Jump to ratings and reviews
Rate this book

დამოუკიდებელი საქართველო ვარდების რევოლუციამდე

Rate this book
ზურაბ ჭიაბერაშვილის წერილები არის ნიმუში, როგორ გაუსწორო თვალი და აღწერო პრობლემა ისე, რომ მისი გადაჭრის შესაძლებლობა დაინახო და თან ქმედითად გაბრაზდე მათზე, ვინც ამ პრობლემას ქმნის. არავითარი ნართაულები და მრავალწერტილები: თავისი მოურიდებელი, ცხადი და ღრმა წერით ავტორი ქმნის ახალ ქართულ პოლიტიკურ პუბლიცისტიკას, რომელიც მხოლოდ თავისუფალ და თავისუფლების მოსურნე ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს. კრებული სანდო წყაროა ჩვენი აღდგენილი დამოუკიდებლობის ისტორიის გასააზრებლად და არავის დაანებებს ამ ისტორიის დავიწყებას.

558 pages, Paperback

First published September 1, 2021

5 people are currently reading
16 people want to read

About the author

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
3 (42%)
4 stars
3 (42%)
3 stars
1 (14%)
2 stars
0 (0%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 2 of 2 reviews
Profile Image for Mariam Keshealshvili.
206 reviews
October 14, 2021
ამ წიგნის კითხვა განსაკუთრებით საინტერესო მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ფონზე იყო.

არ ვიცი რა უფრო სევდიანია ის, რომ შევარდანაძის არსებულ რეჟიმთან უფრო მეტი გვაქვს დღეს საერთო თუ ის, რომ უკვე არსებული სიტუაცია უარესობისკენ იცვლება ყოველდღე.

ზურას საკმაოდ კარგი პარალელები აქვს გავლებული ამერიკის შეერთებულ შტატებთან და მას აღმატებულად მოიხსენიებს ხალხის და არა ცალკეული პოლიტიკოსების დამსახურებებიდან გამომდინარე. რეალურად ხომ ხსნა ხალხშია და არა პოლიტიკურ ლიდერებში.

საქართველო უნდა გახდეს ქვეყანა. ჩამოყალიბდეს სახელმწიფოდ, ამ ქვეყანაში ხალხი უნდა "ცხოვრობდეს" და არა არსებობდეს, მოქალაქეები აქტიურად უნდა იყვნენ სახელმწიფოს შენების პროცესში ჩართულნი, თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება, ამ ქვეყანაში თითოეულ ხმას უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა და ამ ფარსს რასაც დღეს არჩევნებს ვუწოდებთ ჰქონდეს თავისი რეალური დანიშნულება. არჩევნები რაღაცას უნდა წყვეტდეს.

ფაქტი ერთია - დღევანდელი ხელისუფლება უძლურია ადეკვატურად უპასუხოს სახელმწიფოს წინაშე წამოჭრილ ნებისმიერ პრობლემას. გარდამავალი მოდელი, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს არ ჩანს. ალტერნატივა ორია - ბრეჟნევისდროინდელი "უძრაობის ხანა" ან მოვლენათა სწრაფი განვითარება, რომელიც საკმაოდ მტკივნეული იქნება.

ამ დღეში ვიქნებით იქამდე სანამ შეგვეშინდება სიმართლისთვის თვალის გასწორება. სიმართლე კი ისაა, რომ ძალიან ცოტა გვიკლია რეალურ 90-ში დაბრუნებამდე.

Profile Image for Natia Morbedadze.
839 reviews83 followers
November 30, 2025
ეს კრებული განსაკუთრებით საინტერესო "ჯენზისთვის" უნდა იყოს, რადგან მათზე უფროსი თაობებისთვის აქ აღწერილი მოვლენები ცხოვრების ნაწილს წარმოადგენდა. ჩვენ ყველამ ერთად (დიდმა თუ პატარამ) გამოვიარეთ 90-იანი წლები - სიბნელე, სიღარიბე, კორუფცია, კრიმინალი, შეუწყნარებლობა და სწორედ ამას მოჰყვა ვარდების რევოლუცია. ამ მანკიერებებთან ბრძოლამ, დასავლეთისკენ (ევროკავშირის, ნატოსა და უკრაინისკენ) სწრაფვამ მოიტანა ეს გარდამტეხი ისტორიული მომენტი (მას შემდეგ ბევრი კარგი და ცუდი რამ მოხდა, თუმცა 2003 წლის 23 ნოემბრის მნიშვნელობას ვერაფერი დააკნინებს). მაშინ ალბათ ვერავინ იფიქრებდა, რომ ორი ათეული წლის შემდეგ კიდევ ერთხელ დავდგებოდით გადამწყვეტი არჩევანის წინაშე - რუსული იმპერიალიზმი თუ ევროპული დემოკრატია? უფრო სწორად, ამას არჩევანსაც ვერ ვუწოდებთ - ჩვენ, ისევე როგორც 2003-ში, წაგვართვეს არჩევანი, მაგრამ არც ამჯერად შევეგუეთ. ისევ ბრძოლაში ვართ - უფრო ხანგრძლივ, რთულ ბრძოლაში...
Displaying 1 - 2 of 2 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.