What do you think?

მეორე ოთახი
„მეორე ოთახი“ მაგდა კალანდაძის პირველი რომანია, რომლის მთავარი გმირიც წარსულის მოთვინიერებულ აჩრდილებთან ერთად მარტო ცხოვრობს დიდ ბინაში. მთარგმნელისა და რედაქტორის, ელენე მახარაძის ზანტ, ერთფეროვან მყუდროებას ერთი შეხედვით საფრთხე არსაიდან ემუქრება, თუმცა მალე მის ყოველდღიურობაში ახალი ადამიანი ჩნდება, რომელზე დაკვირვებაც, რომლის ყურადღების მიპყრობაც უმთავრეს ამოცანად ექცევა. ხმამაღლა ნათქვამი ყოველი ფრაზა, დაახლოების მიზნით გადადგმული ყოველი ნაბიჯი სიფრთხილეს ითხოვს. საზოგადოება, რომელშიც რომანის გმირები ცხოვრობენ, განუსჯელად დადანაშაულებას მისჩვევია. მოვლენების მოულოდნელმა განვითარებამ კი შესაძლოა წამში გამოგაცალოს მიწა ფეხქვეშ.
116 pages, Paperback
First published January 1, 2021
Ratings & Reviews
Friends & Following
Create a free account to discover what your friends think of this book!
Community Reviews
Displaying 1 - 30 of 44 reviews
January 26, 2022
I eat, get horny, think about weird shit and days just go by 😪
August 8, 2022
შთამბეჭდავად გამართული, დახვეწილი და დეტალებზე ორიენტირებული ტექსტია, რომელიც მცირე მოცულობის მიუხედავად, ახერხებს, რომ მკითხველს მძაფრი ფიზიკური შეგრძნებებიც კი დაუტოვოს: პირღიად ძილის გამო დამსკდარი ტუჩების, საძინებელში მიყრილ ტანსაცმელში ჩამჯდარი ნიკოტინის სუნის, შფოთვისგან გაოფლილი სხეულისა თუ დაშაქრული მარწყვის წვენით გაწებილი ნიკაპის.
მართალია, ავტორის ენა შესაშურად მოქნილია, მაგრამ რაღაც მომენტში, როცა პროტაგონისტს ლამის იმდენად დავუახლოვდი, რომ გასარეცხ თეთრეულში მის გვერდით უძრავად ვეგდე, მცირე დისონანსი ვიგრძენი იმაში, თუ რას და როგორ მიყვებოდა: ელენეს იმდენად რცხვენია თავისი სექსუალობის და ისეთი სასოწარკვეთილი ცდილობს გარესამყაროსგან მთლიანად საკუთარი თავის დამალვას, რომ არ უნდა, სულ მცირედი საერთოც რომ ჰქონდეს "ენჯეო ხალხთან". თავის მდგმურს, "უსაშველოდ ფემინისტ ქალს", ამის გამო ფეისბუქზეც კი არ იმატებს; ელენეს ეშინია მასთან და მის მეგობრებთან ერთად საჯაროდ გამოჩენის, ზოგადად მათთან ურთიერთობის. იმის წარმოდგენაც კი, რომ მისი სექსუალური ცხოვრების შესახებ ვინმემ შეიძლება იცოდეს, უბრალოდ ზარავს. ამის პარალელურად ელენე აღწერს ქალებთან თავის რომანტიკულ გამოცდილებებს და თავის სხეულზეც გულახდილად ჰყვება, რაც მგონია, რომ მუდმივი შიშში მცხოვრები ადამიანისთვის ცოტა უჩვეულოა. თუნდაც ეს შინაგანი მონოლოგი იყოს, ეგეთ დროს ხშირად საკუთარ თავთანაც კი არ ხარ გულწრფელი, სხვებთან ერთად არც საკუთარ ფიქრებს ენდობი. მეტიც - პირველ რიგში იმ სინამდვილის გეშინია, რომელთანაც ამ ფიქრებმა შეიძლება მიგიყვანოს, შენ კიდევ არაფრის დიდებით არ გინდა მისთვის თვალის გასწორება.
ინგლისურ ენაში არის ფრაზა Coming out of the closet, ჩვენ უნდა გვქონდეს ეგეთი "სახლიდან გამოსვლა", რადგან სულ იმას მოგვიწოდებენ, სახლში რაც უნდა, ის აკეთონო. ჰოდა, მიხარია, ელენე სახლშიც რომ აკეთებდა იმას, რაც უნდოდა, მაგრამ ამ სახლიდან გამოსვლაც რომ შეძლო.

