ქართველი მწერალი, ისტორიკოსი და პროფესორი. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი 2011-2019 წლებში. 1994 წელს დაამთავრა გორის რაიონის სოფ. დიცის საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო ცხინვალის პედაგოგიურ ინსტიტუტში ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დევნილობის გამო ფუნქციონირებდა გორში. 2005 წელს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ქართლის სათავადოების ისტორიიდან (სამაჩაბლო)“ და მიენიჭა ისტორიის დოქტორის აკადემიური წოდება. 2006 წლიდან ცხინვალის პედაგოგიურ ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორია. ცხინვალისა და გორის უნივერსიტეტების გაერთიანების შემდეგ 2007 წლიდან გორის უნივერსიტეტის პროფესორი. 2012 წლიდან 2019 წლის 15 იანვრამდე იყო გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი.
შემოქმედება მისი პირველი მოთხრობების კრებული გამოვიდა 1996 წ „ძმათა მახვილი“. 2008 წლის ომის თემას უძღვნა მოთხობების კებული „2008 წლის შვებულება“, რომელის მიხედვითაც 2009 წელს გორის გიორგი ერისთავის სახელმწიფო თეატრმა განახორცილეა დადგმა. 2015 წელს გამოიცა ერთი მოთხრობა „ნატყვიარი“, რომელიც წარდგენილი იყო 2015 წლის ლიტერატურულ პრემიაზე „საბა“. სულ გამოცემული აქვს 15 პროზაული კრებული. გარდა პროზაული კრებულებისა გამოცემული აქვს 15 მონოგრაფია და 70-მზე სამეცნიერო ნაშრომი. 2021 წლის პრემია "საბას" გამარჯვებული საუკეთესო პროზაული კრებულისათვის "ოთხი მოთხრობა"
"... გარედან კი გამოვხატავდი წუხილსა და უნედურებას, მაგრამ სადღაც მაინც ვიყავი ბედნიერი, რო მე არ შემ ხო ეს ყველაფერი და მივხვდი, რო აქამდე არა მტკენია, აქამდე არ მიტირია ამ უბედურებაზე,ვიდრე ჩ მს სახლს არ მოადგნენ..."