ზვიად რატიანი (1971), პოეტი და პოეზიის მთარგმნელი, ავტორია პოეტური კრებულებისა „გამომიგონე“ (1993), „ჩურჩულის გაკვეთილი“ (1994), „ჯიბის ჰაერი“ (2000), „გზები და დღეები“ (2005), „ნეგატივი. 2009-1996“ (2009) და „შენთვის შეიძლება“ (2015). არის პოეტური ანთოლოგიების „გადასახედი“ (1998) და „ქართული ლექსი, XX საუკუნე“ (2015) შემდგენელი. ნათარგმნი აქვს ათობით პოეტის ლექსები, მათ შორის ცელანის, ელიოტის, რილკეს, ქრეინის, ფროსტის, პაუნდის, ოდენის, ლოუელის, მილოშის, ეშბერის, ლარკინის, ტრანსტრომერის, სტრენდის, სიმიკის, ზაგაევსკის, ვენცლოვას და სხვ. 2010 წელს მიენიჭა ლიტერატურული პრემია „საბა“ კრებულისთვის „ნეგატივი. 2009-1996“, 2016 წელს - ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ კრებულისთვის „შენთვის შეიძლება“, 2017 წელს - ვახუშტი კოტეტიშვილის პრემია წლის საუკეთესო თარგმნილი პუბლიკაციისთვის (რობერ ჰასის ლექსები).
პოეტი და მთარგმნელი. დაიბადა 1971 წელს თბილისში. ზვიად რატიანი ხუთი პოეტური კრებულის ავტორია (”გამომიგონე” (1993), ”ჩურჩულის გაკვეთილი” (1994), ”ჯიბის ჰაერი” (2000), ”გზები და დღეები” (2005), ”ნეგატივი” (2010)). თარგმნის ინგლისურ და გერმანულენოვან პოეზიას (ელიოტი, პაუნდი, ფროსტი, სენდბერგი, ოდენი, ლოუელი, სტრენდი, უოლკოტი, სიმიკი, ჰინი, რილკე, ცელანი და სხვ.) მისი ლექსები ნათარგმნია ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, რუსულ, აზერბაიჯანულ, უკრაინულ და სხვა ენებზე. არის პრემია ”საბას” 2010 წლის ლაურეატი.
დღეს მისი დაბადების დღეა და კიდევ ერთხელ წავიკითხე. წელს პირველად, მაგრამ ზოგადად მერამდენედ, აღარ მახსოვს. ყველაზე ძვირფასი და საყვარელი პოეტური კრებულია ჩემთვის, როგორც ამბობენ ხოლმე, სამაგიდო და სასათუმალო. ამ ლექსებში ყველაფერს ვპოულობ: საკუთარ თავს, ჩემს ამბებს, სხვის ამბებს, არასოდეს რომ გადამხდენია, შთაგონებას, ადამიანებს, რომლებსაც უნდა შევხვდე ოდესმე, მათაც, ვისაც აღარასოდეს შევხვდები; მგონია, რომ რაღაც განსაკუთრებულს ვხედავ აქ, რისი დანახვაც სხვას არავის შეუძლია და სულ მაქვს შეგრძნება, რომ სიტყვებსა და საგნებს შორის დაკარგული კავშირი აღდგა და ნებისმიერი განცდის გამოხატვაა შესაძლებელი, თუკი ზვიად რატიანი წერს.
მე, მისგან განსხვავებით, ყველაფრის გადმოცემას ვერ ვახერხებ. მაგალითად, იმის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს კრებული ჩემთვის და რას ვგრძნობ, როცა ვკითხულობ. მაგრამ ის მაინც შემიძლია ვთქვა, რომ "ნეგატივის" არსებობით ბედნიერი ვარ, უზომოდ მიყვარს და მიხარია, რომ თაროზე, ერთი ხელის გაწვდენაზე დევს ყოველთვის და მელოდება.
და ისეთი რივიუებიც კი არსებობენ, თავისით რომ მთავრდებიან, შენ ოღონდ დაიწყე. :)
,,მშვიდად, ალბათ, იმიტომ ვარ, თუმც ყველაფერი მეშლება, რადგან ღმერთმა შეშლაც არ დამიტოვა,,
ზვიად რატიანი ის ღმერთია, რომელიც ახლიდან შეგშლის, აგშლის და ამოგშლის. არ მეგულება გალაქტიკაში არაფერი ისეთი ძვირფასი, როგორც სიტყვებია და არავინ იმაზე მნიშვნელოვანი, ვისაც შეუძლია კომბინირებული საწყობები კი არა, ღამის ფსკერის ამბები შემოგთავაზოს ყველა ტაეპში.
