთან ამას ომობს:
იმსიშორეზე იმიტომ დავდივარ,
რომ იქ უკეთესი მოძღვარი ჰყავთო.
March 11, 2024
ადრე ბაგირზე მობმული შეყვარებული წყვილი გადახტა ამ ხიდიდან. საუბედუროდ, ბაგირი გაწყდა. ამ ხიდზე გასბლისას სულ ეს ისტორია და ჯგუფი ,,ქიშო და ინტელიგენციის” სიმღერა – ,,ამ ნახტომს ვუძღვნი სიყვარულს” – მახსენდება.
May 28, 2022
უკარგესი ამბავი, თავს დაუჯერეთ!
October 1, 2022
ძალიან, ძალიან კარგია!
ახლა აივანზე გავალ და ნიკ ქეივის სიმღერების ფონზე ანძას მივაშტერდები, სახეზე არაადეკვატური ღიმილით.
ახლა აივანზე გავალ და ნიკ ქეივის სიმღერების ფონზე ანძას მივაშტერდები, სახეზე არაადეკვატური ღიმილით.
February 6, 2023
სახალისო და სევდიანი ამბებია
April 3, 2022
უბალოდ ამბებზე ცოტა მეტიცაა, მე უფრო მზესუმზირის პონტში მეგონა, მაგრამ მთლად საყვარელ კერძი არა, თუმცა კაი გემრიელი რამე აღმოჩნდა.
December 25, 2024
უბრალოდ ძალიან კარგი იყო.
February 9, 2025
Four stars for the experience, 2/3 stars for the book itself all in all
Fun to read and that’s really all about it
P.S : storyteller/author is a loser and at times, not even in a way that you can feel sorry for them.
Fun to read and that’s really all about it
P.S : storyteller/author is a loser and at times, not even in a way that you can feel sorry for them.
October 11, 2022
ნოთ ბედ, ნოთ ბედ
December 23, 2022
უმაგრესია წიგნია შეჩემაა😭
May 16, 2022
უსარკასტულესი და უკარგესი დღის გასატარებლად! <3
June 8, 2025
ყველას გირჩევთ, განსაკუთრებით იმათ ვინც მომსახურების სფეროში ხართ დასაქმებული.
მიმტანის დღიურებს მე დავწერ!
მიმტანის დღიურებს მე დავწერ!
September 17, 2021
მარტივად წაკითხვადი შესაძლოა ბევრი წიგნი იყოს, მაგრამ არც არაფერს გაძლევდეს. ეს წიგნი კი სავსეა ემოციებით; ბევრი ვიცინე, ამავდროულად სევდაც მომერია. ავტორი ძალიან გულწრფელია, არანაირი ხელოვნურობა ამ წიგნში არ არის, რაც, ვფიქრობ, თანამედროვე ლიტერატურაში დასაფასებელია. (სხვა რა მეთქმის, წარმატებები ნობელზე)
May 14, 2023
პირველივე გვერდებიდან მოგაწვება ბურთი ყელში და გახრჩობს ამ ჩვენი საცოდავი ყოფის, რაც თითქოს ისედაც ყველამ კარგად ვიცით, ფურცლებზე კითხვა. ჰამბურგის ამბების ბოლოსკენ მოტოვებაც ძალიან კარგ დასასრულს ქმნის.
October 19, 2021
ძაან კაი იყო.
მართლა.
მართლა.
Displaying 1 - 30 of 82 reviews





























