Jump to ratings and reviews
Rate this book

მარგალიტები

Rate this book
"15 წლის მარგო სვანეთისუბანში ცხოვრობს, ანანასებზე ოცნებობს, ძალიან ბევრს კითხულობს და ამჩნევს ყველაფერს, რასაც სხვები ვერ ხედავენ. მისი ცხოვრება სავსეა წვრილმანი სასწაულებით და ამ სასწაულების შუაგულში სამნი არიან: მარგო, მისი უმშვენიერესი და, ანა, და პუტკუნა, საყვარელი ბიძაშვილი, ბელა. დიდი ქალაქის ამ პატარა უბანში დღეები ერთმანეთს ჰგავს _ უდენობის გამო ტელევიზორს იშვიათად რთავენ, სამეზობლოში ყველას პირად თუ საჯარო ამბებს ხან უბნის ბირჟაზე, ხან ეკლესიაში და ხანაც სამზარეულოებში, ლამპის შუქზე, ფინჯანი ყავის თანხლებით განიხილავენ, ჭორაობენ, ჩხუბობენ, კამათობენ, სიყვარულს უხსნიან... მარგო, რომელსაც უნდა, რომ მწერალი და შინაბერა გამოვიდეს“, დეტალურად გვიყვება ამ ამბებს _ ” ხან გვაბრაზებს, ხან გვაცინებს... და ამასობაში ხდება რაღაც, რაც ყველაფერს ცვლის... დებიუტანტი მწერლის, მარიამ გურგენიშვილის, რომანი 1990­იანი წლების დასაწყისის თბილისს სრულებით ახლებურად დაგანახვებთ. მკითხველის თვალწინ დროზე ადრე გაზრდილი პერსონაჟები ყველაფერს უძლებენ, რისი გაძლებაც, ერთი შეხედვით, შეუძლებელია. ეს არის სიცილითა და ცრემლებით სავსე ამბავი ქვეყანასა და გოგონებზე, რომლებიც ცდილობენ, ცხოვრება გააგრძელონ და გადარჩნენ. "

236 pages

Published January 1, 2021

34 people are currently reading
618 people want to read

About the author

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
644 (64%)
4 stars
234 (23%)
3 stars
83 (8%)
2 stars
25 (2%)
1 star
10 (1%)
Displaying 1 - 30 of 146 reviews
Profile Image for Temuka Zoidze.
201 reviews68 followers
November 17, 2021
ძალიან მნიშვნელოვანი წიგნი შეემატა ქართულ ლიტერატურას: სკოლის ასაკის ბავშვებს ხშირად კლასგარეშედ რომ ურჩევენ უზომოდ მოსაწყენ ქართულ ისტორიულ რომანებს, თუ მაინცდამაინც მშობლიური ლიტერატურიდან უნდა წაიკითხონ რამე, "მარგალიტების" სახით შესანიშნავი ალტერნატივა გაჩნდა. აქამდე ლამის ვერც კი წარმომედგინა, რომ ქართულ ენაზე დაიწერებოდა ისეთი წიგნი, როგორიცაა "თამაში ჭვავის ყანაში", "პატარა ქალები" ან "აქ ხარ ღმერთო, ეს მე ვარ, მარგარეტი". ჰოდა, შესანიშნავად გამოუვიდა ეს ამ ახალბედა ავტორს. მერე რა ამბებს დაატრიალებს, წარმომიდგენია.

მარიამ გურგენიშვილის სადებიუტო რომანის მთავარი ღირსება, ალბათ, მაინც ისაა, რომ უსაშველოდ სასაცილოა. არც კი მახსოვს, ბოლოს ამდენი როდის ვიცინე. ძალიან ქართულ, ყოფით და თითქოს უკვე გაცვეთილ სიტუაციებსაც კი ისე ლაღად ათამაშებს და ძალდაუტანებლად ჰყვება მწერალი, რომ პირდაპირ შესაშურია.

