Jump to ratings and reviews

ხვლიკი საფლავის ქვაზე

რომანის მთავარი გმირი წარსულის სურათებით, სევდით, ოცნებებით, სიყვარულითა და მარტოობით სავსე კაცია, რომლის ცხოვრებაც ფაზლის გაბნეულ მაწილებს ჰგავს. მისი ფიქრების, განცდებისა და ემოციების კორიანტელში იკვეთება ნაწარმოების მთავარი სიუჟეტური ხაზი:პირველი მთხრობლის მეგობრის, მხატვარი გიგოს ტრაგიკული ცხოვრებისა და გარდაცვალების ამბავზე, მეორე კი მთავარი გმირის დედასთან სტუმრობისა და მათი სულიერი, ღრმა და უაღრესად ნატიფი ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს.
“ხვლიკი საფლავის ქვაზე” სიმბოლოებითა და ალუზიებით სავსე რომანია, რომელშიც ასახულია წარსულისა და აწმყოს, გახსენებისა და დავიწყების, სიკვდილისა და სიცოცხკის მაარ აქტუალური და წინააღმდეგობებით სავსე დაპირისპირება. მთხრობელი შეგნებულად ამბობს უარს, დაივიწყოს ბავშვობის ტრავმები, ახალგაზრდობის იმედგაცრუებები და ტკივილები, თუნდაც ამით გაუსაძლისს ხდიდეს საკუთარ ყოფას. წიგნის თემა ქართულია, მოქმედების ადგილი კი მთელი მსოფლიო-ბერლინიდან კავკასიონის პატარა სოფლამდე.

184 pages, Paperback

First published January 1, 2021

Loading...
Loading...

About the author

Archil Kikodze

14 books121 followers
არჩილ ქიქოძე დაიბადა 1972 წელს, თბილისში. 1989 წელს დაამთავრა თბილისის მესამე ექსპერიმენტული სკოლა. 1989 წლიდან 1992 წლამდე სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, 1992 წლიდან სწავლობდა თბილისის სახელმწიფო თეატრისა და კინოს ინსტიტუტში ჯერ კონოსაოპერატორო, შემდეგ კი კინოდრამატურგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1999 წელს. 1991-1994 წლებში იყო სამაშველო სამსახურ “სანთელის” წევრი და მონაწილეობას იღებდა სამთო სამაშველო ოპერაციებში. გატაცებული იყო ალპინიზმით. დღემდე მუშაობს როგორც გამყოლი ველური ბუნების და ეკოტურიზმის გამყოლი. 21 წლის ასაკიდან დაკავებულია ლიტერატურული მოღვაწეობით.[1]

არჩილ ქიქოძის მოთხრობები, ესსეები, სტატიები და ფოტოები უკანასკნელი ათი წელია იბეჭდება ქართულ ჟურნალებში და ლიტერატურულ პერიოდიკაში. არის შვეიცარიაში გამოსული ორი ბროშურის ავტორი სვანეთსა და ხევის შესახებ და გარემოს დაცვის სამინისტროს დაკვეთით დაწერილი აქვს ტურისტული გზამკვლევი თუშეთის ეროვნული პარკის და ლაგოდეხის ნაკრძალის შესახებ.

[b]ჯილდოები[/b]
- პრიზი საუკეთესო დებიუტისთვის თბილისის წიგნის ბაზრობაზე, კრებულისთვის “ირემი და ლიმონათი” (2002)
- ლიტერატურული პრემია “გალა” ნომინაციაში წლის წიგნი, კრებულისთვის “მყუდრო” (2009)

Ratings & Reviews

What do you think?

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
95 (21%)
4 stars
184 (41%)
3 stars
126 (28%)
2 stars
29 (6%)
1 star
10 (2%)
Displaying 1 - 30 of 71 reviews
Profile Image for ლუკა ჭყოიძე.
130 reviews11 followers
December 9, 2022
წიგნის ბოლოს რომ ავტორი იმ მატარებლის სახელს ახსენებს, რომლითაც მთელი ბავშვობა მგზავრობდი სოფლისკენ და ნახევარზე მეტი ცხოვრება ბაბუას და მამასაც ამ მატარებელში აქვთ გატარებული, ამაზე ნოსტალგიური და სასიამოვნო რა უნდა იყოს? როგორც იმერეთში იტყვიან: "მასტერავომ ჩეიარა? აპა, ძროხა ქე უნდა დაბრუნებულიყო აწი..."
ჰოდა, ჩაიარა, მეგობრებო. ამ სევდიანმა ამბავმაც და "მასტერავომაც".
Profile Image for Gvantsa Chaduneli.
124 reviews14 followers
April 18, 2022
უცნაური წიგნია, არაჩვეულებრივ განცდებს ბადებს როდესაც კითხულობ და სადღაც ქრება, როცა ხურავ
Profile Image for Gia Jgarkava.
450 reviews53 followers
November 26, 2022
ალბათ კარგი ადამიანია ამის დამწერი.
5 reviews2 followers
May 17, 2023
მე კი ძალიან მიყვარს არჩილი, როგორც პიროვნებაც და როგორც ავტორიც, მაგრამ ამ წიგნმა რაღაც სიცარიელე დამიტოვა. თითქოს არ იყო ის რასაც ველოდი ან მინდა ყოფილიყო. თუმცა, მაინც კარგია და ღირდა წაკითხვად.
Profile Image for Elene.
76 reviews1 follower
May 18, 2023
ეს ჩემი პირველი შეხება იყო ბატონ არჩილთან.გამიგია,კარგი მწერალია,წერის სტილიც კარგი აქვს და ნოსტალგიაც მოაწვება ადამიანს წიგნის წაკითხვისასო..