February 23, 2022
არ მინდა ეს წიგნი ბევრმა წაიკითხოს.
ბევრი ეპატაჟურობას, "გარყვნილების პროპაგანდას" ან პროვოკაციულობას დააბრალებს ამ წიგნს იმათგან, ვინც არაა მზად მის წასაკითხად.
არადა, ავტორმა 113 გვერდში შეძლო და მთავარ პერსონაჟთან ერთად მაცხოვრა ბინაში, რომელიც მის იდენტობას ინახავს, რომელიც იცავს მის მეს საზოგადოების მარწუხებისგან, მაგრამ არც ბინაა თავად მისი და ვერც ბინის კარები ვერ შეაკავებს სოციუმს შენი კომფორტის ზონაში შემოჭრისგან.
ქალებისა და LGBTQ+ თემის პრობლემების გარდა, რომელიც ნაწარმოების მთავარ თემებად შეგვიძლია მივიჩნიოთ, ნაწარმოების დეტალებში, ზოგან წინადადებაში ან სიტყვაშიც კი ვიგებთ იმ სოციუმის სახეს, რომელშიც მთავარ გმირს არსებობა უწევს. აი, ისეთ დეტალებში, რომ შეგახსენებს, დღემდე მაღალმთიან სოფლებში რომ სასწრაფო შეიძლება ვერ მივიდეს ან მშვიდობიან აქციაზე მდგომს გაგინებდეს გავეშებული ბრბო.
ზედმეტად თბილისური რომანიცაა, რომელიც თბილისურ სახლსა და თბილისის ქუჩებში გაცხოვრებთ..
გულწრფელი წიგნია, იმდენად გულწრფელი, რომ არ მინდა ეს წიგნი ბევრმა წაიკითხოს.

February 3, 2022
ვინაიდან რომანი, ძირითადად, "ქალთა სახეებისა" და ოთახების გარშემო ვითარდება, რთულია ვირჯინია ვულფის "საკუთარი ოთახი" არ გაგახსენდეს. მით უფრო, რომ მთხრობელი ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვებას სწორედ წერის მეშვეობით ცდილობს და ეს პროცესი უმეტესად საკუთარ საძინებელში მიმდინარეობს. ამ ჭრილში ბინის საკითხი მნიშვნელოვანი სიმბოლოც გამოდის, რადგან მთხრობლის საკუთრებაში არსებობის მიუხედავად, ის ოფიციალურად მასზე გადაფორმებული მაინც არ არის, რაც საკუთარი სივრცის ფლობის განცდის სიმყიფეს უსვამს ხაზს. ელენეს რამდენჯერმე ახსენებენ კიდეც, რომ გადაფორმებაზე უნდა იზრუნოს, რაც ამ სტანდარტულ იურიდიულ პროცედურას თითქოს პერსონაჟის პიროვნულ ზრდასთან აკავშირებს, ანუ, გიჩნდება განცდა, რომ გადაუფორმებელი ბინა მისი გაუბედაობისა და ნაკლები თავდაჯერების სიმბოლოა, საკუთარი სივრცის დაკანონებით კი ცვლილება მხოლოდ მის ქონებრივ დეკლარაციაში არ მოხდება.
თუმცა, რომანი ვირჯინია ვულფის მიერ აქცენტირებულ საკითხზე ნაკლებადაა. ფინანსური დამოუკიდებლობა და საკუთარი სივრცის გაჩენა (ოთახის გაქირავებასთან ერთად) თითქოს კარს უღებს არანაკლებ მნიშვნელოვან მენტალურ თავისუფლებას. მისკენ მიმავალ გზას კი მკითხველი მთხრობელთან ერთად ნაბიჯ-ნაბიჯ გადის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პერსონაჟის განვითარებას საკუთარი ოთახი უქმნის საფუძველს, ხოლო შეცვლით გაქირავებული ოთახი ცვლის.
თავად ნაწერი მშვენიერია. დაწრეტილი და ყოველგვარი ზედმეტისგან დაცლილი, რასაც დროდადრო გამოკვეთს კიდეც ოსტატურად შესრულებული დროითი ნახტომები თხრობაში. სხვათა შორის რამდენჯერმე ის სიტყვაც არის ნახსენები, რომლის "საჯაროდ წარმოთქმას, მით უფრო დაწერას, [ოჯახში გაზრდილი] მამაკაცებიც კი ერიდებიან", თუმცა, იმედია, დიდი ცენზორები პერსონაჟთა ლექსიკის მიღმაც დაინახავენ რაღაცებს. თან საკუთარ ოთახში ხომ მაინც შეგვიძლია ვაკეთოთ ის, რაც გვინდა. თუნდაც ეს საკუთარი ოთახი ნაქირავები იყოს.

