Jump to ratings and reviews
Rate this book

არგადარჩენა

Rate this book
არგადარჩენა“ ბოლო 4 წლის განმავლობაში შექმნილი ლექსების კრებულია. წიგნის სახელწოდების კონცეფცია მიკარნახა ამავე სათაურის მქონე ჩემმავე ლექსმა, რომელიც ბიბლიური თემის სტრუქტურალისტურ რეკონსტრუქციას გულისხმობს. „თუ უფალი არ ააშენებს სახლს, ამაოდ გაირჯებიან მისი მშენებლები; თუ უფალი არ დაიცავს ქალაქს, ამაოდ ფხიზლობს გუშაგი.“ (ფსალმუნნი, გალობა აღსავალთა. 126 (127:1). ბიბლიური თეზა იმედს გულისხმობს, რაც კომფორტის ზონას ქმნის მკითხველისთვის, ჩემ შემთხვევაში კი გადავწყვიტე, ამ კომფორტის ზონიდან გამომეყვანა მკითხველი და შემომეთავაზებინა ეგზისტენციური ჩიხი, სადაც ადამიანი, როგორც წესი, სრული უიმედობის ზღვარზე მოძრაობს.

მაგრამ მთავარი მიზეზი, რის გამოც კრებულს ის ჰქვია, რაც ჰქვია, არის თავად პოეტის (ზოგადი პოეტის, ასე ვთქვათ, პოეტის იდეის) თვისებრივი მხარე: პოეტი არის ოდისევსური „არავინ“, რომელიც დროის ციკლოპს (წაიკითხე: კონიუნქტურას ან ბაზრის ტრენდს) უნდა დაუსხლტეს და ცხვრის ფარას (წაიკითხე: შიშებსა და კომპლექსებს) ამოფარებული უნდა გავიდეს სამშვიდობოს. მაგრამ ოდისევსისგან განსხვავებით, პოეტი ვერასოდეს გავა სამშვიდობოს, ვერ გადარჩება და ამ ვერგადარჩენაში ვხედავ პოეზიის განწირულ და ლამაზ მისიას. შესაბამისად, კრებულს უნდა დარქმეოდა „ვერგადარჩენა“ და არა „არგადარჩენა“, და ასეც მქონდა ჩაფიქრებული, თუმცა ლინგვისტური თვითანალიზისას მივხვდი, რომ ეს არასწორი იქნებოდა. „ვერ“ უარყოფითი ნაწილაკი გულისხმობს ქმედებათა შეუძლებლობას გარემო პირობების გამო, ხოლო „არ“ ნაწილაკი სუბიექტის ნებელობას მოიცავს. ჩემი სათქმელი უნდა ყოფილიყო ის, რომ პოეტს შეუძლია გადარჩეს კიდეც, მაგრამ ის არ, სწორედაც რომ არ გადარჩება, პრინციპულად და მიზანმიმართულად არ გადარჩება.

თქვენც გისურვებთ არგადარჩენას!“, – პაატა შამუგია

85 pages, Hardcover

First published January 1, 2022

6 people want to read

About the author

Paata Shamugia

12 books5 followers
პაატა შამუგია — თანამედროვე ქართველი პოეტი, ლიტერატურული პრემია „საბას“ ორგზის ლაურეატი.

დაიბადა 1983 წლის 20 მარტს აფხაზეთში. ცხოვრობს თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, უახლესი ლიტერატურის სპეციალობით. 2007 წლიდან მუშაობს სხვადასხვა გამომცემლობაში, აქვეყნებს ლექსებს პერიოდიკაში და წერს კრიტიკულ ესეებს.

ფართო საზოგადოებისათვის პაატა შამუგია ცნობილი გახდა სკანდალური წიგნით „ანტიტყაოსანი“. წიგნმა სკანდალი გამოიწვია იმით, რომ ის ამ კლასიკური ტექსტის პაროდირებული ვერსია იყო.