დასაწყისთან შედარებით წიგნის მეორე ნახევარი ჩემთვის ოდნავ მოიკოჭლებს, მეტისმეტად ნაცნობი ფაბულაა, რაც, მაგალითად, უკვე გვინახავს თუნდაც ფილმში "გრძელი ნათელი დღეები". ამის მიუხედავად, მაინც ყველას ვურჩევ ამ წიგნის წაკითხვას, იმათ გარდა, ვინც თინეიჯერების ცხოვრების აღწერებს არასერიოზულად უყურებს, ხოლო ყოველ ახალ წიგნში მხოლოდ ფილოსოფიურ წიაღსვლებს ეძებს, ციტატებად რომ მოინიშნოს და ავტორით ყოველთვის უკმაყოფილოა, თუ გერმანული გვარის მქონე მკვდარი კაცი არ არის.

უფრო ვრცლად: http://go.on.ge/2kk1
Profile Image for Davit.
39 reviews22 followers
October 20, 2021
მინდა, ეს წიგნი ყველა ახალგაზრდა მკითხველმა წაიკითხოს (ძველგაზრდებსაც არ გვაწყენდა, ნამდვილად). ძალიან ლაღი, ცოცხალი იუმორი აქვს, გამორჩეული და თავისებური. დებიუტანტისთვის შესაშურად კარგად ფლობს რომანის კომპოზიციასაც - დააკვირდით, როგორი ხალისით, გაბმული თხრობით იწყება წიგნი, სადაც სასაცილო ეპიზოდები ერთმანეთს ენაცვლება და როგორი გარდატეხა ხდება მეორე ნახევარში (სპოილერებს მოვერიდები) და როგორ იცვლება ტემპი. ენაც ლამაზი და ცოცხალი აქვს, სამეტყველოსა და ლიტერატურულს შორის შესანიშნავად აბალანსებს, ხანდახან მოურიდებელი და თამამია, ხანდახან უაღრესად სათუთი და დახვეწილი.

მოკლედ, კარგია. გულით და სულით ვუწევ რეკომენდაციას. აი, ასეთი უნდა იყოს კარგი ხარისხის ე.წ. "იანგედალთ" (იგივე - საყმაწვილო) ლიტერატურა. თუმცა, აქვე დავაზუსტებ, რომ აგერ, ამხელა ვირმა, თითქმის ორმოცი წლის კაცმაც დიდი სიამოვნებით წავიკითხე და ძალიანაც გავერთე.

Profile Image for Keto Sikharulidze.
33 reviews77 followers
July 19, 2023
გამომცემლობა : Palitra L Publishing
შეფასება: 10/10

ამდენი ემოცია ერთად კარგა ხანია აღარ განმიცდია. ამ წიგნმა თავი შემაყვარა ხალისიანი წერის სტილით, ძლიერი ქალების წარმოჩენით, ლაღი ისტორიებითა და ბოლოს ისეთი ლოდი დამადო გულზე, რომ ბოლო ცრემლამდე ვტიროდი საათობით. იცით, როგორი წუნია და სპეციფიკური გემოვნება მაქვს წიგნებში, შეფასებებსაც მაგის მიხედვით ვწერ, თუმცა მარგალიტები არის წიგნი, რომელმაც ჯერ მხოლოდ იმოტომ გამაოცა რომ ქართველი თანამედროვე ავტორის წიგნი იყო და ცოტა სხვა რამეს ველოდი და მეორე იმიტომ, რომ საუკეთესო კომბინაცია იყო წერის სტილის, ფაქტების, მოვლენების, ემოციებისა და გამოგონილის.

ამბავი ვითარდება მარგოს ანასა და ბელას ირგვლივ, რომლებიც ცხოვრობენ მეოცე საუკუნის მიწურულ საქართველოში, ანუ პერიოდში როცა მოტაცება, სამეზობლოში ერთმანეთზე ჭორაობა, წყლის გამოზოგება, ფეჩი, ყავაზე მარჩიელობა და ქურდული ცხოვრება დღის წესრიგში დგას. ძალიან ზუსტად აღწერს იმ პერიოდის საქართველოს ეს წიგნი, ყველანაირი შელამაზების გარეშე და მკითხველსაც დიდი ლუპით ჩაგახედებს სვანეთისუბანის სამეზობლოში, სადაც თურმე მეზობლის გოგო, ჩუმჩუმად "პაპიროსს აბოლებს" და ამაზე ენას იტყავებს ყველა მაცხოვრებელი. ბევრ პრობლემას ეხება ეს წიგნი, თუმცა ისე ლამაზად და სახალისოდაა აღწერილი, რომ თავიდან იუმორისტული ამბავი გეგონება, ძველი დროის გაშარჟებით. ძალიან მომეწონა მარგოს პერსონაჟი, რომელიც ძლიერ და დამოუკიდებელ ქართველ ქალს განასახიერებს და ის ერთგვარი პორტალია ძველი და თანამედროვე პერიოდს შორის, როცა ქალებს ყველაფერზე აქვთ თავიანთი აზრი და არც ამის გამოხატვას უშინდებიან.

