Jump to ratings and reviews
Rate this book

ვარდის სურნელი

Rate this book
„ვარდის სურნელი“ – ესაა სულისშემძვრელი რომანი სიტყვებზე. რომანი-ლაბირინთი, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს. თუ ნიცშეს „ზარატუსტრა“ არის წიგნი ყველასთვის და არავისთვის, „ვარდის სურნელი“ არის წიგნი არავისთვის და ყველასთვის. და ეს არ არის სიტყვების თამაში. სიტყვების თამაშია თვითონ რომანი – წიგნი-გამოწვევა, რომლის არომატიც არასდროს არაფერში აგერევა.

ავტორი თხრობის დასაწყისშივე კისრულობს შეუსრულებელ მისიას, დაწეროს წიგნი უსიტყვებოდ და უფურცლებოდ, და, რაც მთავარია, იგი ამ მისიას ასრულებს. როგორ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, იგი მართლაც წერს ასეთ წიგნს…

ალუზიებით, პოეზიითა და სევდით გაჟღენთილ ამ ტექსტში გვაოცებს მოულოდნელი გადახვევები და ლაბირინთები. შეუძლებელია მიხვდე, რა გელოდება შემდეგ გვერდზე, და აქ ასეთი სამასამდე გვერდია. ეს ყველაფერი როდია: მკითხველს რომანში ელის კიდევ ერთი პატარა რომანი სახელად „სიტყვების გამოფენა“, რომელიც „ვარდის სურნელშია“ გახვეული.

ზაზა ბურჭულაძის ახალი წიგნი რეალობა-ჯადოსნურობის მიჯნაზე მოარული მთხრობელის თავგადასავალში ჩაგითრევთ და ერთმანეთში არეული ათასი სურნელით თავბრუს დაგახვევთ.

270 pages, Hardcover

First published January 1, 2021

25 people are currently reading
149 people want to read

About the author

Zaza Burchuladze

12 books51 followers
Zaza Burchuladze (Georgian: ზაზა ბურჭულაძე) (born 9 September 1973 in Tbilisi, Georgia) is a contemporary postmodern Georgian writer and dramatist.

Zaza Burchuladze graduated the monumental and ornamental painting department of Tbilisi State Academy of Arts.
Since 1998 he has been publishing his stories in Georgian newspapers and magazines such as “Arili” (Sun beam), “Alternative”, “Anabechdi” (Fingerprint), “Hot Chocolate”, “Playboy Georgia”, etc. Until 2001 published his works under a pen-name of Gregor Zamza (Zamza is the hero of Franz Kafka's story "The Metamorphosis"). Translated into Georgian books of Dostoevski, Sorokin, Elizarov, Bitov.
In 2007 starred in “Jako’s boarders”, film based on Mikhail Javakhishvili’s story of the same name.

source: http://en.wikipedia.org/wiki/Zaza_Bur...

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
25 (28%)
4 stars
26 (29%)
3 stars
23 (26%)
2 stars
6 (6%)
1 star
7 (8%)
Displaying 1 - 19 of 19 reviews
Profile Image for Temuka Zoidze.
201 reviews63 followers
November 4, 2023
ახ, ნეტავი ერთად იყოს ბერლინი და თბილისი.

რამდენად მშვენიერი და თვალწარმტაცი ყდაც აქვს, ისეთი წიგნია. თუმცა ისიც მართალია, რომ ზაზას წიგნებს არასდროს დაეწუნებოდა დიზაინი.

ოღონდ დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს წიგნი რომანია. ესაა მართლა სიტყვების გამოფენა, თანამედროვე ხელოვნების ნიმუში, ექსპერიმენტული ინსტალაცია, რომელმაც ქართული ენა ლამის ხელახლა ისევე შემაყვარა, როგორც "ვა, სოფელომ".

ამის მიუხედავად, არ ვიცი, რამდენად საჩემო ლიტერატურაა. ჩემთვის ცოტა დამღლელია, როცა მწერალი თითქმის ყველა წიგნში თავის თავზე ლაპარაკობს. კი, დისტანცირებას ცდილობს, იქ მეტაფიქცია და ავტოფიქციაო, თავის თავსაც დასცინის, თითქოს ძალიანაც არ იპრანჭება, აქაოდა საკუთარ თავზე უფრო მეტი ცუდის თქმა შემიძლია, ვიდრე შენ წარმოგიდგენია, მაგრამ ეს მაინც იმის მცდელებაა, რომ გაჩვენო, რა მაგარი ტიპი ვარ. ჰოდა, ეს კეკლუცობა მოსაწყენია.

