Jump to ratings and reviews
Rate this book

ბორიაყი

Rate this book
„ოთარ ჩხეიძის „ბორიაყი“ 1974 წელს გამოქვეყნდა. ამ დროს თითქოს უკვე მიმცხრალია საბჭოური რეპრესიები, უფრო სწორად, სიკვდილით აღარ უსწორდებიან თავისუფალ სიტყვას, მაგრამ მაინც ძალიან სახიფათოა 1924 წლის აჯანყებაზე წერა, მეოცე საუკუნის ოციანი წლების სრული და ობიექტური სურათის აღდგენა.

თავიდანვე აბსურდულად გამოიყურება ნიკუშა ჩაჩანიძის სურვილი, გაემგზავროს გორის სოფლებში ხალხური მუსიკალური ნიმუშების მოსაძიებლად, შეადგინოს თავისი სამოქმედო გეგმა და მარშრუტი და ასე იაროს კარდაკარ იმ არეულ დროში, როცა აღარავინ აღარავის ენდობა და ხალხი ისეა დაშინებული, უცხოს კი არა, კარი ლამის ერთმანეთს არ გაუღონ. უკვე საბჭოთა ხელისუფლებას ფეხი მყარად აქვს მოკიდებული საქართველოში, ქვეყანა დამარცხებულია და წელში გატეხილი. ამიტომაც ხდება, რომ ვერც მასპინძლები იჯერებენ ნიკუშა ჩაჩანიძის მოგზაურობის ნამდვილ მიზანს და მას, როგორც მხსნელს, როგორც ქვეყნის გასათავისუფლებლად რაღაც არარსებული შეთქმულების ერთ-ერთ თავკაცს, ისე უყურებენ...

ოთარ ჩხეიძის შემოქმედება იმიტომ არის ზოგადსაკაცობრიო ღირებულებისა, რომ მასთან ყველაფერს მსჭვალავს ეროვნული, ქართული ხასიათი. ამ არტისტიზმს კი საოცარი იქნებოდა გულგრილი დაეტოვებინა ქართული კინემატოგრაფი. არადა, მხოლოდ ქართული კინოს ნამდვილი გენიოსი გიორგი შენგელაია მიხვდა, რა სიღრმისა და მნიშვნელობის ფილმი შეიძლებოდა შექმნილიყო ოთარ ჩხეიძის რომანის მიხედვით. გიორგი შენგელაიას „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“ მართლაც ყოველმხრივ უნიკალური ფილმია, რასაც, პირველ ყოვლისა, ლიტერატურული პირველწყაროს – გენიალური „ბორიაყის“ დიდი მხატვრული ღირებულება განაპირობებს“, – გიორგი ლობჟანიძე