სიმართლე აღმოჩნდა ყველაფერი,გადამაგდო უკან,წარსულში.. ზაფხულში რომ დავჯდებოდი მატარებელში სოფლისკენ მიმავალში..რომ ჩავიდოდი,სანამ სახლამდე მივაღწევდი მეზობლები,რომ მესალმებოდნენ,ბრძანებდნენ რამხელა გოგო გაზრდილა რა პატარა გვახსოვსო.მერე იქ სუფრა,რომ გაიშლებოდა,მეზობლებიც რომ მოვიდოდნენ,შემოუსხდებოდნენ სუფრას და ჩემთვის გაუგებარ და ამავდროულად გასაგებ ენაზე რომ დაიწყებდნენ საუბარს..

არჩილ ბატონო,მადლობა ამ ნოსტალგიური წიგნისთვის და აუცილებლად გადავიკითხავ თქვენს სხვა ხელნაწერებსაც❤️
Profile Image for Murrmano.
12 reviews1 follower
March 14, 2022
გადასარევი წერის სტილი რომ აქვს ქიქოძეს, კიდევ ერთხელ დამიდასტურა <3
გულწრფელი, საოცრად ნოსტალგიური და საინტერესო ამბებია აღწერილი ამ წიგნში, რომელიც სულაც არ მინდოდა დასრულებულიყო.
Profile Image for ქრისტინე კოხია.
81 reviews6 followers
November 3, 2021
მანანას მოუსმინეთ და ნუ გააწყვეტინებთ 💚 "ქალს,რომელსაც მუდამ აწყვეტინებდნენ სიტყვას" 💚
Profile Image for ხატია ნებულიშვილი.
211 reviews5 followers
November 8, 2021
და იქნებიან "ვინც მყისიერად მოკვდა".
და იქნებიან "ვისაც ბავშვობა ბოლომდე არ შემოეძარცვა, რაღაცა გადაარჩინა სათავისოდ.."
და იქნებიან "ბიჭი, რომლის სახელიც მახსოვს, მაგრამ რატომღაც მისი წარმოთქმა მიჭირს.."
და იქნება ჯიუტად გამეორება "ყველაფერი კარგად იქნება".
და იქნება კაცი ,რომელსაც "თითქოს არ სჯერა, რომ სადრაც ვენახების, ვაშლის ბაღების და მავთულხლართების მიღმა ზღვა და სანაპირო ზოლიც აქვს ამ ქვეყანას."
და იქნება გაცვეთილი სიმბოლოები.
Profile Image for Nino Khvistani.
166 reviews7 followers
September 10, 2022
დიდად არ მომწონს არჩილ ქიქოძის მოთხრობილი ამბები და ამაზე სულ მეჩხუბებოდა ხოლმე ჩემი ძველი მეგობარი, თუმცა ეს შედარებით დახვეწილია, ვიდრე, ვთქვათ, სამხრეთული სპილო
Profile Image for Temo Sikharulidze.
49 reviews2 followers
May 14, 2023
კარგი იყო, ასე მგონია მე ვიქნები მთავარი პერსონაჟი 40-45 წლის ასაკში, მთელი საქართველო დამანახა და მომატარა ამ წიგნმა, უღიმღამო და მოსაწყენი, მაგრამ მაინც ყველაზე ძვირფასი ადგილები. მთელი ისტორიია ამ წიგნში, უძველესიდან დღემდე, კარგი მწერალია არჩილი მოკლედ.
Profile Image for Oto Bakradze.
672 reviews50 followers
November 24, 2021
მიუხედავად ქიქოძის შემოქმედების და წერის სტილის ჩემი დიდი სიყვარულისა, ეს ყველაზე ნაკლებად მომეწონა. არ მომეწონა სიუჟეტური ხაზის დროში მოგზაურობა და დამაკლდა ის სევდანარევი იუმორი რაც მის ტექსტებს ახასიათებს.

