Jump to ratings and reviews
Rate this book

ძველი რვეულებიდან

Rate this book
ცხოვრება, სადაც ფერწერა და პოეზია იმდენად მჭიდროდ შერწყმია ერთმანეთს, რომ მისი ტექსტების კითხვა იმ საგამოფენო დარბაზში სიარულს ჰგავს, რომელშიც უცნაური მეწამულისფერი გადახდილი ჭერიდან განთიადებად იღვრება და ფურცელზე კი ვკითხულობთ: „ნუთუ ეს მე ვარ?! ისევ მე ვარ?! ისევ მოვსულვარ“.
ასე მოვიდა ესმა ონიანის დინამიკური და დაუმორჩილებელი პოეზია – ჯებირების რღვევითა და დამანგრეველი სინამდვილით, განსაკუთრებული ფერი, სუნი და გემოც რომ დაჰყვება. ეს სინამდვილეა, ბოლო დროს რომ განსაკუთრებით მოვისაკლისეთ ადამიანებმა და ჩანაწერების წიგნიც (ძველი რვეულებიდან) სწორედ ამ ნამდვილობის განცდით არის გაჯერებული.

202 pages, Paperback

Published January 1, 2011

2 people want to read

About the author

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
0 (0%)
4 stars
0 (0%)
3 stars
1 (100%)
2 stars
0 (0%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 of 1 review
Profile Image for NIGHTSTAND CHAOS.
113 reviews5 followers
Read
February 10, 2024
,,სამყარო იმისთვისაა, რომ ყოველთვის გაიოცო". ესმას დიდი ხელოვნება დიდი განცვიფრებაა და ნოდარ ანთაძისეული დეფინიცია - ,,ესმა ონიანი დაბადებული იყო დედოფლად და იქცეოდა, როგორც დედოფალი" - უზუსტესად განმარტავს მეოცე საუკუნის გამორჩეული ხელოვანის პიროვნულ არსს. მე კი მისი ნააზრევების შესაფასებმად მისსავე ესეს გამოვიყენებ:
,,ჩემი გონება, თავი თუ სააზროვნო აპარატი მაოცებს - როგორ ავღწერო - მისი ყოვლისმოცვის, ყოვლის თავისთავში ტარების უნარი, ყოვლის არა მარტო მთელ-მთელად, გლობალურ საკვანძო კანონზომიერებად ტარებისა, არამედ ასევე ყოველ ცალ-ცალკე შემთხვევად, კონკრეტულ-ადამიანურ განსხეულებულ შემთხვევად ტარებისა, არა მარტო თანადროულად, არამედ იქეთ-აქეთ, დროის დაუყოფლად - სამებაში; ადამიანური გონების ყოველნაირი, ყოველმხრივი გაწახნაგება-გაელვების, სხვადასხვა დარგობრივ, სხვადასხვა დროულ, სხვადასხვა მიხვედრათა, შედეგთა, დასკვნათა, სხვადასხვა ელფერმიცემულ ნაკადთან, შესაძლებელ გასაცნობიერებელ გზათა ტარებისა, ტარებისა ჩემში არა მიხვედრა-გაელვება-გაოცება-ერთბაშ-მოუხელთებლობა-დავიწყება საფეხურზე, არამედ მტკიცედ ფიქსირების, გარკვეულად, ურყევ ცოდნა-რწმენის დონეზე; აი, ყოველივეს ასე და ამდენად ტარების - შეცნობა, გააზრება, მიხვედრა-გაანალიზება, ამით დაუბნევლობა, თან გაურკვევლობა, რამდენადაც ყოველი ამის ტარების უნარს ადამიანურ ფორმისთვის დამახასიათებელ თვისებად მივიჩნევ (შევიგრძნობ) - თუმც ვამბობ მაოცებს-მეთქი ადამიანურად. და ყოველივეს ერთ შემდინარე მთელად, გადაერთებულ, მუშტად შეკრულ ბირთვად მოცვის უნარი."
Displaying 1 of 1 review

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.