ამ წიგნში ყველაფერია სიყვარულზე, იძულებითსა თუ ნამდვილზე, ოჯახზე, ურთიერთობაზე, მამა-შვილობაზე, ოცნებებზე, მიზნებსა და რეალობაზე. პატრიოტობაზეცაა, რადგან აქ ხვდები ახალგაზრდა ბიჭებს, რომელიც საქმე საქმეზე რომ მიდგება ყველაზე დიდ კაცებად იქცევიან.

წაიკითხეთ ეს წიგნი და თუ საკითხავი სია უკვე შედგენილი გაქვთ და მარგალიტები იქ პირველ ადგილზე არ არის, დააკორექტირეთ. ჩემი საყვარელი წიგნების სიას უკვე მივაკუთვნე და ძალიან, ძალიან შემაყვარა თავი, რადგან ჩემი ემოციური განადგურება შეძლო.

ცრემლების ღაპაღუბით,
ქეთო.
Profile Image for Sophie.
131 reviews
July 18, 2022
ზედმეტად ემოციური ადამიანისთვის არაა ეს წიგნი რეკომენდირებული.
ისედაც ყველაფერზე მეტირება და ხომ წარმოგიდგენიათ, ეს წიგნი რას მიზამდა?
გული მაქვს დაშლილი ნაწილებად...

როცა იცი, რმდენად რეალურია ეს ისტორია,
რომ უამრავი ანა და ბელა გვყოლია საქართველოში,
უამრავი ციცო და მარგალიტა გვყავს, დღესაც,
უამრავი მარგო დაიარება ქუჩებში, როგორ არ უნდა შეგეხოს?
აქ რაც ხდება იმდენად რეალურია, იმდენად ნაცნობიც, რომ უცრემლოდ წიგნის წაკითხვა ჩემს ძალებს აღემატებოდა.

პ.ს. დებიუტის კვალობაზე შესანიშნავი წიგნია, ჩემი აზრით.
ბეევრი მაცინა, ცოტაც მატირა, თუნდაც ამიტომ იმდახურებს ყველა ვარსკვლავს.

ძალიან ქართულია.
Profile Image for Mickey.
40 reviews4 followers
February 15, 2024
Roma will always hold special place in my heart. And the way every eldest daughter can relate to every word margo has said says it all.
Profile Image for Natia Morbedadze.
849 reviews82 followers
September 22, 2022
გავა წლები და ამ წიგნს თინეიჯერ შვილებს, შვილიშვილებს მივცემთ და ვეტყვით, რომ ეს იყო 90-იანების თაობის ბავშვობა. ასე ვიცინოდით, ვკითხულობდით წიგნებს, ვოცნებობდით ანანასზე, მწერლობაზე, მომავალზე. ნავთისა და პურის რიგში, ჭორიკანა ოჯახის წევრების, მეზობლებისა და მასწავლებლების გარემოცვაში ვატარებდით სკოლის წლებს, მაგრამ მაინც ბედნიერები ვიყავით, სანამ ჩვენს ცხოვრებაშიც შემოვიდოდა ომი, სიკვდილი, ოჯახური ძალადობა, ნაადრევი ქორწინება... ყველაფერი ის, რაზეც უნდა ვწეროთ, ვილაპარაკოთ, რათა აღარასდროს განმეორდეს...
Profile Image for Beka Adamashvili.
Author 2 books424 followers
October 24, 2021
ყოველთვის მშურდა ბიულერბიუელი ბავშვების, მშვიდ და უდრტვინველ სამყაროში რომ უწევდათ ცხოვრება. ხოლო აი იმ დროსა და სივრცეში რომ ეცხოვრათ, სადაც ოთხმოცდაათიანი წლების თაობა ვიზრდებოდით, ალბათ, სწორედ ასეთ წიგნს მივიღებდით შედეგად - მხიარულს, მაგრამ ეპოქით დაღდასმულს.