April 12, 2022
პირველად 4 წლის განმავლობაში პლუს ქულებს პრაქტიკული გამოყენება მოვუძებნე და ეს ვიყიდე. მიუხედავად იმისა რომ ამბავი სულ სხვაგან მიქრის, ყველაზე მეტად აქ გავიჭედე:”ნეტავ ჩემებიც რომ ეგრე, სადღაც რაიონში ცხოვრობდნენ, უშვილოდ და მარტო, ერთი მოხუცის ამარა, რა ხასიათზე ვიქნებოდი. ან ზამთარს რა გამაძლებინებდა, ან ლუკმა ყელში როგორ გადამივიდოდა. მაგრამ ალბათ მიჩვეულია რაიონში მცხოვრები ხალხი, შვილი რომ ეზრდებათ, მერე უმაღლესში უნდა ჩააბარებინონ, ქალაქში ბინა უქირაონ ან ნათესავთან დაასახლონ, მერე ეს შვილი სამსახურს იშოვის აქ და მშობლებსაც უხარიათ-გზაზე დავაყენეო. ჩამოსული და უკან დაბრუნებული მე არავინ მინახავს…”
მე დავბრუნდები და მე მნახავ დაბრუნებულს, მაგდა.

January 16, 2022
თითქმის ყოველ გვერდზე მილიმეტრებით რომ მცირდება პირადი ადამიანური სივრცე და ვერ ამჩნევ სანამ წიგნის დასასრულს აშკარა არ ხდება, ეგ საკმაოდ ოსტატურად შესრულებული მეჩვენა.
და ასევე მეორადი პერსონაჟებიც რომ ასწრებენ განვითარებასა და განზომილებების შეძენას - ეგ ცალკე აღსანიშნავი.
მაგრამ ასე ელემენტ-ელემენტ ჩასაშლელად არღირს საუბარი, იმიტომ რომ კარგი ერთიანობა აქვს წიგნს, ნუ დავშლით;დ
მარტო ის მაინტერესებს ამდენი ლ-ზე დაწყებული სახელი განზრახაა თუ დამთხვევით ;დ