ა და ამაზე გამეცინა:
"მორჩილაძე უფრო ჯაკუზია, ჰიდრომასაჟითა და რეგულირებადი გათბობის სისტემით. მისი კითხვისას ეგებ ჩაგეძინოს კიდეც კომფორტისგან, ჩემთან კი ასეთი რამ არ დაგემართება, რადგან რთულია ჩემთან მოდუნება".
კარგა ერთი-ორჯერ წავუძინე, "ვარდის სურნელს" რომ ვკითხულობდი. არადა აკას წიგნების კითხვისას იგივე არ მახსენდება.

P.S. რა სისულელეა, ამ წიგნს რომ წინასწარმეტყველება ბრალდება. ბავშვებს ხოცავდნენ მანამდეც და მომავალშიც გააგრძელებენ, სამწუხაროდ. მაგრამ მაგ იდეის ავტორი, ალბათ, მხოლოდ უკრაინელი ბავშვების ბედზე დარდობს და არა, მაგალითად, იმავე ასაკის პალესტინელებზე.
Profile Image for Mariam Keshealshvili.
206 reviews
April 8, 2024
ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებული წიგნია რაც ბოლო დროს წამიკითხავს და ვფიქრობ მან უკვე თქვა თავისი სიტყვა ქართულ ლიტერატურაში.

უკვე წიგნის დასრულების შემდეგ გავიგე, რომ ზაზა მრავალი წელია ემიგრაციაში ცხოვრობს და წიგნის კითხვისას აუცილებლად, რაღაცნაირად გრძნობ და სხვანაირად აღიქვამ ტექსტს, ეს არ არის ადამიანი რომელიც თბილისის რომელიმე ქუჩის გადაკვეთაზე ძველ კორპუსში ცხოვრობს და იქიდან წერს ბერლინზე, არამედ ტექსტშივე ხვდები გერმანულ სიხისტეს და შეიძლება ქართველთათვის აუტანელ რუტინას, წესრიგს, დისციპლინას..

საინტერესოა, რომ რომანში პარალელურად ორი ლიტერატურული ხაზი მიდის, თითქოს წიგნში სხვა წიგნს კითხულობ.

როგორც მკითხველს გამეღიმა გალაკტიონზე თუმცა ვფიქრობ, საკმაოზე დიდი ადგილი წაიღო. ყველაფერი უფრო მშობლიური ხდება როცა ალუზია ირაკლი ჩარკვიანთან გხვდება.. და არა მხოლოდ.

ნამდვილად საინეტესო გამოცდილება იყო როგორც წიგნის ასევე ავტორის გაცნობა, თუმცა ალბათ ამ წიგნს თავისი ხასიათი უნდა, ისევე როგორც ზაზას.
Profile Image for Nino Khvistani.
153 reviews7 followers
Read
March 16, 2023
ეს მწერალი ან ძალიან მოგწონს ან ძალიან არ, შუალედური განწყობა ჯერ არ მომისმენია და ეგ რადიკალიზმიც ბევრ რამეზე მეტყველებს.
ბურჭულაძის მაგნუმ ოპუსადაც გამოუცხადებიათ ვარდის სურნელი მავანთ
Profile Image for Natia Morbedadze.
827 reviews83 followers
June 10, 2023
ეს არ არის წიგნი ტრადიციული გაგებით. უფრო სიტყვების გამოფენაა, სიტყვებით თამაშია, ვარდისა და ნაგვის სურნელით გაჟღენთილი ფურცლებია...
August 10, 2024
ბევრი საუბრის გარეშე ვიტყოდი, რომ ამ წიგნში ყველა მკითხველი მიაგნებს იმას, რასაც ეძებს, თუმცა გარდა ამ ძებნისა, ავად თუ კარგად იმასაც იპოვით, რასაც საერთოდ არ ეძებდით და წარმოდგენა არ გქონდათ გჭირდებოდათ თუ არა.

მე პირადად რომანის საძებნელად შემოვედი, თუმცა ვფიქრობ, სულ სხვა რამ მივიღე. ყველაფრით სავსე წიგნში ბევრ ამბავს გაიგებ ან ვერ გაიგებ. მიუხედავად იმისა, რომ კითხვის პროცესი ძალიან გამეწელა, იმასაც მივხვდი, რომ ზაზა ის ავტორია, ვისაც შეუძლია ყველანაირი ამბავი დაწეროს თანაც ყველანაირად გადმოცემული. ისე ატრიალოს მომხდარი ისტორია, როგორც მოესურვება და თავადვე გადაწყვიტოს, მკითხველის რა რაოდენობისთვის გახადოს გასაგები, რამდენად მოგვცეს სიამოვნების საშუალება ან საერთოდ მუდმივ სატანჯველში გვამყოფოს. ამ პროცესის მართვა ძალიან მარტივად გამოსდის.

