"მე და ჩემი პროფესორის" მეორე წიგნში შეტანილია ორი ქრონიკა: "იყო ერთი პოეტი" და "ადექით, სასამართლო მოდის!". პირველ ქრონიკაში, ოციანი წლების ლიტერატურული ბრძოლების ფონზე, აღბეჭდილია ტერენტი გრანელის ცხოვრებისა და პოეზიის სურათი. მეორე ქრონიკაში აღწერილია სამოცდაათიანი წლების ნეგატიური მოვლენები. ამის მიხედვით დახატულია სამი გმირი, სამი ანტიპოდი; ბედგანამწარი ლირიკოსი ტერენტი გრანელი, მომხვეჭელის, მექრთამის ტიპი ჯაბა ბერიშვილი და რევოლუციური საქართველოს რომანტიკოსი, საბჭოთა მართლმსაჯულების სოციალისტური სახელმწიფოს უმწიკვლო ქომაგი მიხა გობეჩია.