April 17, 2022
არ მეყო.
კიდე მინდა
კიდე მინდა
December 20, 2021
დიდი ხანია, ამ დებიუტს ველოდი. მაგდამ ძალიან კარგად დაიწყო მრავალი წლის წინ, რამდენიმე პატარა მოთხრობით და აჰა, გვეღირსა. ღირდა ლოდინად. ბევრ აღიარებულ ავტორს ჩაისვამს ჯიბეში, შტამპებით რომ აცხობენ რომანებს. პროვოკაციულია ვითომ ეს წიგნი? ვისთვის როგორ. ჩემთვის არაა, იმიტომ, რომ მისი მიზანი თავისთავად არ არის ეპატაჟი და თუ ვინმეს ქალების ეროტიკული განცდები ერთმანეთის მიმართ პროვოკაციად ეჩვენება, ეს მისი პრობლემაა. ან იქნებ, არც არის პრობლემა.
ერთი რამე უდავოა, ასეთი ფაქიზი, ღრმა და საინტერესო პერსონაჟი, როგორიც ელენეა ამ წიგნში, იშვიათად მეგულება. კომპლექსების, საკუთარ თავში დაურწმუნებლობის, სიმხდალის, ვნებების, ძლიერი განცდების და რისი აღარ ნაზავი. ცოცხალი და ხელშესახები.
ბონუსად ისიც მომინდა, რომ ეს წიგნი ეკრანზე მენახა. გააკეთებს ვითომ ვინმე? და სანამ ეს მოხდება, უბრალოდ წავიკითხოთ. 5 ვარსკვლავი, დაფნა, გვირგვინი და დიდება ავტორს, რომელმაც კარგად იცის წერა, ძალიან კარგად. (კი, ეს ცალკე აღნიშვნის ღირსია, იმიტომ, რომ ჩვენი ავტორების უმეტესობა უბრალოდ ვერ ფლობს ქართულ ენას, ვერ გრძნობს სტილს და ქართული სიტყვებით კი წერს, მაგრამ ვერ გაუაზრებია, რომ ნებისმიერი სიტყვა და სიტყვათა წყობა არ გამოხატავს იმ შინაარსს, რომლის გადმოცემასაც ისინი ცდილობენ)

April 29, 2022
ძირითადად არ მესმის მხატვრულ ლიტერატურაში გადმოცემული ამბები, ანუ სულით ხორცამდე იშვიათად შევიძრები ხოლმე, რადგან მე არ გადამხდენია, რადგან პერიოდიზაციას ავცდი, რადგან ის და რადგან ეს… და ასე მონოტონურად მოყოლილი ამბავი, სადაც თითქოს არაფერი ხდება კიდევ უფრო იშვიათად მიწვავს გულ-მუცელს.
ეს ამბავი კი ჰგავს ჩემი მეგობრის მეგობრის მოყოლილს, ან ჩემი მეზობლის მოყოლილს, ან თუნდაც ჩემს მოყოლილს.
ყველა ის ემოცია, რომელსაც ჩვენში ვკლავთ ან ვკეტავთ, ყველა ის უთქმელი უსამართლობა, რომელსაც ხან თვალს ვარიდებთ ელენესავით და ხან გაშმაგებით ვებრძვით ლენასავით, აუცილებლად გაავსებს აბსტრაქტულ თასს და სანამ გადმოვა ვიღაც თავსახურსაც დააფარებს აუცილებლად, რომ დუღილს როცა დაიწყებს, აუცილებლად ხმაურით დაიწყოს.

October 29, 2022
მიაჩნია პერეირას კიარადა ელენეს
December 22, 2021
თავი არ მომიკლავს წელს წიგნების კითხვით, მაგრამ ბოლო ხანებში წაკითხულებიდან მართლა საუკეთესოა.
მცირე რომანების შემთხვევაში, მით უმეტეს, როცა დიდი მოლოდინი არსებობს, ყოველთვის მრჩება უკმარისობის განცდა ხოლმე. ამ შემთხვევაშიც ასე იყო ალაგ-ალაგ, მაგრამ წიგნს რომ მორჩები და გვერდზე გადადებ (ეს ამბავი, მგონი, მხოლოდ ერთხელ ხდება და დააფასეთ, დრო მიეცით გონებას), ხვდები, რომ ის სიცარიელეები შენი ამოსავსებია. სოციალური რომანები ზუსტად მაგიტომ არ მიყვარს, რომ იქ, ჩემი, როგორც მკითხველის და ამბის თანამონაწილის თუ შემფასებლის ადგილი იშვიათად მოიძებნება, მაგრამ ამ შემთხვევაში მართლა მეორე ოთახში მეგონა თავი.
პროტაგონისტს რაც შეეხება, ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო არასანდო მთხრობელია ელენე, ვისაც კი შევხედრილვარ. იშვიათად გამოუწვევია ასეთი თანაგრძნობა მთხრობელს ჩემში, არადა, ამ დროს, სულ არ მაწუხებს თავისი პრობლემებით. კიდევ უფრო გასაოცარია, ავტორმა როგორ შეძლო პერსონაჟის ასე წვეთ-წვეთად გაშლა სულ რაღაც 100 გვერდში. მოკლედ, character development 10/10.
დაბოლოს, თხრობა. "შენ უნდა წერო" რომ ეუბნებიან ხოლმე ახალბედებს, აღფრთოვანების მსგავსი შეძახილები აღმომხდა ზოგან. კი ვიცი, რომ ავტორი ახალბედა არ არის, მაგრამ მაინც გასაოცარია, როგორ ოსტატურად უნაცვლებს დროის ხაზებს და სხვათა სიტყვებით მოყოლილ ამბებს ერთმანეთს. კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა — ეს ყველაფერი ისე, რომ სულ ოდნავაც არ არის შემაწუხებელი, ან ხელოვნური.
საერთოდაც, ძალიან ბუნებრივი წიგნია. მეგობარი რომ მოგიყვება ამბავს, აი, ეგეთი და მაგიტომ მომეწონა ასე ძალიან, მგონი.

