ზაირა არსენიშვილის ერთადერთი საბავშვო ნაწარმოები პირველად 2006 წელს დაიბეჭდა. „სულაკაურის გამომცემლობა“ ამ საოცარი წიგნის განახლებულ გამოცემას გთავაზობთ. სიბრძნით, იუმორითა და სიკეთით გამორჩეული ლიტერატურული ზღაპარი თათია ნადარეიშვილის შთამბეჭდავი ილუსტრაციებითაა გაფორმებული.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1954 წელს, 1956 წელს თბილისის II სამუსიკო სასწავლებლის ვიოლინოს კლასი.
მუშაობდა მუსიკის პედაგოგად. 1957–1971 წლებში უკრავდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრში. 1972 წლიდან იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" მწერალთა გაერთიანების" კინოდრამატურგი, 1975 წლიდან მეორე შემოქმედებითი გაერთიანების რედაქტორი. დაწერილი აქვს სცენარები ფილმებისათვის: "როცა აყვავდა ნუში"(1972), "აურზაური სალხინეთში"(1975), "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე"(1978), "დღეს ღამე უთენებია"(1983), "ორომტრიალი"(1986), "ვალსი პეჩორაზე"(1992), აგრეთვე სცენარი ილია ჭავჭავაძის "კაცია–ადამიანის?!" საეკრანო ვერსიისათვის(1979), მისი მოთხრობის მიხედვით დაიდგა კინონოველა "ბედნიერება"(2009). კინოდრამატურგი.
მშვენიერი ზღაპარია არანაკლებ მშვენიერი ილუსტრაციებით. საბავშვოობის მიუხედავად, ავტორისთვის დამახასიათებელი მდიდარი ლექსიკა აქაც მთელი თავისი დიდებულებითაა წარმოდგენილი და არაერთი ისეთი სიტყვაც შეიძლება შეგხვდეს, აქამდე რომ არ გქონდა გაგონილი. განსაკუთრებით "ხუსხუსით"-მა მომხიბლა. უბრალოდ, რწყილიდან დაწყებული ღმერთით დასრულებული თითქმის ყველა რომ ერთნაირი ანკარა, გულშიმწვდომი, ბარაქიანი ქართულითა და ერთნაირივე კილოკავით საუბრობს, მაგ ამბავმა რაღაც ეტაპზე შეიძლება თავი შეგაწყინოს. მერე მაგასაც ეჩვევი.
Disadvantages of the book: 1)7-9 წლის ასაკზე გათვლილი ყველაზე არასაბავშვო წიგნი; 2)ზედმეტად Heightshaming სათაური(ანუ რა მოკლე კატო💀); 3)საერთოდ არ მგონია კარგ გათვლად პირველ 10 გვერდში ბავშვებს წარმოადგენინო დახოცილი ჯადოსნური არსებებით ხელში მჯდომი კატო; 4)უადგილო C2 ქართული სიტყვების overdose(რატომ უნდა დაუწერო 7-9 წლის ბავშვებს “საღათას ძილით დაიძინა,” “უსტარი,” “უჯმაჯური,” “წიწიბო”… 5)რატომღაც არ მგონია ღმერთი ვინმეს და განსაკუთრებით ბავშვს ეუბნებოდეს ეშმაკმაც დაგლახვროთო💀; 6)ჩემი აზრით, ძალიან უაზრო სიუჟეტია, ვერ დააინტერესებს ბავშვს.
Adventages: 1)ნახატები.
Overall, რატომ გადაწყვიტა ქ.ნმა ზაირამ და სულაკაურმა, რომ ეს წიგნი საბავშვო ლიტერატურის ხაზში დასაწერ-დასაბეჭდად ღირდა, ა რ ვ ი ც ი.
ზაირა არსენიშვილის დიდებული ენა ამ ძალიან საყვარელ საბავშვო წიგნშიც იჩენს თავს. ნაყინის მოყვარული მოკლე კატო, რომელიც წალკოტის, უფლისწულისა და ცეროდენების გადასარჩენად გრძელ გზას დაადგება და უგუნურ მეფეებს, დაბეჩავებულ დევებს, საქორწინო მაყრიონში გაერთიანებულ კატა-თაგვებს შეხვდება და მიხვდება, რომ ღმერთი სულ სხვანაირი ყოფილა და არა ტახტრევანზე მჯდარი და რომ მთავარი სიმდიდრე ოქრო კი არა, სიკეთე და სიყვარულია, გულგრილს ვერავის დატოვებს... ვერც ბავშვებს და ვერც მშობლებს...
10/10 მოლოდინები არ გაუცრუებია❤️ წოგნი მოგვითხრობს ერთ გოგონაზე რომელსაც როგორც ყველა ბავშვს ძალიან უყვარს ნაყინი და ლიმონათი,და საშინლად სძულს ფრაზა ,,არ შეიძლება"🤯 სწორედ ნაყინის სიყვარულზეა აგებული მთელი ეს ისტორია,მოკლე კატოს რომ რომ ნაყინი არ პყვარებოდა ეს ისტორიაც არ გადახდებოდა თავს,ჩემი აზრით ღირდა ამად,და ღირდა წაკითხვად,კითხვისას ვიგრძენი მარტივი ენა,ბავშვობა,ყველაზე საამური კი ის იყო რომ ამ წოგნმა იმდენად გამიტაცა კატოსთან ერთად მამოგზაურა,წიგნი ამავე დროს აღწერს რა არის მეგობრობა,და რას ქვია მეგრობა,ბოლო თავი კი ჩემთვის განსაკუთრებული იყო,რადგან ყველასთვის საყვარელ ........ ეძღვნება,თუ ვის/რას თქვენ თვითონ უნდა ნახოთ,ზოგჯერ ზღაპრებიც გვაბედნიერებს,იმტომ რომ მარტივი და ზოგს დიდი შინაარსიც კი აქვს💕
მოკლედ, რომ ვთქვა ამ წიგნმა მართლაც რომ საოცარ ადგილებში მამოგზაურა ყველანაირი გადაჭარბების გარეშე. ძალიან მომხიბლა ავტორის წერის სტილმა და წაკითხვის შემდეგ უდაოდ ლექსიკის მარაგიც გამიმდიდრა. ლამაზად და კოხტად დაწერილი საბავშვო წიგნი, რომელიც თურმე სულაც არ არის საბავშვო. წაკითხვის შემდეგ თქვენთვითონვე მიხვდებით რაზე მაქვს საუბარი და იმ ოსტატურად დამალულ მინიშნებებზე, რომლებიც მწერალმა წიგნში შეაპარა.. რა თქმა უნდა წერის სტილი ზოგისთვის შესაძლოა გასაღიზიანებელი გახდეს თუმცა, არა მგონია ამ წიგნზე დახარჯული დრო ვინმესთვის სანანებელი გახდეს.