Jump to ratings and reviews
Rate this book

ახალი აღქმა

Rate this book
ნანა აბულაძის „ახალი აღქმა“ ხუთი სხვადასხვა ბიბლიური პერსონაჟის თვალით დანახულ ამბავს აერთიანებს. მათ შორის ქრისტიანული სამყაროს უდიდესი წმინდანებსაც შეხვდებით, რომლებზეც ბევრი რამ იცით, და იმ ქალებსაც, რომლებიც მხოლოდ ეპიზოდურად გაიელვებენ ძველი და ახალი აღთქმის წიგნებში. თუმცა, უნდა ითქვას, რომ „ახალი აღქმის“ ფურცლებზე ყოველი მათგანის სახე თანაბრად ცოცხალი და დამაჯერებელია, ღვთისმშობელი მარიამი იქნება ეს თუ ლოტის ცოლი, მარიამ მაგდალელი, ანა წინასწარმეტყველი თუ სისხლმდინარე ქალი სახარებიდან.

დამაჯერებელი კი იმიტომაა ნანა აბულაძის მოთხრობები, რომ ბიბლიური სახისმეტყველებისა და სიმბოლოების, აპოკრიფული სახარებების, ეგზეგეტიკის, ძველი ქართულის, ძველი ისრაელის ეთნოგრაფიის, გეოგრაფიისა და ეკონომიკის ცოდნა უდევს საფუძვლად. ამასთან ერთად, მწერალი გამორჩეული ოსტატობით ცვლის ხედვის კუთხეს არამხოლოდ სიუჟეტური ინტერპრეტაციის ხარჯზე, არამედ ტრადიციული სიუჟეტის შიგნითაც.

გარდა მოთხრობიდან მოთხრობაში გადანაცვლებული პერსონაჟებისა, ამ კრებულს მუსიკაც ამთლიანებს – განსხვავებული ტემპისა და გამომხატველობის აღმნიშვნელი მუსიკალური ტერმინები კი ტექსტის რიტმს ემთხვევა და მის შინაარსთან ქმნის ჰარმონიას.

„ახალი აღქმა“ ნანა აბულაძის მეორე წიგნია. მისი დებიუტი 2020 წელს შედგა რომანით „აკუმი“, რომელმაც „საბას“ და „თავისუფალი ლიტერას“ პრემიები მოიპოვა.

317 pages, Paperback

First published January 1, 2021

18 people want to read

About the author

Nana Abuladze

3 books5 followers

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
5 (45%)
4 stars
4 (36%)
3 stars
2 (18%)
2 stars
0 (0%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 2 of 2 reviews
Profile Image for Natia Morbedadze.
848 reviews83 followers
September 6, 2023
ბიბლიური პერსონაჟებიც რომ ნამდვილი ადამიანები იყვნენ, იშვიათად თუ ვაცნობიერებთ. დიახ, ღვთისმშობელი მარიამი, მარიამ მაგდალელი, ანა წინასწარმეტყველი, ლოტის ცოლი, სისხლმდინარე ბერენიკე ჩვეულებრივ მოკვდავებად დაიბადნენ, თავიანთი სისუსტეებით, ტკივილებით, მარტოობით... თავად ღმერთიც ხომ განკაცდა და რატომ გვიკვირს წმინდანების თუ ისტორიული პირების ადამიანური ბუნება? ნანა აბულაძეც ამაზე გვიამბობს (და ეს ძალიან კარგად გამოსდის) - ქალების ცხოვრებაზე ლეგენდების, "ხელშეუხებელი ისტორიული წყაროების" მიღმა...
Profile Image for Linda Chikhladze.
7 reviews
September 11, 2023
ვისაც ბიბლიური ამბების ალტერნატიული, ლიტერატურული ვერსიის კითხვა გიყვართ, შესანიშნავი ქართველი ახალგაზრდა მწერლის - ნანა აბულაძის "ახალ აღქმას" გირჩევთ.

ჩემთვის სარამაგუს, ჯიბრალ ხალილის შემდეგ გადასარევი საკითხვავია.

Highly Recommended!
Displaying 1 - 2 of 2 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.