What do you think?

დევნილთა უღელტეხილი
1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა... ათასობით ქართველი იძულებული გახდა, სვანეთისკენ მიმავალ უღელტეხილის გზას დასდგომოდა. ასეც შეიძლება: გაურბოდე სიკვდილს, მაგრამ ფეხები უკან გრჩებოდეს; მიუყვებოდე ჯოჯოხეთურ გზას და გულის სიღრმეში არც გინდოდეს მისი დასრულება, რადგან... რადგან უკან გრჩება სამშობლოს ნაწილი, სახლი, ბავშვობა, მოგონებები... მხოლოდ უკან? - ზოგიერთები სულაც იქვე დარჩნენ - "ზეციურ საქართველოს საზღვრამდე ისედაც თავიანთი ფეხით ამოსულები"... არავინ იცის, რას განიცდიდა და ფიქრობდა მაშინ გოლგოთის მსგავს გზაზე შემდგარი ქართველი, მაგრამ გურამ ოდიშარიას მონათხრობით ნამდვილად შეიქმნა უღელტეხილგამოვლილთა ღრმა ემოციუსა და დიდ განცდათა ერთიანი მხატვრული სურათი.
Unknown Binding
Ratings & Reviews
Friends & Following
Create a free account to discover what your friends think of this book!
Community Reviews
Displaying 1 - 8 of 8 reviews
Read
August 10, 2022Abkhazia is Georgia
Samachablo is Georgia
Samachablo is Georgia
February 17, 2025
ყველა გვერდი მძიმე საკითხავია,როცა იცი რო რაც წერია რეალურად მოხდა და რაც წერია არ ასახავს მთლიან სურათს.ამ მოთხრობაში აღწერილი ტრაგედია ზღვაში წვეთია,რაც რუსეთმა ქართველებს დამართა აფხაზეთის ომით და აფხაზეთის ომი ოკეანეში წვეთია,რა დანაშაულიც რუსეთს საქართველოს წინაშე მოუძღვის
ყველა ქართველმა იცის რა შემზარავი რაღაცეები ჩაიდინეს რუსების ძმებმა აფსუებმა თუ თავად რუსებმა ამ ომში და ამ ყველაფრის ფონზე როგორი ტრაგიკულია რო დღესაც მოიძებნება ქართველი,რომელიც რუსეთს მეგობრად მიიჩნევს..

March 24, 2024მე ამ უღელტეხილს გავივლი
May 31, 2023
გული მომიკვდა...
March 23, 2024
უბედურია ქვეყანა , სადაც კეᲗილ სიტყვაზე მეტად ტყვია ფასობს, სიყვარულზე მეტად კი-სიᲫულვილი.:((
December 10, 2025
საშინლად მტკივნეულია თითოეული გვერდის წაკითხვა, თან როცა იაზრებ, რომ ეს მხოლოდ წიგნი არ არის და რეალურად, ესეთი საშინელებები ხდება.
რთულია, უყურო და უსმინო იმ ადამიანებს, რომელთაც დევნილთა უღელტეხილის გადალახვა მოუწიათ, მტკივა ყველა ადამიანი, რომელიც სამწუხაროდ დევნილთა უღელტეხილზე დარჩა და ვეღარ გააგრძელა ცხოვრება.
კითხვის დროს ერთი რამ მაძლევდა იმედს და ეს იყო სოლიდარობა. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა ერთმანეთს დავეხმაროთ, მხარი დავუჭიროთ, განსაკუთრებით რთულ პერიოდში, როცა თბილ სიტყვასაც კი მნიშვნელობა აქვს.

July 24, 2025
“უბედურია ქვეყანა, სადაც კეთილ სიტყვაზე მეტად ტყვია ფასობს, სიყვარულზე მეტად კი - სიძულვილი.”
“თუ გადარჩება ჩვენი მამული დაღუპვას, მას მხოლოდ სიყვარულის, სიბრძნისა და სიკეთის ძალა, ნებისმიერ იარაღზე უძლეველი ძალა გადაარჩენს.”
ეჰ…
“თუ გადარჩება ჩვენი მამული დაღუპვას, მას მხოლოდ სიყვარულის, სიბრძნისა და სიკეთის ძალა, ნებისმიერ იარაღზე უძლეველი ძალა გადაარჩენს.”
ეჰ…
January 11, 2026
მეძავებიც აქ არიან და მედროვენიც, მათ გარეშე არც მშვიდობაა და არც ომი, და არც დევნა, რა თქმა უნდა.
…
ისინი ბიბლიის ფურცლებიდან გადმოსულები, ნისლიან სკნელებში წრიალებენ, საკუთარი, აცრემლებული სულის ლაბირინთებში ხეტიალებენ, მიემართებიან არსაით.
…
ისინი ბიბლიის ფურცლებიდან გადმოსულები, ნისლიან სკნელებში წრიალებენ, საკუთარი, აცრემლებული სულის ლაბირინთებში ხეტიალებენ, მიემართებიან არსაით.
Displaying 1 - 8 of 8 reviews