მე პოეტობაზე არასდროს მიოცნებია, მაგრამ ბევრი მიფიქრია პოეზიის განცდის უნარზე - რამდენად მაქვს და რამდენად მინდა გამძაფრება, შესისხლხორცება. დიდი ხანია, მივხვდი, პოეტებზე მეტად ვერავინ მეყვარება და ყოველთვის ვიფიქრებ მათზე, როგორც ხალხზე, რომელთაც ცხოვრებით გათანგულ-დაბნეული მივაკითხავ, გავგრძელდები მათსავე სტრიქონებში და დავიდაღები მათივე ამბორით. ოღონდ ნამდვილ პოეტებს ვგულისხმობ.
ნამდვილი პოეტი კიდე ჩემთვის ისაა, ლექსზე მის გარეშე რომ ვერ იფიქრებ.
ზვიად რატიანთან ერთ ფინჯან ჩაისა და რამდენიმე ღერ სიგარეტზე ფიქრიც კი საკმარისია იმისთვის, რომ ვხვდებოდე, პოეზიას ესმის და პოეტებს ესმით.
“რადგან წერისას ერთხელაც კი ვერ შევძელი, და როგორც ჩანს, ვერასდროს შევძლებ, რომ ან ლექსზე არ ვიფიქრო, ან კიდევ შენზე”
ერთ-ერთი საუკეთესო მემატიანეა ბოლო ოცდაათი წლის ქართული რეალობის და ეს კაცი დღეს გისოსებს მიღმა გვყავს. მჯერა, მალე დაგვიბრუნდება ზვიადი.
ორწლიანი გონებრივი აურზაურის შემდეგ ძლივს დავუბრუნდი სულიერი სიმშვიდის მოპოვების გზას ერთი თვის წინ, თუმცა ისევ ქეჩოში მწვდნენ და უარეს მენტალურ უფსკრულში გადამისროლეს.
ჩალურჯებებიც მალე გაქრება, დამწვრობებიც და ა.შ, მაგრამ ჩემს ძლივს მოპოვებულ მენტალურ სიმშვიდეს რამდენი ხანი დასჭირდება? ვის უნდა მოვთხოვო ამაზე კომპენსაცია, ან თუ არსებობს რამე კომპენსაცია. დედაჩემის უძილო ღამეებისთვის სად ვიპოვო სამართალი?
წავედი, დედას ჩავეხუტო, რუსთაველზე სამ დღეში დაგიბრუნდებით.
პ.ს შედარებით პატარა ლექსები უფრო მომეწონა(საბადან ვერ ვაკოპირებ და გადმოწერა მეზარება)
"შენ იცი, ვინც ხარ. მე არ ვიცი. თუკი რითიმე ამჟღავნებ შენს თავს, მხოლოდ ერთით: ფურცლის სიღრმეში რამდენჯერ თითქმის გასაგონად ამოიხვნეშე, რამდენჯერ თითქოს მომეჩვენა, როგორ ქვითინებ. რამდენჯერ იყო, ვათხრევინე ფურცელი კალამს. ფურცლის ქათქათა ზედაპირი, რომელიც გმალავს. ზამთრის რამდენი უსინათლო ღამე ვათენე და ტყუილია, რომ შეცდომა რამეს გვასწავლის: ამოვთხრიდი და ვრწმუნდებოდი -ეს მერამდენედ - სხვაში, ჯერ კიდევ ხელუხლებელში, გადამასწარი."
ნაკლები მოცულობის ლექსები განსაკუთრებით მელამაზა. სიამოვნებით მივუბრუნდები, ოღონდ დიდი ხნის შემდეგ.
* * *(ორი სიჩუმე ერთ ოთახში...)
