Jump to ratings and reviews
Rate this book

5 რომანი

Rate this book
ამ წიგნში გრიგოლ რობაქიძის ხუთი რომანია შესული, რომელიც, დიდი მწერლის დრამატული ცხოვრების გათვალისწინებით, სრულიად განსხვავებულ დროში, გარემოსა და ვითარებებში იქმნებოდა.

გრიგოლ რობაქიძე 1900-იანი წლებიდან 20-იანი წლების ბოლომდე აღიარებულ ავტორად, კულტურული და სალიტერატურო პროცესის ერთ-ერთ წინამძღოლად და გემოვნების კანონმდებლად მიიჩნეოდა საქართველოში. საბჭოთა კავშირის დატოვებისთანავე ის ხალხის მტრად შეირაცხა და დიდი ხნით აიკრძალა.

გრიგოლ რობაქიძის ხუთი რომანი – „გველის პერანგი“ (1926 წ.), „მეგი – ქართველი გოგონა“ (1932 წ.), „ქალღმერთის ძახილი“ (1934 წ.), „მცველნი გრალისა“ (1937 წ.), „ფალესტრა“ (1928 წ.) – ჯერ სამშობლოში, შემდეგ კი ემიგრაციაში იწერებოდა. მათი დიდი ნაწილი ზედიზედ ითარგმნა და გამოიცა წამყვან გერმანულ გამომცემლობებში. და რადგან გრიგოლ რობაქიძის ემიგრანტული არქივი დღემდე დაკარგულადაა მიჩნეული, სწორედ იმ გამოცემებიდან მომზადდა რამდენიმე რომანის თარგმანი.

გრიგოლ რობაქიძე 1927 წელს შტეფან ცვაიგისადმი მიწერილ ბარათში, რომელშიც ევროპაში სრულიად უცნობი ავტორი აღიარებული და სუპერპოპულარული მწერლისგან მხარდაჭერას ითხოვდა, წერდა: „საქმე ეხება არა პოეტის ლიტერატურულ სახელს, არამედ ერთი პატარა აღმოსავლური ერის სულიერი მდგომარეობის გაცნობას ევროპელი ხალხებისათვის“.

წიგნში შესული რომანები („ქალღმერთის ძახილი“, „მეგი – ქართველი გოგონა“, „მცველნი გრალისა“) გერმანულიდან თარგმნეს: დალი ფანჯიკიძემ, ნანა გოგოლაშვილმა და თამარ კოტრიკაძემ.

810 pages, Hardcover

Published January 1, 2018

4 people want to read

About the author

Grigol Robakidze

23 books66 followers
Grigol Robakidze [Georgian: გრიგოლ რობაქიძე] (October 28, 1882 – November 19, 1962) was a Georgian writer, publicist, and public figure primarily known for his exotic prose and anti-Soviet émigré activities.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
1 (100%)
4 stars
0 (0%)
3 stars
0 (0%)
2 stars
0 (0%)
1 star
0 (0%)
No one has reviewed this book yet.

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.