March 10, 2022
ასე ღიად ღიად ქვიარ ქართული რომანი (ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის) პირველია. თხრობის მანერა - გადასარევი, დაღლის ან დისკომფორტის შეგრძნება არ გამჩენია. ქვიარ სივრცეს ძირითადად აქტივისტური ნარატივიდან ვიცნობ და ეს ახალი პერსპექტივა ძალიან კარგი იყო. რაღაც phony მელოდრამას ველოდი და გამიხარდა, რომ არ გამართლდა მოლოდინი. პირიქით, საერთოდ სხვა და ბევრად უკეთესი ფოინთები დავინახე და ძალიანაც მომეწონა. ინტერნალიზირებული ჰომოფობია ასე გაშლილი და არაეგოზტიციზირებული ქვიარ გარემო ქართულ ლიტერატურაში ჯერ არსად მინახავს, ამიტომ უყოყმანოდ 5 stars.
July 28, 2025
ძალიან ნატურალისტური ნაწარმოებია, ყველაფერი იგრძნობა რასაც მთხრობელი განიცდის და ხედავს. დეტალურად აღწერილი სცენები შთამბეჭდავია, შეულამაზებელი რეალობა ცუდი დასანახია, მაგრამ საინტერესოა დასაკვირვებლად და ყველაფრის ობიექტურად შესაფასებლად.
November 28, 2023
სასიამოვნოდ გამიკვირდა.
კარგად წერს დღევანდელობის აქტუალურ თემებზე. ტექსტიდან სიყალბის შეგრძნება არ მოდის და გადახვევებისა და ზედმეტობების გარეშე ძალიან კარგად ასრულებს რომანსაც.
ნაის.