ძალზედ კარგი წიგნია - მარტივი ენით, ლაღი იუმორით, სახასიათო პერსონაჟებით და ამ ყველაფრის თანმხლები სევდით, კითხვის პროცესში ტრაგედიის გარდაუვალობის გაცნობიერება რომ იწვევს.
Profile Image for Agatha.
42 reviews10 followers
November 9, 2021
გუშინ, ტირილისგან დასიებული თვალებით, ვეღარაფერი დავწერე, მაგრამ, თურმე, ძალიან მჭირდებოდა ასეთი გულუბრყვილო, ძალიან სასაცილო, პატარ-პატარა გოგოური სიხარულებით და იმედგაცრუებებით სავსე წიგნი, ზედმეტი პრეტენზიულობისგან დაცლილი, ძალიან ხელშესახები ამბებით ქვეყნის უახლოესი წარსულიდან.

საკონკურსო წიგნებს ყოველთვის გვერდს ვუვლი, მაგრამ გულწრფელად მიხარია, რომ "მარგალიტებს" გადავაწყდი.
Profile Image for NEKA.
162 reviews
March 25, 2024
უდიდესი მოწონება. ძალიან დიდი ხანია თანამედროვე ქართველისგან ასეთი მაგარი და ემოციური ტექსტი არ წამიკითხავს. ძალიან სწორადაა შერჩეული 90-იანების ის თემები, რაც ყოველთვის ყურადღების მიღმა რჩებოდა რატომღაც, არადა ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია. ძალიან მაგარია, ძალიან.
Profile Image for Nini Bukia.
21 reviews3 followers
October 27, 2021
ნაწერია მშვენიერი, ქება და დიდი მოწონება ეკუთვნის.

საინტერესო რამ იკვეთება ბოლო ხანებში გამოცემული ან უბრალოდ მკითხველების მიერ ხელახლა გახსენებული ქალი ავტორების ტექსტებში - ისევ
და ისევ ტკივილის გადააზრების საერთო მექანიზმი. ავტორის ასაკი რაც უფრო მცირეა, უფრო გადასაფარფატებელია ენობრივად თითქოს ტექსტიც, მაგრამ მსუბუქ კალიბრს არავინ ეჭიდება მოსაყოლად.

ამ წიგნმა ჩემთვის დიდი ფაზლის ერთ-ერთი ნაწილი შეავსო და ნამეტანი მაინტერესებს, ნეტა, აწი რა იქნება და რას დაწერს ავტორი

რეკომენდაცია - ყველა.