390 pages, Paperback

Published January 1, 2022

18 people want to read

About the author

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
7 (63%)
4 stars
4 (36%)
3 stars
0 (0%)
2 stars
0 (0%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 6 of 6 reviews
Profile Image for Natia Morbedadze.
862 reviews82 followers
December 28, 2022
გზას დასდგომია ახალგაზრდა კომპოზიტორი ნიკუშა ჩაჩანიძე... სიმღერები უნდა ჩავიწეროო, გადაუწყვეტია. ერთი რამ კი გამორჩენია მხედველობიდან - ახლადგასაბჭოებულ ქვეყანაში ვერც დაბეჩავებულ ხალხს წარმოუდგენია მსგავსი წამოწყების რეალურად არსებობა და ვერც მოთარეშე "ახალ მოწესეებს". "ყოფილი" თავადაზნაურობა მხსნელს ელის, "წითლები" მუდამ შეთქმულების მოსპობაზე ფიქრობენ. ასეთი "მოლოდინი" კარგს რომ არ არაფერს უქადის ბაფთიან გულუბრყვილო მუსიკოსს, მშვენივრად მოგვეხსენება "რუსთ მფარველობაში" გატარებული საუკუნეების შემდეგ...
Profile Image for Salome G..
36 reviews7 followers
July 19, 2022
დიდხანს გამიგრძელდა ოთარ ჩხეიძის ენასთან ჭიდილი... ეს ის წიგნი არაა რომელსაც ერთი ამოსუნთქვით წაიკითხავ,ბევრ ღრმა ამოსუნთქვას მოითხოვს :) საბჭოთა რეჟიმის ამსახველი ერთ-ერთი საუკეთესო რომანი! "განწირულიყო ყველაფერი,ბოროტი პარპაშებდა,პარპაშებდა,პარპაშებდა,იყო ზეიმი ბოროტებისა.."
როგორც ბოლოთქმაში წერია "არსებობს ასეთი რამ "მწერლის ფრაზა",რომელიც არ ითვალისწინებს მკითხველის უმწიფრობას,არ უღეჭავს მას სათქმელს და მკითხველთან,როგორც უკვე სრულწლოვან პარტნიორთან,ისე პოზიცირებს.ნებისმიერი დიდი ტექსტი გვზრდის და რაც მთავარია თავისი შეუვალობით,ზოგჯერ თავისი ლამის ჰერმეტული დაგმანულობით ზრდისკენ გვიბიძგებს." უკეთესად ვერაფერს ვიტყვი.
და მაინც: ხეთერელები,კათარელები,არჯევნელები,იტრიელები,ოცხელი,მაბკურელი,ვარაზნელი,თათაშელი,ჩაჩანიძე... 🖤
Profile Image for Nino Chikviladze.
107 reviews1 follower
December 26, 2024
ოთარ ჩხეიძის ბორიაყი ❤️ როგორი დროულია იყო ჩემთვის ახლა ამის წაკითხვა.

60იან წლებში დაწერილი ამბავი 20იანი წლების ოკუპაციის შესახებ.
ამის გამო ლოგიკურია, ამ წიგნსაც რთული ბიოგრაფია აქვს ...
წიგნი დაიწერა 1967 წელს და სრულად 17 წლის შემდეგ გამოიცა, 1984 წელს... მანამდე ხშირად ითხოვდნენ მწერლისაგან დათმობას, ზოგი ადგილის გადაკეთებას.

მიხარია, რომ ჩვენამდე მოვიდა და შესაბამისი სერიის ("10 რომანი დიქტატურაზე") ქვეშ გამოიცა...

ოკუპაციის შემდგომი 20-იანი წლების საქართველო, ქაქუცას შეთქმულების ძიება... უბრალო მუსიკოსში გმირის ძებნა .. წიგნში აღწერილ ქაოტურობას, ბურუსს, ნისლს, ბორიაყს მკაფიოდ გასდევს ბრძოლის და მუდმივი ქმედების, შეურიგებლობის იდეა.

🔹მკვდარია ერი, თუ არ იბრძვის თავისუფლებისათვის
🔹 უმოქმედობა სიკვდილზე ძნელია
🔹 ის იარსებებს ვისაც ძალა შესწევს ურჩობისა

და საბოლოოდ რწმენა... მხოლოდ და მხოლოდ გადარჩენის რწმენა შეგვაძლებინებს რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ და გადავრჩეთ.

🔹 ნუ მინებდები სიმუხთლეს ბედსა, განსჭვრიტე ჭეშმარიტი, იწამე გადარჩენა, გადარჩენა იწამე, გადარჩენა იწამე, გაჰფანტე აღრევანი გონებისანი, სულმოკლეობა მორჩილებისა, აღამაღლე სული უძველესი ხალხისა, სული უკვდავებისა, სული უკვდავებისა, აღამაღლე ენაი შენი, ენაი დიადი, ენაი ღმერთებისა...

არ მიკვირს რომ ამ წიგნის დაბეჭდვა საბჭოთა საქართველოში ძალიან გართულდა.

ყველა სცენა ძლიერი და შთამბეჭდავია, თუმცა ჩემზე საფლავებიდან წამომდგარი გმირების სცენა ძალიან მაგიურად მოქმედებს.
Profile Image for Shako Mikabadze.
45 reviews1 follower
January 17, 2026
ნამდვიმად იმსახურებს ეს წიგნი ქართულ ლიტერატურაში მოწინავე ადგილს თავის გამორჩეული სტილით და შინაარსით.

