ეს რომანი 194550 წლებში იწერებოდა. იგი ასახავს დიდი სამამაულო ომის მომდევნო პერიოდის წარმატებებს, სიძელეებს, ტივილებს. სამარცხვინო ბოძზე არავს ნიღაბაფარებულ ეგოიზმს, გაკადნიერებულ უტიფრობას, კარიერიზმს, თვითნებობას, კინკაობას, ინტრიგებს, თანამდებობრივი მდგომაეობის პირადი შურისძიებისთვის გამოყენებას, საქმედ მიჩნეულ უსაქმურობას, კანონისადმი ბატონკაცურ დამოკიდებულება, მოჩვენებითი მოღვაწეობის ყალბ მორალს. ერთი სიტყვით, წარმოგვისახავს კეთილისა და ბოროტის მარადიულ ჭიდილს.
დაბადების ადგილი: სოფელი ხიდისთავი, ჩოხატაურის რაიონი.
ალ. კალანდაძე მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში, იბრძოდა ბრესტის ციხესიმაგრეში, იყო პოლონეთისა და საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობის წევრი. 1975 წლიდან ხელმძღვანელობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის ჟურნალისტიკის განყოფილებას. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1966).
ბიბლიოგაფია:
ანტონ დიდი
სახიფათო მოსახვევები
წყვდიადში ჩახედვა
ცეკვა ხანჯლებით
სიცოცხლის ხარკი
ქართულ მწერლობაში ლიტერატურული სტილის მონაცვლეობის ზოგიერი საკითხი
ვფიქრობ, ყველა წიგნი იმსახურებს წაკითხვას და წლებია ამ მოსაზრებით ვხელმძღვანელობ, როცა მორიგ წიგნს ვირჩევ წასაკითხად. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, მაქვს წინასწარგნწყობები, მომეწონება თუ არა ესა თუ ის წიგნი. ამ წიგნზე ძალიან ზერელე წარმოდგენის ვიყავი. მორიგ საბჭოთა პროპგანდისტულ რომანს ველოდი. თუმცა სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩა, როცა ლამის დისდენტური რომანი შემრჩა ხელში. 1945-50-იან წლებში დაწერილი რომანი მხოლოდ 1988 წელს გამოუქვეყნეს ავტორს. წაკითხვის მერე გასაგები გახდა, რატომ არ აქვეყნებდა ცენზურა ამ ნაწარმოებს. მეტიც, 1988 წელსაც რომ გამოუშვეს ეგეც გასაკვირია. ავტორის დაწვრილებით ბიოგრაფიას არ ვიცნობ, მაგრამ რაც ვიცი გვაფიქრებინებს, რომ რომანის მთავარი გმირის ანტონ გუბზელის პროტოტიპი, თავად ავტორია. გვარი გუბაზელი, მდინარე გუბაზეულიდანაა აღებული, რომელიც ხიდისთავში ჩამოედინებს. მთავარი გმირიც გურულია. ისიც მერე მსოფლიო ომის მონაწილეა და საფრანგეთის გათავისუფლებაში იღებდა მონაწილეობას. სხვა დეტალიცაა, რომელსაც სპოილერის გამო არ ვახსენებ. არცერთ სხვა, საბჭოთა პერიოდში დაწერილ სხვა რომანში, არ შემხვერია ასსეთი დაუნდობელი კრიტიკა იმ დროინდელი ყოფისა. თან ჩვენ ვსაუბრობთ სტალინის დროინდელ სსრკ-ზე, როცა გადმოცემით, მეტი წესრიგი იყო, ნაკლები ნეპოტიზმი და კორუფცია. თუმცა ამ რომანს თუ დავუჯერებთ, ეს მხლოდ მითი ყოფილა, ან შემდეგ წლებში მდენად აუშვია პრივილეგირებულ ფენას (და არა მარტო), რომ ხალხს დავიწყნია სტალინის დროინდელი მანკიერებები. ამ რომაში უხვადაა ნეპოტიზმი, ქრთამები, ჩაწყობები, პირადი შურიძიების გამო ადამიანებზე გადამტერება და ა.შ. ასევე ნაჩვენებია თუ რამდენად გაუნათლბელი და უწიგნური სეიძლებოდა ყოფილიყო კულტურის მინისტრი, რომ ანტიკვარიატი არსი და ფასი არ სცოდნოდა (ამ ეპიზოდზე ბევრი ვიცინე). ამ ყველაფერს თან გასდევს მთავარი გმირის მორალური გადაგვარება. ის არა თანაგრძნობას, არამედ სიბრალულს და გულისრევასაც კი იწვევს, განსაკუთრებუთ ოჯახურ ურთიერთობებში. ატორის ერთადერთი იაღლიში სტალინის სიყვარულია. მას, ისევე როგორც ბევრს სწამდა, რომ სტალინი კარგი და ღირეული კაცი იყო, რომელსაც გარემოცვა არ უწყობდა ხელს. ავტორი 1996 წელს გარდაიცვალა. საიტერესოა რას ფიქრობდა ის სსრკ-ს დაშლასა და იმ რეალობაზე, რომელშიც ბოლო წლებში მოუწია ცხოვრება.