Profile Image for ninu.
11 reviews1 follower
August 15, 2022
ცრემლებს ვიწმენდ.
Profile Image for Tiko narmania.
13 reviews2 followers
October 10, 2022
უსაშველოდ ემოციური და წარმოუდგენლად კარგია
Profile Image for Promethea.
333 reviews10 followers
April 15, 2023
4.5
ეს წიგნი, როგორც ცივ ამინდში დასხმული დიდი ჭიქა ცხელი ჩაი, ისე ვშთანთქე რამდენიმე საათში. არ ვიცი ასე რამ მიმაჯაჭვა, პროტაგონისტთან სულიერმა კავშირმა, თბილისის მძიმე ატმოსფერომ, უამრავმა აქტუალურმა, განსახილველმა თემამამ, თუ ლაღმა და სახალისო ენამ, მაგრამ ერთი ის ვიცი, ძალიან მინდა ეს წიგნის რაც შეიძლება მეტმა პროგრესული აზროვნების ადამიანმა წაიკითხოს, გოგოებმა, ბიჭებმა, ახალგაზრდებმა, მოხუცებმა... ყველამ! ყველამ! ყველამ! და საკუთარი აზრი ხმამაღლა დააფიქსირონ. ეს წიგნი ერთდროულად ძალიან ქართული და ძალინ ინტერნაციონალურია, წარმოჩენილია პოსტ საბჭოთა კავშირის კვალი ყველა თაობაზე, ზოგადი მიზოგონია, დობა, დედა-შვილობა, აღზრდის კვალი პიროვნებაზე, იდენტობის კრიზისი და უამრავი თემა, თითოეულზე ცალკე რეცენზიას დავწერდი. ისეთი ნაცნობი, ნოსტალგიური გრძნობები, ზიზღნარევი ახლობელთა მოგონებები ამომიტივტივა ამ წიგნმა ამ შეფასებაზე ნაკლები ვერ დავუწერე. დამაფიქრა, ისედაც ათასჯერ გადახარშული, დედის, დეიდის, ბებიის, ახლობელ ქალთა ბედზე, მათ ტანჯვაზე, გამოცდილებაზე და მომინდა მათი ტკივილისგან ასეთი მშვენიერი ნაწარმოები შემექმნა.
Profile Image for Naoko.
11 reviews1 follower
December 13, 2022
ავტორს კარგი წერის სტილი აქვს და ამასთან შეზავებული იუმორით კარგად და ტრაგიკულად აღწერს ოთხმოცდაათიანების საქართველოს, მაგრამ სულ ესაა ჩემთვის ამ წიგნის სიკარგე.
ვერცერთი სახასიათო ან ორიგინალური პერსონაჟი ვერ დავინახე. ზოგი საერთოდ უმიზეზოდ იყო წიგნში. ასე მეგონა ლუიზა ალკოტის პატარა ქალების თბილისურ და უღიმღამო ვერსიას ვკითხულობდი. თინეიჯერი გოგონა, რომელსაც ღმერთში ეჭვი ეპარება, კლასიკური ლიტერატურა წაუკითხავს და თავი ყველაზე უკეთესი ჰგონია, "ლამაზი" არ არის, მაგრამ სამ ბიჭს მოსწონს ერთდროულად, მწერლობაზე ოცნებობს და სხვა გოგონებს არ ჰგავს, ძალიან ბანალური და მრავალგზის ნაცადია უკვე. სთორილაინიც სუსტი იყო. წიგნის ბოლო ნაწილამდე ჩამთრევი და უზომოდ საინტერესო არაფერი ხდება. დასასრულიც საკმაოდ მოსალოდნელი.
საბოლოოდ, ერთხელ გადასაკითხად არაუშავს რა წიგნია. ავტორს კი წარმატებები.
Profile Image for ხატია წურწუმია.
92 reviews5 followers
December 21, 2022
ამდენი ემოცია დიდი ხანია არ მიმიღია ქართველი ავტორის წიგნისაგან. ყველაფერი იმდენად რეალური, ნაცნობი და გასაგები იყო რომ ალბათ ამან გამოიწვია ბევრი სხვადასხვა განწყობა ერთდროულად, ღიმილი, სიბრაზე, გულისწყვეტა, სევდა...
ყველაზე მეტად ციცოს და მარგალიტას ეპიზოდებზე ვიხალისე, შემდეგ ეს ბედნიერების სიცილი ისე გადავიდა დაღვრემილობაში, როგორც მარგოს ცხოვრება ბავშობის სილაღიდან რთულ ყოფირებაში.
მგონია, რომ ავტორმა 90-იანი წლების თბილისის ყოფის აღწერა ზედმიწევნით ზუსტად შეძლო, მიხარია რომ ასეთი საინტერესო დებიუტანტი მწერალი გვყავს მარიამ გურგენიშვილის სახით💗
Profile Image for Natalia Adamashvili.
144 reviews6 followers
December 31, 2021
როგორც ვიცი, ეს ავტორის პირველი წიგნია. ამის გათვალისწინებით, რამდენიმე ფაქტობრივი უზუსტობა და კიდევ რაღაცები არ შევიმჩნიე და საბოლოოდ ძალიან ვისიამოვნე. სხარტი და მსუბუქი ენით დაწერილია და ძალიან კარგად იკითხება. დიდი იმედი მაქვს, რომ ავტორისგან კიდევ ბევრ წიგნს ვიხილავთ - მე ძალიან დაველოდები.
Profile Image for Nika.
67 reviews
August 18, 2023
Ubralod waikitxet. 90ianebis saqartvelo gadageshlebat tvalwin am erti ulamazesi romanis sashualebit
Profile Image for Natia Gogichaishvili.
75 reviews1 follower
November 20, 2023
იმის ნათელი მაგალითია, რომ გადაღეჭილ თემაზეც შეიძლება ისეთი წიგნი დაიწეროს, თავს რომ არ გაბეზრებს და მოქმედებს.
Profile Image for Mariami.
112 reviews21 followers
November 22, 2025
ღამის ორი საათი ხდება და ცრემლებად ვიღვრები. რამდენი წიგნი მაქვს საკითხული 90-იანი წლების შესახებ და ყოველთვის მგონია, რომ საკმარისი ვიცი....მაგრამ მარგალიტებმა მოლოდინს გადააჭარბა. მართალია წლები გავიდა და ძალიან ბევრი რამ შეიცვალა...მაგრამ მაინც როგორი ნაცნობია ყველაფერი....