წაიკითხეთ ზაზა ბურჭულაძის წიგნი “ვარდის სურნელი”, თუმცა ჩემს რჩევას მაინც არ ენდოთ. შეიძლება ეს წიგნი თქვენს ხელში სულ სხვანაირად იქცეს
Profile Image for Kristina.
269 reviews9 followers
December 23, 2023
მე ბერძენიშვილმა გამომიგონაო-ამაზე ჭეშმარიტი არაფერი იყო ამ წიგნში. მეგონა ბოლომდე კარგად ჩაამთავრებდა, მაგრამ ვერ მოახერხა.
Profile Image for Natali.
5 reviews
January 14, 2025
zaza aris chemi vergiliusi sityvebis gamofenashi
Profile Image for Teoteako Metreveli.
92 reviews18 followers
January 2, 2024
რომანი არაა, სიტყვების კონაა, ნელა იკითხება, იმიტომ რომ განვითარება არ გაინტერესებს, უბრალოდ ბავშვობაში უცხო სიტყვათა ლექსიკონში ქექვა მიყვარდა და ამ წიგნსაც იმიტომ ვერ ვეშვები... ზაზა ყოჩაღ ქართული კარგად იცი 🙃
პ.ს. ვიღაცას ეწერა ლაბირინთიაო და აშკარად არიადნეს ძაფი არ მაწყენდა, იქნებ გასასვლელს მივაგნო 🤦😁 - ეს დავწერე ზუსტად შუაში რომ ვიყავი წიგნის, გამოვაღწიე ლაბირინთიდან, სიტყვების, სუნების, დაბნეულობის, ეგოიზმის, ნარცისიზმის.... ლაბირინთიდან.
არ მგონია კიდევ მომინდეს ბურჭულაძის წაკითხვა ახლო მომავალში.
Profile Image for Geørge.
95 reviews
August 29, 2022
სიტყვების ზეიმია ეს წიგნი
Profile Image for Gia Jgarkava.
448 reviews48 followers
November 26, 2023
უცნაური ამბავია - თეორიაში ამ წიგნზე უნდა აღვფრთოვანებულიყავი სიგიჟემდე. ბევრი მიზეზი აქვს ამას - ბურჭულაძის აქამდე რაც წამიკითხავს კმაყოფილი ვიყავი, მაგრამ აი რაღაცნაირი მწერლური ნაწერის კითხვის კაიფი სულ აკლდა, აქ კიდე ეგ მაგის ნაკლებობა არ არის. მისი ხედვები ყოველთვის ახლო იყო, აქ კიდე იმდენი ნაცნობი გადაძახილია, თან ისეთ რამეებზე, ჩემთვის ძალიან საყვარელი რამეები როა, ლიტერატურაშიც, კინოშიც, მუსიკაშიც, შალამოვით და ბეროუზით დაწყებული, ბიტლზითა და ორნეტ კოლმანით დასრულებული. იდეები და ღირებულებებიც ხო ისე ახლოა, რო მეტი არ შეიძლება და წესით მინიმუმ ის ექსტაზი უნდა მოეტანა, აი რო აღმოაჩენ მარტო რო არ ხარ... მარა არ იმუშავა. აი ერთი ძმა კეჟერაძის ინდიკატორი არ ჩაირთო, არ დამბურძგლა. ვფიქრობ რატომ და ორი მიზეზი მომდის აზრად.

ერთი რომ ჟანრობრივად თუ სტილით (თუ რაცაა) არ მომწონს მწერლების რეფლექსია წიგნები. კითხვისას მახსენდებოდა სარტრის "სიტყვები" (ბუნებრივია) და იუნგის "რეფლექსიები" (ქართულად სახელი შეიძლება მეშლება). ხოდა ესენი კი მეტად მომწონს, მარა ესენი მარტო მწერლები არ არიან. კიდე არ მომწონს მაგიური რეალიზმი, თუ პოსტ-მოდერნ-მაგიურ-რეალიზმი, თუ რაცაა. ვარდის სურნელი კი მთლად ეს ჟანრი არაა, არ ვიცი ამასაც რა ზუსტად ქვია, მარა სულ მახსენდებოდა ჰერტა მიულერი, ბორის ვიანი და პლატონოვი. მიუხედავად ერთმნიშვნელოვნად ვაღიარებ ამათ გენიალობას, ვერ ვკაიფობ და მომკალით.