ცალკე გმირობაა ასეთი წიგნის დაწერა იმ ეპოქაში, მართალია 37 წელი არ იყო, მაგრამ ცხადია ბევრს გადაიმტერებდა ამ წიგნით ოთარ ჩხეიძე.ამის ფონზე ბევრად ლოგიკური იქნებოდა სათქმელი მაქსიმალურად შეენიღბა, მაგრამ პირიქით თითქმის ყველა გვერდზე მკაფიოდ, ღიად იგრძნობა რამდენად დიდებული რამ დავკარგეთ 1921 წელს და რამდენად დიდი უბედურება დაიწყო.

წიგნი 1924 წლის აჯანყებას ეხება, ჯერ მხოლოდ სამი წელია გასული იმ შავი დღიდან და იდეალურად აღწერს ავტორი ამ პერიოდში რამხელა უიმედობამ დაისადგურა და როგორ იკიდებდა ფეხს მორჩილება ხალხში, მართალია პატარ-პატარა კერები მთელი საუკუნე შემორჩა, მაგრამ ვაი რომ მხოლოდ პატარა და ვერ გავრცელდა ხალხში.დიდი საქმეები კი პატარა კერებით არ ხდება.შემოვიდნენ, წაგვართვეს თავსიუფლება, სანაცვლოდ მორჩილება მოგვაჩეჩეს და აგერ უკვე მერამდენე წელია, მოუხედავად მოპოვებილი დამოუკიდებლონისა, ვერ ჩამოვიცილეთ, დავიზუთხეთ და ვეღარ დავივიწყეთ
Profile Image for Leila Beruchashvili.
26 reviews4 followers
May 18, 2022
საოცარი წიგნია, საოცარივე ბედით. 1967 წელს დაიწერა და 1984ში ძლივს გამოსცეს, ისიც ცალკე წიგნადაც არა. წიგნის ბოლოს, 2006 წლის მინაწერია, ავტორისეულივე, ჯერ კიდევ ის პირველი გამოცემა მიჭირავს ხელშიო. 2007 წელს გარდაიცვალა ბატონი ოთარ ჩხეიძე და 2022 წელს, როგორც იქნა, გამოიცა სრულად…

1920იანი წლებზე მოგვითხრობს მწერალი, ახლად გასაბჭოებულია ქვეყანა. “კანონად ექციათ, რასაც ინებებდნენ რო აქცევდნენ კანონადა, ვინც რო ინებებდა დასდებდა კანონადა, ქვეყანა რო უკანონობისა გახლდა…” რა შეიცვალა რო?! ერთი საუკუნე გავიდა და დავბორიაყობთ ისევ ისე…
30 reviews
July 6, 2025
რთული ენით დაწერილი და არა - მარტივად წასაკითხი წიგნი.

თუმცა მიუხედავად ამისა, ქართული ლიტერატურის შედევრი, რომლის არსებობის შესახებაც სულ რამდენიმე კვირის წინ გავიგე და როგორც იქნა, დავაყენე საშველი წაკითხვას.

წიგნი ბევრ რამეზეა - ერთი მხრივ, ბრწყინვალედ აღწერს საქართველოს ყოფას, კერძოდ კი, 1921 წლის, დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ ჩვენს მდგომარეობას, მუხლებში გადამტვრეულ ერს, ერს, რომელსაც უნარი აღარ აქვს იბრძოლოს;

ხოლო მეორე მხრივ, იმას, თუ რა მნიშვნელობა აქვს წინააღმდეგობას, რა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ იბრძოლო, მიუხედავად ყველაფრისა, საკუთარი თავისა და თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად. და რა მოელის ერს მაშინ, როდესაც ფარ-ხმალი დაყრილი აქვს.

ტრაგედიაა ისიც, რომ არაერთ პარალელს ვხედავ თანამედროვეობასთან, როცა ერის სიცოცხლის იმპულსი მინავლებულია, ბრძოლის ხალისი აღარ ჩანს და თითქოს, საზოგადოების ნაწილი მზადაა რიგში ჩადგეს და გაუდგეს გზას საკუთარი თავის სასაკლაოსკენ, როგორც წიგნის ბოლო ნაწილში.

მოკლედ, სავალდებულო საკითხავი ნებისმიერი ქართველისთვის - 5/5.
Displaying 1 - 6 of 6 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.