ღირდა თუ არც ღირდა ეს ყველაფერი ცდად? ალბათ ღირდა, რადგან თენდება და რადგან ახალი ცხოვრებისთვის კიდევ ერთი დღე დგება, ანუ ასეც უნდა ხდებოდეს და დიახ, ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყო. ეცოდინება თუ არა მას ჩემი წარსული? ალბათ, ზუსტად იმდენი, რამდენის გაზიარებასაც მოვინდომებდი და ზუსტად იმ დოზით, რა დოზითაც ჩავთვლიდი, რომ გაეგო. ადამიანებს, ყველას, ჩვენ-ჩვენი ისტორიები გვაქვს. ზოგის ისტორია ნაკლებად ტრაგიკულია, ზოგის -მეტად. ზოგს იარა მთელი ცხოვრება მიჰყვება, მთავარია, ერთმანეთის მეტად დანდობა ვისწავლოთ, ამით ყველას ბევრად ნაკლებად გვეტკინებოდა, ვიდრე გვტკივა. და მაინც, სანამ ყოველ ახალ დღეს შეუძლია შენი ცხოვრება 360 გრადუსით შეცვალოს, უნდა ცვლიდე! ყველას აქვს თავისი პირადი სივრცე, რომელიც მარტო მაშინ ხდება ''საერთო'', როდესაც ეს ორივესთვის ძალიან კომფორტულია.