May 7, 2022
ასეთი კარგი ქართული წიგნი ბოლოს როდის წავიკითხე?
მართლა არ მახსოვს.
lo recomiendo.
მართლა არ მახსოვს.
lo recomiendo.
January 30, 2022
როდესაც მსგავს თემაზე წერენ, ბეწვის ხიდზე გადიან - ან კარგი წიგნი გამოვა ან უბრალოდ ეპატაჟი. საბედნიეროდ, რამდენიმე ისეთი მწერალი გვყავს, რომლებმაც მიზანს მიაღწიეს. როგორც აღმოჩნდა, მათ შორისაა მაგდა კალანდაძეც, ელენესთან ერთად გატარებული ორიოდე საათი სამუდამოდ რომ დაგვამახსოვრა... კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა ვინ გვინდა ვიყოთ - ლენას დედ-მამა თუ ელენეს დედა? არა, სულ არ არის აუცილებელი, რომ ეს თემა პირადად შეგვეხოს. საზოგადოებაც ხომ ამ მშობლებივით ორ ნაწილად იყოფა - ზოგი თვალს უსწორებს რეალობას და იღებს მას ისე, როგორც უნდა მიიღოს, ან თვალს ხუჭავს და ძალადობით ან იგნორირებით "იშორებს თავიდან". რომ არა ეს პოლარიზაცია, ალბათ არც არასამთავრობო ორგანიზაციები იარსებებდნენ (ასე რომ აღიზიანებენ "მათ") და არც საჯარო გამოსვლები ("მათ" რომ პროვოკაცია ჰგონიათ) იქნებოდა საჭირო. ყველანი ერთად და თანასწორად ვიცხოვრებდით და იმიტომ...
February 14, 2022
ამბავი, რომელიც არ მეყო, 113 გვ. ცოტაა, მაგრამ საკმარისი, რომ მიხვდე, როგორ დაუნდობლად გულწრფელ და თამამ წიგნს კითხულობ, ქალის დაწერილ ქალურ წიგნს ქალის პირადზე, ძალიან ბუნებრივს, საშინლად ადამიანურს და დამაჯერებელს.
კითხვისას ვფიქრობდი, რომ მთავარი პერსონაჟის, ელენეს პირადი ჩანაწერი, დღიური ჩამივარდა ხელში და აქა-იქ მეუხერხულებოდა და ვიშმუშნებოდი კიდეც, იმდენად ინტიმური და "გაუპრანჭავი" ტექსტია.
ეს გულახდილი და გულწრფელი კომუნიკაცია მთხრობელს, პირველ რიგში, საკუთარ თავთან აქვს. მე პირადად ასეთი გამორჩეული და საინტერესო პერსონაჟი ქალი თავისი პერსონალური, სხეულებრივი, სექსუალური და სასიყვარულო გამოცდილებებით ქართულ ლიტერატურაში არ მახსენდება. ძალიან მარტოსული და შეყვარებული ქალის ვნებები და თვითგამორკვევის ამბავია გაშლილი.
კარგად მოფიქრებულია და ტექსტი გაალამაზა ქალი პერსონაჟების სახელებმა: ელენე, ლიანა, ლილი, ლენა, ნათელა - ფონეტიკურად და ჟღერადობით რომ ჰგავს ერთმანეთს.
ეს ტექსტი ვირჯინია ვულფის "საკუთარი ოთახის" გამოძახილია თითქოს, მას გაგახსენებს პირდაპირ თავისი კონცეფციითა და მნიშვნელობით. ♥️

August 12, 2022
რამდენ ელენეს , ელენეს დედას ,რეზოს , ლენას და ნიკოს ვიცნობთ ნეტავ ? და რამდენმა ელენემ ვერ შეძლო თუნდაც ის მცირედი თავისუფლება მოეპოვებინა და რეზოებთან დარჩნენ? უფრო სწორედ, რამდენმა რეზომ აირჩია თვალის დახუჭვა ოჯახის შესანარჩუნებლად ?
მიხარია რომ ეს წიგნი დაიწერა, კიდევ უფრო მიხარია რომ ეს წიგნი ისეთმა ადამიანმა დაწერა ,ვინც თვითონ იყო ამ აქციებში და სხვადასხვა აქტივობებში ჩართული.. ასეთ თემაზე წერის დროს ზღვარი ერთი სიფრიფანა ხაზია ,იმ ხაზის მიღმა კი სიყალბე. აქ კი ყველაფერია სიყალბის გარდა. ტანზე ოთახივით შეზრდილი შიში და ჩამოშვებულ ფარდებში ცხოვრება, ნიკოტინის სურნელი რომელიც პირველივე ფურცლიდან ახლოსაა და მაცივარში ჩაციებული ,შაქარმოყრილი მარწყვი ,რომელსაც გადარჩენის შემდეგ ლენასთან ერთად შეჭამ.. ოღონდ ,უნდა გადარჩე .
მადლობა მაგდა ☀️

July 12, 2024
4,5⭐️
January 20, 2022
ყოველგვარი მოლოდინის და წინაგანწყობის გარეშე დავიწყე კითხვა და კარგი გამოდგა, საინტერესო და ოსტატურად დაწერილი.
ლენას მშობლების სტუმრობაზე ლამის ამეტირა, ვფიქრობ, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მონაკვეთია.

January 25, 2023
თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში ასეთი კარგი ნაწარმოები თუ იქნებოდა მართლა არ მეგონა
უცებ ჩამივარდა ხელში და სანამ დრო მქონდა წავიკითხე
"ნეტავ დედას ვინ მოუყვება"

Read
April 22, 2022უდავოდ კარგი წიგნი იყო,
მაგრამ ერთ-ერთი იმათგანია, შთაბეჭდილებებს ვარსკვლავებით რომ ვერ გამოვხატავ.