ორი სიჩუმე ერთ ოთახში – უკვე პოეზიაა. ფრთხილად მიაწექი სკამის საზურგეს, არ გაიჭრიალოს. მშვიდად მოქაჩე სიგარეტი. ეგონოს ოჯახს, თითქოს სამუშაოდ შეიკეტე. ეძინოს ოჯახს. ფრთხილად გამოაბოლე პირიდან კვამლი, ისე ფრთხილად, თითქოს შიშობდე, სულიც არ ამოვაყოლოო ჩამშვიდებულმა. ასე ითამაშე. ეგონოს ოჯახს. რაც უნდა, ეგონოს. ხოლო შენ მშვიდად წრუპე ყავა, ან ჩაი, ან არაყი, ან წყალი. მშვიდად – ორი სიჩუმე ერთ ოთახში პოეზიაა უკვე, დაიჯერე. და უყურე ფურცელს, სუფთას, შენსას, რომელიც არც ისე ღრმაა: „ვიცი, უშენოდაც ვიცი ყველაფერი“, განიშნებს იგი და დაუჯერე, არ შეეხო, არ შეაწუხო, როგორც ხავსი და კენჭები გამჭვირვალე წყაროს ფსკერიდან – არ აამღვრიო. ორი სიჩუმე ერთ ოთახში ისეც პოეზიაა. მოძრავი სამიზნე
“როდესაც მცივა, ზამთარია. ან გვიანი შემოდგომა. ან სიყვარული. როგორც ტოტები ფოთლებისაგან, ჩემი სიტყვები გრძნობებისგან იძარცვებიან და ჩვენ ერთმანეთს უხერხული პაუზებით ვესაუბრებით, და შენც ყოველთვის ისეთი ხარ, როგორც ყოველთვის: ჩემი მომლოდინე გრილ სასადილოში, სადაც მე და შენ აღარ დავდივართ, სადაც ძვირფასმა რესტორანმა დაიდო ბინა, სადაც აღარ სვამენ ჩაის.
როდესაც მცივა, მე შენ მყავხარ; და ასე იქნება მუდამ, ვიდრე ზამთრობით ბეღურები თბილ ქვეყნებში გადაფრენას დაისწავლიან.”
და თანდათან გადავიხარე იმ აზრისაკენ, რომ შენ გარდა ყველა მამცირებს. ჩემი არ ჯერათ. თითქოს ჯერათ, მაგრამ არ ჯერათ. მე ამას ვგრძნობ და, შესაძლოა, არათუ ძველი სიყვარულით და ერთგულებით, იქნებ ასჯერაც მეტი სითბოთი გესალმები. არადა წერილს ეს არ ეტყობა, და პირიქით, თითქმის არცერთი გულწრფელი ფრაზა აქ არ არის, ანდა ითავსებს რაღაც ხელოვნურს და უკადრისს, რადგან აქცენტი გადატანილი არის რითმაზე შევეშვათ რითმებს. კარგად იცი, მათი შეწევნით ვინმეს მოხიბვლა დიდ გმირობად აღარ ითვლება. მეც არასოდეს - ესეც იცი - მათ არ ვეძებდი (ეს შენც იცი და, მგონი რითმებმაც)
ვკითხულობდი და ვხვდებოდი, რომ რატიანი ახერხებს მაჩუქოს ახალი სიცოცხლე, სულ სხვანაირი... ან დამანახოს მომავალი, იქნებ წარსული?! ნეგატივია ჩემი საცხოვრისი.
მას შეუძლია საათობით იჯდეს ფანჯარასთან, შეუძლია შემოდგომის დღე იყოს გარეთ , შეუძლია გარეთ თბილოდეს , და გეუბნებოდეს :შემოდგომამშვიდობისა, მას შეუძლია ერქვას ზვიად რატიანი და ჩემთვის ყველაზე მაგარი პოეტი იყოს. არ მახსოვს პირველად როდის ან სად წავიკითხე რატიანის ლექსები, ან როდიდან შევიყვარე . ზოგჯერ მგონია, გზადაგზა მომყვებიან და ჩემს ფიქრებს ახმოვანებენ. ყველაზე მეტად რამაც მის პოეზიაში მიმიზდა სიმართლეა, არ გეთამაშება, არ გატყუებს, თავის ტკივილს წერს, ადამიანების ტკივილი კი ისე ძალიან გავს ერთმანეთს, რომ ყველა სათითაოდ "მისად" თვლის პოეტს. "თუ ეს იმედიც ზღაპარია, როგორც უკვე ათასჯერ მოხდა, ცხოვრებაზე გული კი არ გამიტყდება, ყველფერზე ხელს კი არ ჩავიქნევ, ჩავთვლი, რომ, უბრალოდ, ცუდი მეზღაპრე ვარ და ახალ იმედს დაველოდები." და შენც მიყვები, ელოდები ახალ იმედს ,ხედავ გზებს და დღეებს, სუნთქავ ჯიბის ჰაერს და შენი ცხოვრების ნეგატივს ამჟღავნებ. არსებობენ ლექსები , რომლებიც ყოველდღე კი არ უნდა იკითხო, არამედ ნელ-ნელა, მშვიდად და გამოზოგვით. არსებობენ პოეტები, რომლებიც არ ჩანან, ისე ცვლიან შენი ცხოვრების გზებს და დღეებს და "ის დღეც არსებობს, როცა ცაზე ვიღაც მოდგება და ერთიანად გაკრეფს ვარსკვლავებს, თან გადმოგძახებს: "თავიდანვე ჩემი იყოო".