ვფიქრობ მარგოში მარტივია საკუთარი თავის პოვნა-გპირდები, რომ ჩემი სიტყვები ფოთოლივით შეარხევს მთებს! გპირდები, რომ ჩემში ვერასდროს ვერავინ ვერ ჩააქრობს ამ ნაპერწკალს...ამ წიგნის მერე უფრო მეტად ხვდები, რას კარგავ, უფრო მეტად იაზრებ მის განსაკუთრებულობას...მართლაც რისთვის იბრძოლეს ამ ადამიანებმა? რისთვის დაკარგეს საყვარელი ადამიანები?

ვფიცავ მარგო, ჩვენთან არასდროს შეწყდება ჟრიამული, არასდროს იქნება სიჩუმე ქუჩებში. ეს ერთხელ გამოვიარეთ და გადავრჩით, ახლაც აუცილებლად გადავიტანთ!
Profile Image for Liza Chikviladze.
27 reviews
April 10, 2025
ბევრჯერ წაკითხულ, მოსმენილ თემებზეა, არცთუ ისე შორეულ წარსულზე, ფერკმთალ, გახუნებულ ცხოვრებაზე, დიდ ადამიანურ ტკივილებსა და სევდაზე. მარტივი დასაწყისით, ნელ-ნელა შემოპარებული მძიმე ამბებით. ერთგვარი შეხსენებაა, რომ უკან არ უნდა დავბრუნდეთ.
პ.ს ელენე მაჩაბელი შესანიშნავი ვინმეა, მარგოს მსოფლმხედველობაშიც წვლილის შემტანი და მასზე გადაკრულ წინადადებასაც სიამტკბილობით ვკითხულობდი.
პ.ს 2- მარგომ უნდა წეროს, საქართველოს საზღვრებსაც გასცდეს და სანატრელ ანანასსაც გაუსინჯოს გემო.
❤️
Profile Image for Tako.
28 reviews7 followers
January 22, 2024
არ მახსოვს წიგნზე ამდენი ბოლოს როდის ვიტირე. ალბათ, ბავშვობაში. მეტი რა არის საჭირო კარგი ლიტერატურისგან. იმედია, ავტორი სულ ასეთი კარგი წიგნებით გაგვანებივრებს. ნამდვილად, საჭირო იყო მოზარდი გოგოს თვალთახედვით დანახული 90-იანები.
Profile Image for Nutsa Khamkhadze.
245 reviews14 followers
May 8, 2023
ძალიან, ძალიან საყვარელი წიგნია. დილით ტრანსპორტში დავამთავრე და ხალხში რომ არ ვყოფილიყავი, ბოლომდე მოვხდიდი გუდას და ვიტირებდი, მაგრამ თავი შევიკავე.
კარგი სიტყვები მემეტება მხოლოდ. მინდა, კიდევ ბევრი წიგნი დაწეროს ავტორმა.
Profile Image for Lily Saladze.
50 reviews3 followers
November 16, 2021
ზუგდიდი-თბილისის მატარებელში დრო ასე სწრაფად არასდროს გასულა. მიუხედავად იმისა, რომ წიგნის დასაწყისშივე ვიწინასწარმეტყველე დასასრული, მაინც საინტერესო ამბები წავიკითხე იმ დროიდან, რომელშიც არასდროს მიცხოვრია, მაგრამ დღემდე ამ დროში გაზრდილ ადამიანებთან, იდეებთან და შეხედულებებთან მიწევს ცხოვრება.