January 11, 2022
ასეთი, ერთდროულად გულახდილი და თან შენახული პერსონაჟი მე სხვაგან არ მახსოვს. და ისიც, კითხვისას ასე ძალიან რომ მესიამოვნა.
August 21, 2025
უხეშად თუ ვიტყვით, გადაღეჭილ თემებს კი ეხმიანება, განსაკუთრებით თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში რომ უფრო და უფრო ხშირად იჩენს თავს, მაგრამ, სხვა რომანებისგან განსხვავებით, სიყალბის გულისამრევი გემო არ მიგრძვნია. არანაირი გადაჭარბება. არანაირი მიკიბ-მოკიბვა. არანაირი უადგილო პათეტიკა და, მითუმეტეს, ოპტიმისტური ილუზიების ნაკადი.
ძალიან კარგი წიგნია, მოკლედ.
ძალიან არ მინდა, მაგრამ
მე გავიქცევი.
თქვენ?
ძალიან კარგი წიგნია, მოკლედ.
ძალიან არ მინდა, მაგრამ
მე გავიქცევი.
თქვენ?
July 17, 2024
Story:
Elenes Leben als lesbische Frau ist von Heimlichkeit, Angst und Unsicherheit geprägt, denn in Tbilisi, der Hauptstadt Georgiens, ist es nahezu unmöglich offen queer zu sein. Die Besuche ihrer Freundin Lili finden stets im Verborgenen statt, denn Elene hat Angst vor Entdeckung und Ausgrenzung. Als sie aus finanziellen Gründen notgedrungen eins der Schlafzimmer an die lesbische Aktivistin Lena unterzuvermieten, beginnt eine schleichende Wandlung, denn Elene ist fasziniert von der jungen Frau, ihrer Offenheit und ihrem queeren Freundeskreis, in den sie unweigerlich hineinrutscht …
Eigene Meinung:
Mit „Das zweite Zimmer“ legt der Mauke Verlag im Rahmen der Edition Europastraße das Debüt der georgischen Autorin, Übersetzerin und Aktivistin Magda Kalandadse, die sich für queere und feministische Anliegen engagiert. Der von Rachel Gratzfeld übersetzte Roman erschien als Hardcover, umfasst 160 Seiten und wirkt wie ein Kammerspiel, das vorwiegend in Elenes Wohnung spielt.
Die Geschichte entführt die Leser*innen in Elenes Leben und Wohnung, in der ein Großteil der Handlung stattfindet – hier lernt man Elene in all ihren Facetten kennen. Sie ist eine Frau, die sich als Übersetzerin durchs Leben schlägt, hin und wieder heimlich ihre Freundin Lili trifft und mit Lena eine ungewöhnliche Untermieterin bekommt, verkörpert die junge Aktivistin doch alles, wovor Elene insgeheim Angst hat. Lena lebt offen queer, engagiert sich mit ihren Freund*innen für queere Menschen und lässt sich nicht von dem Hass und der Gewalt unterkriegen, die ihr mitunter entgegen schlägt. Auch ihren Freundeskreis lernt Elene kennen, bleibt jedoch immer nur am Rande, um sich notfalls schnell zurückziehen zu können, denn keinesfalls will sie mit ihnen in Verbindung gebracht werden – zu groß ist die Angst, dass Familie und Arbeitskollegen erfahren, mit wem sie sich in ihrer Freizeit abgibt oder, noch schlimmer, dass sie selbst queer ist. Die Autorin gibt auch Einblicke in Elenes Vergangenheit, zeigt auf wie schwer es für eine lesbische Frau ist, in einem Land aufzuwachsen, in dem es scheinbar unmöglich ist, sich zu outen. Insgesamt fängt sie die Stimmung, die queeren Menschen in Georgien entgegenschlägt sehr gut ein und zeichnet ein bedrückendes Bild – man versteht Elene, die Angst davor hat, sich zu offenbaren, denn ihr gesamtes Leben und ihre Karriere stehen auf dem Spiel. Gleichzeitig kann man ihre Neugierde nachvollziehen, ihren immer stärker werdenden Wunsch, endlich auszubrechen und zumindest einen Teil ihres geheimen Lebens zu offenbaren.