Profile Image for Lile Gurgenidze.
7 reviews
April 11, 2023
ჩემთვის გაუგებარი იყო როდის შინაგან მონოლოგს ჰქონდა ადგილი და როდის პერსონაჟებს შორის დიალოგს. ვინ ლაპარაკობდა, ვის ელაპარაკებოდა, აწმყოზე იყო ლაპარაკი თუ წარსულზე, ყოველთვის ძალიან ბუნდოვანი იყო. ამ პატარა წიგნმა ისე დამღალა, მეგონა ტოლსტოის რომანს ვკითხულობდი(შინაარსის გამო არა, რა თქმა უნდა, უბრალოდ გამეწელა კითხვა). იყო რაღაც მომენტები როცა მეც მშთანთქავდა ხოლმე მოგონებებისთვის დამახასიათებელი მოყვითალო, ბუნდოვანი ატმოსფერო, მაგრამ მერე ისევ აფუჭებდა მწერალი ყველაფერს თავისებური წერის სტილით. მოკლედ, არ გავგიჟდი და რეკომენდაციას არ ვუწევ, მაგრამ არც ისეთი საშინელებაა რომ წაკითხვა ინანოს ადამიანმა.
Profile Image for Anano_Ludwig.
15 reviews8 followers
November 9, 2021
არჩილ ქიქოძის წიგნების შეფასებისას, ალბათ, ყოველთვის სუბიექტური ვარ, იმიტომ, რომ - არ ვიცი, რატომ.
ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო ქართული ტექსტია, რაც ბოლო დროს წამიკითხავს.

ჯერ მარტო სახელი ალდე რად ღირს ❤️
Profile Image for Waldo.
323 reviews1 follower
October 3, 2022
რამდენი გულისამაჩუყებელი ეპიზოდი, რამდენი სუნთქვის შემკვრელი ფრაზა, რა პერსონაჟები, რა ამბები!
არაჩვეულებრივია.
Profile Image for Tamuna Topeshashvili.
98 reviews5 followers
February 19, 2023
რეტროსპექტიული რომანია, შავ-თეთრ კადრებად ამოდის წარსულის სევდიანი სურათები, მოგონებები, რომლებიც მარადიულ საფიქრალს ბადებს მკითხველში.
Profile Image for Nato Kontridze.
23 reviews
May 20, 2023
როგორც ყოველთვის დიდი სითბოთი გადმოცემული მოგონებები და ამბები. ძალიან მომწონს, ავტორის ხედვა, როგორ შეუძლია სულ პატარა დეტალებიც კი ასე მნიშვნელოვანი და ლამაზიგახადოს.
წიგნში იმ პერსონაჟს წავაწყდი, რომლის მსგავსზეც ხშირად მიფიქრია, მიძებნია და მხოლოდ ახლა ვიპოვე. მანანას, ქალს რომელსაც მუდმივად აწყვეტინებებ სათქმელს. და"ქალს რომელიც არავის ერჩის, პირიქით, იმის ცქერაც კი ათრობს, ჭიანჭველები როგორ შლიან მისი აბაზანის ახლად გალესილ კედლებს და კონვეინერად დაწყობილები გაჯს სადღაც ეზიდებიან".
"მე არ გამიცინია, მანანას გადავხედე, მასთან გადავამოწმე, რა იყო სწორი"
ესეთი ქალი იყო მანანა.
Profile Image for Natia Morbedadze.
950 reviews88 followers
June 3, 2023
მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ წარსულთან ბმა ვერ ვიპოვე, ეს პატარა წიგნი ისე წავიკითხე, როგორც ბავშვობის მოგონება. მატარებელი გაცვეთილი მეტაფორაა, თუმცა აქ მოთხრობილი წყვეტილი ამბები (ზუსტად ისეთი, როგორიც მანანას ნააზრევი - ქალის, რომელსაც სულ აწყვეტინებდნენ, მაგრამ წიგნის ფურცლებზე მაინც თქვა თავისი სათქმელი) სოფლის გზაზე მისი ფანჯრიდან დანახულ პეიზაჟებს ჰგავს... კიდევ იმ ისტორიებს, საფლავის ქვაზე ამოკითხულ წლებსა და ეპიტაფიებს რომ მიუსადაგებ და მხოლოდ შენთვის იგონებ...
Profile Image for Sopho Bandzeladze.
60 reviews5 followers
October 14, 2022
გაქცეული ტექსტია, ზუსტად იმ სტილის გამო, რა სტილშიც არის დაწერილი. რატომ გამირთულა საქმე ავტორმა მაშინ, როცა სასიამოვნო ამბების, სასიამოვნოდ წაკითხვა სრულიად შესაძლებელი იყო, რომ არა ერთ აბზაცში თავმოყრილი ოთხი ადამიანის დიალოგი, ერთის ფიქრები და დროში ტრიალი. თუმცა, ცალკეული აბზაცები, სადაც აღნიშნული "გაუგებრობა" არ იყო, ძალიან დინჯი და ჰაეროვანია.
Profile Image for Tais Tais.
19 reviews
May 20, 2022
სასწაულია 180 გვერდში ძალდაუტანებლად ჩატეული ამდენი ამბავი და მათი უნაკერო მონაცვლეობა.
Profile Image for &#x1f437;.
31 reviews
August 25, 2026
ძალიან დიდი ხანია, ქართველი მწერლის წიგნი არ წამიკითხავს. კამიუს უცხოს მივამსგავსე. უცნაური სტილია თითქოს დროის ხაზი არეულია და ბოლომდე ვერ ხვდები, რომელ პერიოდზე გიყვება ავტორი. ბევრი რამ ვერ გავიგე, მაგრამ საბოლოო ჯამში მომეწონა. მთავარი პერსონაჟის მიმართ დადებითად განვეწყვე. ქიქოძის სხვა წიგნებსაც წავიკითხავ.
Profile Image for Nini Chagalidze.
9 reviews
March 3, 2023
სასიამოვმო საკითხავია, თუმცა ბოლომდე ვერ გავერკვიე ქიქოძე ძალიან მომწონს თუ არც ისე. ფაქტი ერთია კითხვისას იმდენი ასოციაცია გექმნება და ისე მიყვები მწერალს, რომ შენც ფიქრების ზვავი გატყდება თავს. ალბათ ამიტომ გამეწელა ასე ძალიან წიგნის კითხვა
Profile Image for Dea.
13 reviews1 follower
November 13, 2024
მომწონს არჩილ ქიქოძის სტილი. დროებში მოგზაურობა, მხავტრული ხერხების ცვლილებები. ჩვეულებრივი ყოველდღიური საუბრის მანერიდან უცებ ნატიფ აღწერებზე რომ გადადის, სასიამოვნოა.