ეს წიგნი განსაკუთრებით კარგი მეგობარი აღმოჩნდება იმ თინეიჯერი გოგონებისთვის, რომლებსაც დღემდე ყველა ჭკუას ასწავლის და ყველამ მათზე კარგად იცის როგორ უნდა იყვნენ ბედნიერები.
Profile Image for viviennee.
50 reviews9 followers
April 12, 2025
ეს წიგნი გულგრილს ვერავის დატოვებს. კითხვა რომ დავიწყე, პირველი ნახევარი ძალიან სასაცილო იყო, მარგალიტას და ციცოს პერსონაჟებზე ვგიჟდები, ძალიან ბევრს ვხალისობდი და წიგნი ძალიან მომწონდა. მეორე ნახევარი ძალიან სევდიანი, გულისამაჩუყებელი და დამაფიქრებელი იყო. ბოლოს ამეტირა. ძალიან მომეწონა მწერლის წერის სტილი. წიგნმა ბევრ რამეზე დამაფიქრა, უნდა ვისიამოვნოთ ყოველი წამით, რადგან ერთხელაც ყველაფერი გაქრება და ის, რასაც ერთ დროს ვერ ვაფასებდით, სანატრელი გაგვიხდება, თუმცა სამუდამო არაფერია და დროს უკან ვერ დაიბრუნებ. ყველას გირჩევთ წაიკითხოთ, ერთ-ერთი ჩემი ფავორიტია.
Profile Image for Nino Meladze.
588 reviews14 followers
December 11, 2022
გამიღვიძა 90იანების ყველა გრძნობა, ემოცია და ის საზარელი ამბები რომლებიც ნორმად ჩამოყალიბდა… სამწუხაროდ დღესაც: ძალადობა, პირფერობა, სხვის დასანახად ცხოვრება და საბოლოო ჯამში უბედური ხალხი
Profile Image for Niniko Jakeli.
122 reviews28 followers
January 24, 2022
ყველაზე მეტად ამ წიგნში მარგო მომეწონა და ამ პერსონაჟის სიყვარულის ხარჯზე ვისიამოვნე კითხვის პროცესით.

დიალოგებს რაც შეეხება, პირადად ჩემთვის, დამაჯერებლობა აკლდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, არ არის ცუდი წიგნი.

წარმატებებს ვუსურვებ ავტორს, ვფიქრობ დიდი პოტენციალი აქვს და ამ წიგნში განხორციელებულ რამდენიმე იდეაშიც გამოჩნდა ეგ.
Profile Image for Tami Murvanidze.
55 reviews6 followers
August 12, 2023
ყველაზე სევდიანი მაინც ისაა, რომ ამ წიგნის პერსონაჟების ცხოვრება იცხოვრეს ადამიანებმა, ეს საშინელი ბედი კი თაობას ხვდა წილად.

-"მარგო, ანანასი!- იდაყვს მკრავს თვალებგაფართოებული ბელა.
-ბებო, ანანასი გასინჯე- მეუბნება მარგალიტა.
-მარგო, ანანასი არ გინდა, დე?- მეკითხება დედა.-
არა."
ეს "არა" მიყვარს.
Profile Image for Tamta Matitaishvili.
44 reviews3 followers
November 14, 2021
ალბათ ვერაფერს დავწერ...
ერთს ვიტყვი, უნდა წაიკითხოთ!!!
Profile Image for Mariam Vakhtangishvili.
2 reviews
June 9, 2023
დიდი ხანია ქართული პროზიდან ასეთი ხარისხიანი ტექსტი არ წამიკითხავ�� (ენობრივი თვალსაზრისით, იდეური და ა.შ.)
Profile Image for Ana Tsereteli.
8 reviews1 follower
August 4, 2023
ვაიმეეეეეეეეეწწეეწწწწ 😭😭😭😭😭😭😭😭
Displaying 1 - 30 of 146 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.