გაბრიელ ტანიე სოსო გაჩავას ლიტერატურული ფსევდონიმია.
დაიბადა 1971 წელს. პროფესიით კინორეჟისორია. წლების განმავლობაში ეწეოდა როგორც სასულიერო მოღვაწეობას, ისე პედაგოგიურ საქმიანობას (ასწავლიდა ხატვას და თექაზე მუშაობას) საქართველოსთვის სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვან, საზღვრისპირა რეგიონებში – სამცხე-ჯავახეთსა და ფშავ-ხევსურეთში.
საკუთარ მოსწავლეებთან ერთად მოწყობილი აქვს ოთხი გამოფენა აღმოსავლეთ საქართველოს ჩეჩენ-ინგუშეთის საზღვრისპირა რეგიონში. მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით სხვადასხვა დროს აღადგინეს 3 უძველესი, ისტორიული მნიშვნელობის ეკლესია. ასევე დაიწყო საუკუნის პროექტად წოდებული როშკა-არხოტის გზა. როგორც კინოდოკუმენტალისტი, მონაწილეობდა რუსეთ-ჩეჩნეთის ომში.
მამა იოსებ გაჩავა ბოლო ორი წელია ცხოვრობს პრაღაში და მსახურობს ჩეხეთის მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიაში.
მისი სადებიუტო რომანი „ქანაანის შვილები“ გამოცემისთანავე ბესტსელერად იქცა.
მარნეულელი აზერის ჩაიხანის მაგალითზე საპატრიარქოს შავი საქმეების წიგნად დაწერა დასაფასებელია (თან როცა ციანიდის საქმესაც ეხები შიგნით), მაგრამ შესრულება უკეთესი შეიძლებოდა ყოფილიყო. ეს უფრო ხალხში რეზონანსის გამო ნაჩქარევად დაწერილ წიგნს ჰგავს, იდეის მოსვლისას ეგრევე ფურცელზე რომ გინდა გადაიტანო. თუმცა საეჭვოდ არანაირი გამოხმაურება არ ჰქონია ამ წიგნს. ალბათ არც წაუკითხავთ ზომბებს. არადა იდეაში მეტი რა სკანდალი გინდა, როცა პატრიარქი გეიდ გყავს გამოყვანილი.
ნამდვილად საინტერესოდ წასაკიტხი ნაწარმოებია, მართალია, დიდი მხატვრული ღირებულება ნაკლებად აქვს, განსხვავებით "ქანაანის შვილებისგან", თუმცა ნაწარმოების სოციალური ღირებულება ნამდვილად შეუფასებელია.