აბა, რა გითხრათ, (kinda) spoilers ahead.
წინა უკეთესიაო და რავიცი, მე წინა არ წამიკითხავს (სორი, ავტორო).
რომ მომეწონა, ეგ ცხადია. გრინ დეი და ტარდისი რომ დავლანდე, კი ჩავიფხუკუნე კმაყოფილმა, მარა ჯერ სად ვიყავი. უელსიო, ვონეგუტიო, კარვერიო, კერეთიო და წავიდააა, მეთქი ჰა, ეგაა, ვიპოვე. შექსპირამდე მივედით და წამოვენთე, როზენკრანცის და გილდერსტერნის სახელების დამახსოვრებაზე თავის დროზე ტვინი ვასხი და ამან მასეთები სხვაგან მოიკითხეთო, ნუ კარგი, როგორც გენებოთ.
გვ. 79, ხაზი 12. შე,უ!რა?ცხ'ყო;ფი,ლი" ვ?ა,რ,
სქოლიოების კითხვამ კი მახალისა კარგად, მაგრამ ადლზე და წყრთაზე რო მივედი, კი ვიფიქრე, ერთი თუ არ ვიცი, მეორე რატო მეცოდინება-თქო, ჰოდა, ვეკითხები დედაჩემს, ადლი თუ იცი-თქო, კიო, წყრთა-მეთქი და ეგეცო და აი, მანდ მივხვდი რო მიჭირს ძაან.
ბევრი რომ არ ვიბოდიალო გვერდებზე (გვეყო, რაც გვაბოდიალა (კარგი გაგებით)) ვიტყვი, რომ არ ვიცი რაზე ვლაპარაკობ, როდესაც რომელიღაც წიგნზე ვლაპარაკობ და ვიცი, რომ ჩემს შეფასებას დიდი შანსით ავტორი წაიკითხავს. ლეას დავესესხები და 1. არის შანსი, ადრესატმა არასწორად გაიგოს და ეს მხოლოდ საუბრის წამოწყების საბაბიაო, იფიქროს და 2. საუბრის წამოწყებას ნამდვილად არ ვცდილობ, ეს ერთი მაპატიეთ, ავტორო და ბესტსელერიც თუ ჩამივარდა ხელში, იმას უკეთეს რევიუს დავუწერ.
რაც შეეხება ლეას. სამი რამით ვგავართ ერთმანეთს: კატების სიყვარულით, სახელის 2/3-ით და იმით, რომ ლეა ყველა კაცს ერთ ქვაბში ხარშავს და მე - ვცდილობ და არ გამომდის.
პ.ს. თუ მეც ვიღაცის პერსონაჟი ვარ, სამი შენიშვნა მაქვს ჩემს ავტორთან:
1. არაჟნიანი ბორში კარგია, მარა ყოველდღე?! ცოტა რამე უფრო პატრიოტული, აი, მაგალითად, ხარჩო რო შევიყვაროთ არა?
2. ოდესმე ბრეკეტებს მომახსნევინებ? დავჟანგდი.
3. ქსოვის სიყვარული ბებიაჩემის გარდაცვალების მერე რო აღმოვაჩინე ბოროტი ხუმრობაა თუ უბრალოდ მისი ნიჭი გადმოამისამართე ჩემთან?
პ.პ.ს. ისე, ლიტერატურული ჯოჯოხეთი ყველაზე კარგი ნაწილი იყო. და, თუ კარგია, ჰემინგუეის წიგნებს დავახლი ტყვიებს, უფ.