ამ ნოველის დრამატურგია არ მომეწონა.

არეული იყო.

რაღაც მომენტში კითხვის გაგრძელებაც კი მეზარებოდა
Profile Image for Gode.
139 reviews34 followers
Read
April 28, 2023
კარგია
Profile Image for ნიკა ბერიძე.
153 reviews7 followers
July 23, 2025
3.5 იყო მანამ, სანამ ბობ მარლეის “ნოუ ვუმენ, ნოუ ქრაის” არ ახსენებდა და არ იტყოდა, მაგის სასმენად არ ვვარგივარო, ამიტომ დაუმრგვალებელი ოთხიანი.
კაცმა რომ თქვას, კი ჰგავს ამ სიმღერას.
Profile Image for Tamar Kalichava.
10 reviews2 followers
November 2, 2022
,,საკუთარი უძლურების დავიწყება ყველაზე ძნელია-შეუძლებელიც.”

,,ადამიანები თვითონ ახალს ვერაფერს იგონებენ,მხოლოდ ღვთაებების საქციელს იმეორებენ,გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად იმათ ედრებიან.”

,,სილაღეს ფულით ვერ იყიდი,არც სამეცნიერო ხარისხს მოჰყვება,უფრო-პირიქით.”
Profile Image for Liko.
448 reviews4 followers
May 1, 2023
ბატონი არჩილის სხვა წიგნების წაკითხვაც მომინდა.
nice to meet you
Profile Image for lelu_and_books.
78 reviews8 followers
March 29, 2024

არჩილ ქიქოძის ამ პატარა წიგნში, ზუსტად ის ატმოსფერო ტრიალებს, რომელიც მახსენებს ზაფხულის, ბებია-ბაბუასთან სოფელში გატარებულ პერიოდს .

წიგნი მოგვითხრობს, მთავარი პერსონაჟის წარსულის განცდებს, მოგონებებს და შემოაქვს ის სურნელი, რომელიც ყველას გვიგრძვნია, როდესაც ვუბრუნდებით სოფელში იმ მყუდრო და წარსულის მოგონებებით სავსე სახლებს, რომლებსაც ზოგჯერ მთელი წელი თვალითაც ვერ ვნახულობთ.

მიუხედავად იმისა, რომ ამ წიგნზე ბევრი აღფრთოვანებული საუბრობდა, ჩემთვის მხოლოდ სასიამოვნოდ წასაკითხი წიგნია. განსაკუთრებულად მოხიბლული ვერ დამტოვა. თუმცა დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ უამრავი წარსული მოგონება გაგიცოცხლდებათ თვალწინ. სწორედ ამიტომ ერთხელ წაკითხვად აუცილებლად ღირს 🤍
Displaying 1 - 30 of 71 reviews