Jump to ratings and reviews
Rate this book

განსაწმენდელი

Rate this book
პოეზია და პროზა - ამათ შორის ფორმალური განსხვავება ყველასთვის გასაგებია და ცნობილი, მაგრამ თვისებრივი - ცოტასთვის, რადგან იგი სიღრმეშია და ზედაპირზე არ დევს.
ლექსებს აქვს თავისი პროზა, საიდანაც ისინი მოდიან, პროზას თავისი პოეტური წყარო, ამბის მდინარეებად რომ იქცევიან.

ანდრო დადიანის პოეტურ ტექსტებში ნახავთ არა მხოლოდ ლექსებს, არამედ იმ ექსისტენციურ შენაკადებს, ლექსს პროზასთან რომ აკავშირებს, როგორც ლექსის დაბადების ადგილებს, როგორც განსაწმენდელს, რომელმაც უკან უნდა მოიტოვოს ცხოვრების პროზაული სიმძიმე და ლექსებად განიწმინდოს.
ეს განწმენდა, ეს დაბადება ისე ღრმად არის განცდილი, რომ განწმენდის მისტერიაში სიტყვა ბგერამდე - ხან ყმუილად, ხან დუმილად, ხან დანაწევრებულ ბგერებად - იცრიცება, როგორც იმგვარი პაროქსიზმი, რომელიც სინტაქსის, არტიკულაციის მიღმა ეძებს კალაპოტს და იმ უხსოვარ საწყისს უძებნის ფორმას, რომლისთვისაც უცხო იყო ნებისმიერი დანაწევრება, დიფერენცირება, გვიან კი პოეზიისა და პროზის ოდესღაც წყალუხვ, ახლა კი მეჩხერ დინებებად იშლება მკითხველის თვალწინ.

ანდრო დადიანის ამ კრებულში წარმოდგენილი ლექსები ექსისტენციურ და პოეტიკურ საწყისებს დასტრიალებს, როგორც იმ ენერგიის წყაროს, რომელმაც ფორმის დამოუკიდებლობა უნდა მოიპოვოს და გათავისუფლდეს იმ მაგიისგან, ტკივილსა და ისტორიას რომ აქვს.

ეს გზა ამ კრებულში დაწყებულია.

Paperback

Published April 1, 2020

1 person want to read

About the author

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
1 (20%)
4 stars
1 (20%)
3 stars
1 (20%)
2 stars
1 (20%)
1 star
1 (20%)
Displaying 1 of 1 review
Displaying 1 of 1 review

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.