მეორე კიდე შეიძლება მიზეზი ისაა, რომ იქნება ადრე წავიკითხე? ან იქნებ ბურჭულაძემ ადრე დაწერა? ან იქნება ორივე ერთად?

მოკლედ, მგონია რომ უფრო მაგარ რამეებს დაწერს კიდე, მინიმუმ ჩემთვის უფრო მაგარ რამეებს. და მანამდე კიდე ძველები რაც არ მაქვს წაკითხული, იმათ მივაწვები.
Profile Image for ლუკა ჭყოიძე.
118 reviews5 followers
October 18, 2023
წიგნი, რომლიდანაც ყროლის, ვარდისა თუ სიტყვების არომატს თითოეული გვერდიდან გრძნობ. წიგნი, სადაც სიტყვები არ არსებობს და წიგნი, სადაც სიტყვები ქაოტურადაა მიმოფანტული ქაღალდზე და მის მიღმაც. წიგნი, სადაც შავ-წითელ-მწვანე-ლურჯი ბავშვები მათივე საფლავების ქვების უკნიდან ჩუმად გიყურებენ და დაგცინიან. წიგნი, რომელიც კლასიკური გაგებით, რომანი არაა და წიგნი, რომელიც მძიმე რომანია. წიგნი, რომელიც ასლის ასლის ასლის ასლია, წიგნი, რომელიც სიმულაკრია.
და, რასაკვირველია, წიგნი, როგორც სიტყვების გამოფენა.
27 reviews
Read
June 4, 2024
საბას გარდა ჩემი ცომგამოუცლელი გულიც მოიგო ამ წიგნმა. ლოგოფილი მკითხველის მახეში გაბმას მარტივად შეძლებს. თან ისეთი მახეა თავს რომ სიამოვნებით ამოყოფ (რემინისცენციებიც არ მოგაკლდება ტყვეობაში).

რაც შეეხება წინასწარმეტყველებას, ამას ვერ დავეთანხმები, რადგან დილეტანტი ყავაზე მემარჩიელეც კი გამოიცნობს, რომ ამ სამყაროში კიდევ ბევრი ბავშვის სისხლი დაიღვრება. (რა საშინელებაა. მართლაც კანიბალიზმი).

უდაოდ საინტერესო ტექსტია, ქართულ ენაზე ჩახუტებას რომ მოგანდომებს.

Profile Image for Nino Chikviladze.
105 reviews1 follower
November 10, 2023
"რომნები"... მილიონჯერ შემხვდა ეს სიტყვა. 🙄
არ ავღფრთოვანდი...
ვფიქრობ გალაკტიონთან კოლაბორაცია ალამაზებს წიგნს.. ამის გარდა სხვა ინტელექტუალური გადახვევები... წიგნებისკენ ფილმებისკენ მუსიკისკენ ... არაა ცუდად შესრულებული, თუმცა საბოლოოდ უსიამოვნო ქაოსის და აურზაურის შეგრძნება დამიტოვა.

P.S გვ.50-ზე "სიტყვების რახარუხს" ჩავამატებდი... წიგნი მოიხდენდა რაღაცნაირად.
Profile Image for Giorgi Baskhajauri.
139 reviews22 followers
Read
May 26, 2025
ეს კაი ხნის წინ წავიკითხე და დავწერ, რაც მახსოვს: არ იყო ცუდი ნაწარმოები, ძალიან მოხდენილად იყო დაწერილი, მაგრამ როგორც ვიხსენებ ბევრჯერ გავიფიქრე კითხვისას — "კაი, გეყოს!" რადგან მეტისმეტად იჭინთებოდა ავტორი.
Profile Image for Bacho Aptsiauri.
11 reviews1 follower
June 30, 2022
ვერ ვხედავ ზაზას ქართულ ლიტერატურაში და ქართულ ლიტერატურას ვერ ვხედავ ზაზას გარეშე.
Profile Image for Elene.
54 reviews2 followers
Read
January 18, 2025
DNF
იმედი მქონდა, მომეწონებოდა, მაგრამ ამ წიგნმა ჩემზე ვერ იმოქმედა...
Displaying 1 - 19 of 19 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.