Die Figuren sind sehr realistisch gezeichnet und gut nachvollziehbar – Elene lernt man am besten kennen, da die Geschichte aus ihrer Sicht erzählt wird. Sie ist eine Frau, die von Ängsten und Zweifeln getrieben wird – mitunter offenbart sich das in leicht depressiven Stimmungen und der Tatsache, dass sie sich oftmals gehen lässt. Sie raucht Kette, kümmert sich weder um die Wohnung noch um sich und hat keine Probleme damit in schmutzigen Laken zu schlafen. Man spürt deutlich, wie sehr sie die Heimlichkeit belastet, wie unzufrieden sie mit ihrem Leben ist und wie stark es ihre Psyche angreift.
Die übrigen Figuren lernt man eher am Rande kennen – Lena und ihre Freund*innen sind neben Elenes Partnerin Lili am stärksten ausgearbeitet und zeigen auf unterschiedliche Weise, dass sie wesentlich gefestigter durchs Lebe gehen als Elene. Sie haben Ziele, die sie verfolgen, während die Hauptfigur eher in den Tag hineinlebt, die sich nur schwer dazu aufraffen kann überhaupt aufzustehen. I Laufe der Erzählung wird deutlich, wie sehr Elene darunter zu leider hat, einen Großteil ihrer Persönlichkeit im Verborgenen auszuleben und wie sehr es sie im Grunde zerstört.
Stilistisch legt Magda Kalandadse ein ungewöhnliches Werk vor, bei dem man sich Zeit zum Lesen nehmen muss, um der Geschichte zu folgen. Zum einen ist „Das zweite Zimmer“ keine Lektüre für Zwischendurch, da er sprachlich sehr direkt und schnörkellos ist, zum anderen sind einige stilistische Punkte ungewohnt – die Tatsache, dass wörtliche Rede nicht gekennzeichnet ist, sondern direkt im Fließtext eingearbeitet wird, erschwert Lesenden die Dialoge, die ein wichtiges Element der Erzählung sind. Auch sonst ist „Das zweite Zimmer“ ein forderndes Buch, das man mit einer gewissen Konzentration lesen muss und bei dem man nicht auf Spannung Action und Dramatik hoffen darf, da die Erzählung Einblicke in das Leben einer lesbischen Frau gibt, die die meiste Zeit mit sich und ihrem Leben hadert.
Fazit:
Mit der Erzählung „Das zweite Zimmer“ legt Magda Kalandadse ein ungewöhnliches, packendes Debüt vor, das durch realistische Figuren, eine direkte, schnörkelfreie Sprache und einen guten Einblick in das queere Leben in Georgien besticht. In der wie ein Kammerspiel anmutenden Geschichte lernen Leser*innen eine Frau voller Ängste, Zwiespälte und Unzulänglichkeiten kennen, die zwischen dem Wunsch endlich auszubrechen und einem erzwungenen Leben in Sicherheit hin und her pendelt, ohne jemals ans Ziel zu kommen. Wer realistische, lebensnahe Romane mag, in der der Fokus auf der Hauptfigur in all ihre Facetten liegt, sollte einen Blick riskieren.

მართლა ძალიან კარგია!!!!!
May 10, 2022
იმ უიშვიათეს შემთხვევებში შედის, როცა ქართველი თანამედროვე ავტორის ნაწარმოები მომეწონა :)
January 31, 2023
საჩემო არ იყო რა…
May 28, 2023
ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი, ძალიან კარგად დაწერილი, ძალიან ადამიანური წიგნი ❤️
June 26, 2022
21 საუკუნეში ,ნამდვილად, მარტო კალენდრით გავიზარდეთ 😗
სამწუხაროდ, ინსტიქტურად რო რილეითდები ისეთი ამბებია.
ყველაზე რილეითიდ ,ალბათ, დღეები საწოლში გდება და მაქსიმალური მოთხოვნილება: ყავა და ტუალეტი