Jump to ratings and reviews
Rate this book

დაკარგული სიტყვების ლექსიკონი

Rate this book
დიანა ანფიმიადის „დაკარგული სიტყვების ლექსიკონი“ ფენტეზის ჟანრის სათავგადასავლო წიგნია.

გაინტერესებს, ფლობ თუ არა რაიმე განსაკუთრებულ უნარს, სუპერძალას? იქნებ, ჯერ არ იცი, რომ სიტყვების გადარჩენა შეგიძლია? იქნებ არ იცი, რომ შეგიძლია, მისთვის, ვინც ვერ ხედავს, სამყარო სიტყვებით გააცოცხლო?

მკვდარი ენის დროებით გაცოცხლებაც შეგიძლია, თუ შეისწავლი და მასზე ლაპარაკს შეძლებ. კიდევ, შეგიძლია პარმაღზე თამაშისას ფანტაზია მოიხმო და ისე, რომ სახლის დატოვება არ მოგიწიოს, დაუვიწყარ თავგადასავალში გაემგზავრო. თუ შენ გარშემოც აირევა ხოლმე რაღაცები, ისევე როგორც ამ წიგნის მთავარი გმირის, გიოს გარშემო, მისი ამბავი წაიკითხე, გამოსავლის მოძებნაში დაგეხმარება და მიგახვედრებს, რომ, მართალია, ზოგჯერ ჩვენი საყვარელი ადამიანები გვტოვებენ, მაგრამ სამყაროს შეუძლია მათი ენით გველაპარაკოს, მთავარია, მოვუსმინოთ და მერე ვეცადოთ, რაც შეიძლება მეტი ენა, სიტყვა და ადამიანი გადავარჩინოთ დავიწყებასა და დაკარგვას.

მხატვარი: სოფო კირთაძე
კონცეფცია: გიორგი ბარბაქაძე

140 pages, Paperback

Published August 1, 2021

1 person is currently reading
19 people want to read

About the author

Diana Anfimiadi

13 books8 followers
ენათმეცნიერი და პოეტი დიანა ანფიმიადი დაიბადა 1982 წლის 28 ივლისს თბილისში. პოეტი, მკითხველი, მთარგმნელი, ენათმეცნიერი, ექსპერტ – კრიმინალისტი. არაერთი სამეცნიერო სტატიისა და ნაშრომის და ლექსების ერთი წიგნის - “შოკოლადი” ავტორი.
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის “ თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების” კათედრის დოქტორანტი.
არის ილია ჭავჭავაძის სტიპენდიანტი ახალგაზრდა მეცნიერთა შორის და არაერთი სამეცნიერო კონკურსის გამარჯვებული.
ლიტერატურული კონკურსის “წერო” გამარჯვებული ( 2008 წ.).
ლიტერატურული კონკურსების “ საბა” და “ გალა” ნომინანტი( 2008წ).
2009 პრემია "საბას" გამარჯვებული - წლის საუკეთესო დებიუტი

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
3 (27%)
4 stars
6 (54%)
3 stars
1 (9%)
2 stars
0 (0%)
1 star
1 (9%)
Displaying 1 - 5 of 5 reviews
Profile Image for Beka Adamashvili.
Author 2 books423 followers
January 3, 2022
სიტყვებს დიდი ძალა აქვთ. მაგალითად, შეუძლიათ ყოველდღიური მეტყველებისგან დაღლილებმა თავი ლექსიკონებს შეაფარონ, ენები ადამიანების მეხსიერებიდან გახიზნონ, ან სულაც ისეთი მიმდევრობით განლაგდნენ, რომ მცირე ზომის საბავშვო-სადიდო თბილ-სევდიანი ნაწარმოები შექმნან თანდართული სახასიათო პერსონაჟებითა და კოხტა ილუსტრაციებით.

წიგნში ორი თავგადასავალია აღწერილი. ერთი მხრივ, მოგზაურობაა ტექსტებით, კონტექსტებითა და სიტყვებით დახუნძლული ლექსიკონის შიდა სამყაროში, მეორე მხრივ კი ხეტიალია რეალურ სივრცეში, სადაც მამა დაიკარგა. თუკი რამის გაუმჯობესებას ვისურვებდი, ალბათ, ამ ორი თავგადასავლიდან რომელიმეს უფრო მსუყედ გადმოცემა იქნებოდა. უფრო მეტად პირველის, რადგან იმდენად კარგი ტოპონიმებია ფიქციური წიგნის შიდა სამყაროში (მაგ: წამოცდენილი სიტყვების ლექსიკონი, ზმნების მდინარე, დავიწყებული სიტყვების ოკეანე), რომ მთავარი გმირის მხრიდან ამ სივრცეში მეტი მოგზაურობის სურვილს გიჩენს.
Profile Image for Ann.
103 reviews4 followers
December 13, 2021
სათაური რომ გავიგონე პირველად, ცოტა სხვა კონცეფცია წარმოვიდგინე და საყვარელი საბავშვო წიგნი შემომეკითხა ამასობაში :D
Profile Image for Ezekia.
204 reviews9 followers
Read
February 14, 2022
სულ თამაშ-თამაშით შეგვიძლია, ბავშვებს ვასწავლოთ გრამატიკული და არაგრამატიკული რამე-რუმეები, მშვენიერი იდეებია ამ საყვარელ წიგნში 🥰
Displaying 1 - 5 of 5 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.