სამწლიანი პაუზის შემდეგ (2010) პაატა შამუგიამ გამოსცა პოეტური კრებული „უპირატესობა“, რომელიც გამოსვლისთანავე მოექცა ყურადღების ცენტრში. წინა კრებულისგან განსხვავებით, „უპირატესობა“ არ გამხდარა სკანდალის მიზეზი, პირიქით — კრიტიკამ დადებითად მიიღო ავტორის წიგნი, დაიწერა რეცენზიები, სადაც ავტორს ახალი ქართული პოეზიის გამორჩეულ სახედ მიიჩნევენ.

2011 წელს გამოვიდა ავტორის ახალი წიგნი სახელწოდებით „დაუჯდომელი“, რომელშიც ავტორი რელიგიური თემების გადამუშავებითა და მძაფრი სოციო-პოლიტიკური პათოსით ამბობს სათქმელს. რისთვისაც ავტორმა 2012 წლის "საბა" დაიმსახურა საუკეთესო პოეტური კრებულისათვის.

2014 წელს პაატა შამუგიამ გამოსცა კრებული „შიზოგადოება“, რომელიც გამოსვლისთანავე ლიტერატურული წრეების განხილვის საგანი გახდა და 2015 წლის "საბა" დაიმსახურა წლის საუკეთესო პოეტური კრებულისათვის.

2017 წელს პაატა შამუგიამ გამოსცა მორიგი პოეტური კრებული "დედა ენა“.

მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, სპარსულ, სომხურ და გერმანულ ენებზე.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
7 (33%)
4 stars
9 (42%)
3 stars
5 (23%)
2 stars
0 (0%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 6 of 6 reviews
Profile Image for Beka Adamashvili.
Author 2 books422 followers
September 16, 2022
იცით თუ არა, რომ
ლექსების ყოველი კრებულიც
ჰგავს შოკოლადის ყუთს -
ზოგჯერ
სავსეს ერთფეროვანი შოკოლადებით,
რომელთა წიაღში არსებული ლიქიორი
ვერასოდეს გათრობს.
ზოგჯერ კი
(უფრო იშვიათად)
სავსეს მრავალფეროვანი შოკოლადითაც,
რომელთაგან თითოეულს
გამორჩეულუ გემო აქვს.
ეს შედარება
სულაც არ არის ფიქრი
შოკოლადის ყუთს გარეთ
…და არც იმას აქვს მნიშვნელობა
თუ რას ფიქრობს ამ ყველაფერზე
ფორესტ გამპის დედა.

იცით თუ არა, რომ
ცუდ კრებულში
ყველა ლექსი ერთნაირად ცუდია
და კარგ კრებულში
ყველა ლექსი თავისებურადაა კარგი.
და რომ ეს შედარება
კლასიკურია,
მაგრამ კლასიკური მაინც არ არის.

იცით თუ არა, რომ
არგადარჩენა კარგი კრებულია,
რომელიც შეგიძლია
ორჯერზე მეტადაც წაიკითხო.
რადგან ჰერაკლიტეს მაქსიმები
არგადარჩენას არ ერგება
და არც ეხება,
კაცმა
რომ
თქვას.
Profile Image for Ivva Tadiashvili.
268 reviews7 followers
May 10, 2022
ყველა პოეტს ვუსურვებ არ გადარჩენას <3
Profile Image for Giorgi Baskhajauri.
139 reviews22 followers
July 22, 2022
"რა ძნელია წერო სიყვარულზე,
რა ძნელია იყო ადამიანი,
რა ძნელია იყო."
Profile Image for Nino Khvistani.
153 reviews7 followers
July 29, 2022
არ ვიცი, რატომ მომეჩვენა ასე, მაგრამ ძალიან მელოდიური კრებულია.
Profile Image for Waldo.
285 reviews1 follower
August 9, 2022
"და მიხაროდეს
და მიყვარდეს
და არ ქვავდებოდეს" - ფიქრობს მედუზა გო(რ)გონა. ნამდვილად მწუხარებაში ვარჯიშია :)

არა, მაინც რატომ ირითმებით, მოქალაქევ?! თან ასე კარგად!
Displaying 1 - 6 of 6 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.