ეს წიგნი არც ფრანგულია (როგორც ავტორის ფსევდონიმმა შეიძლება გვაფიქრებინოს) და არც ქართული (როგორც ავტორის რეალური წარმოშობა). ის როჰინგებზეა - ადამიანებზე, რომლებიც მიანმარიდან არნახულ დევნას გაექცნენ ბანგლადეშში, იქ კი ისევ რელიგიური შუღლისა და ძალადობის წინაშე აღმოჩდნენ. უფრო სწორად კი ეს არის წიგნი ყველაზე - სხვადასხვა რელიგიის, ეროვნების, რასის ადამიანებზე. ქანაანის შვილებზე, რომლებიც მიუხედავად განსხვავებულობისა, ერთი გემით მიემგზავრებიან აღთქმული მიწისკენ. აქ ადგილი ყველასთვისაა - ქრისტიანებისთვის, მუსლიმებისთვის, ბუდისტებისთვის, ინდუისტებისა თუ ათეისტებისთვის, აზიელების, ევროპელების თუ აფრიკელებისთვის, ქალებისა თუ კაცებისთვის... ისევე, როგორც ღმერთი გამოუძებნის ადგილს ყველას, ვინც მის გზას დაადგება და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა რა სახელით მიმართავს ის მას. საბოლოოდ აბრაამი, სიმონ ბოლივარი, ექიმი ჟივაგო, პუშკინი, დანტესი, აფრიკელი გოგონა, იტალიელი კინოს "მომტანი" აპარატითურთ, ანგელოზი ტონინო და სხვები ერთად მიაკაკუნებენ სამოთხის კარზე...