Jump to ratings and reviews
Rate this book

დროთა კავშირი - XX საუკუნის ქართული ფანტასტიკური მოთხრობები

Rate this book
კრებულში, “დროთა კავშირი”, 1967-1984 წლებში გამოცემული ქართული სამეცნიერო ფანტასტიკის გამორჩეული ნიმუშებია თავმოყრილი.

აქ წაიკითხავთ ამბებს ხელოვნურ ტვინზე, რომლის გამოთვლებზეც მთლიანი კაცობრიობის ბედია დამოკიდებული; კოსმოსური მისიის სახიფათო თავგადასავალზე, რომელიც თავგანწირვის ისტორიას გვიყვება; უცხო ცივილიზაციის წარმომადგენელ ბოროტმოქმედებზე, რომელთა საქმიანობამ დედამიწელთა კულტურაზე წარუშლელი კვალი დატოვა; ქართველ გმირზე, რომელიც უტოპიურ სამყაროში ამოყოფს თავს; წარსულში მოგზაურობის ამბავზე, რომელიც სამეცნიერო გამოგონების არასწორ ხელებში ჩავარდნის საშიშროებას ამხელს; პოსტაპოკალიფსურ რეალობაზე, რომელიც ატომური იარაღის დამანგრეველი ძალის საზარელ შედეგს გვაჩვენებს; და ქართველ ექიმზე, რომელიც კოსმოსში მოგზაურობიდან დაბრუნებული, პოსტპანდემიურ დედამიწაზე ამოყოფს თავს.

სამეცნიერო ფანტასტიკური ამბები მრავალფეროვან, ჩამთრევ ისტორიებს გვიყვებიან მოგზაურობაზე — იქნება ის დროში, კოსმოსში თუ ადამიანის შინაგან სამყაროში. თავად მათი კითხვაც ერთგვარი მოგზაურობაა გასული საუკუნის 60-80-იანი წლების საქართველოში. ეს უნიკალური კულტურული არტეფაქტები გვანდობენ იმას, თუ რაზე დარდობდნენ ან რაზე დარდი ევალებოდათ საბჭოთა რეჟიმის დაქვემდებარებაში მყოფი ქვეყნის შვილებს. სწორედ გულწრფელი განცდებისა და პარტიის მიერ ნაკარნახევი დირექტივების ეს უცნაური ნაზავი აქცევს კრებულს აუცილებელ საკითხავად ყველასთვის, ვინც საქართველოს უახლოესი წარსულით ინტერესდება.

210 pages, Paperback

Published January 1, 2022

5 people are currently reading
82 people want to read

About the author

Nugzar Apkhazava

11 books4 followers
ნუგზარ აფხაზავა (1935-2003) ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი ქართველი მწერალია სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში. პროფესიით ინჟინერ-გეოლოგი, ხოლო მოგვიანებით ფილოლოგი და ჟურნალისტი, მრავალი სამეცნიერო ფანტასტიკური კრებულის ავტორია.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
34 (52%)
4 stars
24 (36%)
3 stars
6 (9%)
2 stars
1 (1%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 22 of 22 reviews
Profile Image for Tamta Matitaishvili.
44 reviews3 followers
August 28, 2022
სასიამოვნო და უჩვეულო წასაკითხია ქართული ფანტასტიკა
Profile Image for Michael.
117 reviews38 followers
August 7, 2022
სასჯელი მცდელობისთვის, ამ მოთხრობის სიუჟეტი სუპერ. :))
საერთო ჯამში საინტერესოა, თუნდაც მხოლოდ იმიტომ რომ ქართული სამეცნიერო ფანტასტიკა წითელ წიგნში შესატანი ცხოველივითაა, იშვიათი, გადაშენების პირას მყოფი. პლუს ის ფაქტიც რომ მხოლიდ თანამედროვე მოთხრობები არ იბეჭდება და წარსულში დაწერილი ეს იშვიათი ჟანრის მოთხრობები არ გვავიწყდება.
Profile Image for Anuki Bedinashvili.
19 reviews30 followers
August 18, 2022
კარგი მოლოდინი მქონდა, მაგრამ უკეთესი აღმოჩნდა ))
ძალიან სასიამოვნოა ქართული სახელების ნახვა შორეულ კოსმოსში.

პ.ს. სასჯელი მცდელობისთვის ბოლოსთვის მოიტოვეთ ))
Profile Image for Ketevan Kanchashvili.
221 reviews27 followers
November 1, 2022
ედიშერ ყიფიანის "დროთა კავშირი" და შოთა გაგოშიძის "სასჯელი მცდელობისთვის" მომეწონა განსაკუთრებით. სხვა მოთხრობების ბევრი მოტივი ჩამოჰგავს სამეცნიერო ფანტასტიკის თანამედროვე ფილმებს (ინტერსტელარი, გრავიტაცია, უკან მომავალში და ა.შ.). თურმე რამდენად უსწრებდნენ დროს ქართველი მწერლები <3
გადასარევი პროექტია!
Profile Image for Book of Sand.
86 reviews13 followers
September 14, 2024
არ ვიცი ამდენი ხნით რატომ გადავდე ამ წიგნის კითხვა, მაგრამ თაროზე თუ გიდევთ და ვერ გადაწყვიტეთ წაიკითხოთ თუ არა - აუცილებლად წაიკითხეთ!!

ერთმანეთზე უკეთესი მოთხრობები და საოცარი ქართული ფანტასტიკა
Profile Image for Loreley.
431 reviews98 followers
June 29, 2022
'სასჯელი მცდელობისათვის' არის აქ ჩემი ფავორიტი :დ მიუხედავად ალდე საგიტასთან ჩემი ღრმა კავშირისა :D
Profile Image for Tiko Kachlishvili.
23 reviews28 followers
April 10, 2023
ძალიან კარგი ნაკრებია, უბრალოდ კარგი იქნებოდა ავტორებზე სულ პატარა ინფოც რომ იყოს მოცემული, ან თვითონ მოთხრობებზე, რომელ წელს დაიწერა მაგ ინფოს მოძებნაც კი არ არის ინტერნეტში მარტივი.
Profile Image for Mikheil Samkharadze.
229 reviews35 followers
June 21, 2023
ძალიან კარგი წიგნია. განსაკუთრებით ბოლო მოთხრობა, მოკლემეტრაჟიანი ფილმი გამოვიდოდა სასწაული. დამსახურებული 5
Profile Image for Pante.
91 reviews21 followers
February 12, 2023
მიუხედავად იმისა, რომ ყველა მოთხრობა არ მომეწონა, 5 ვარსკვლავს ვუწერ კრებულს.
დროთა კავშირი არის დროის კაფსულა, რომელიც საბჭოთა საქართველოს ლიტერატურულ ესკეიპიზმში ჩაგახედებს.
შეიძლება ითქვას, რომ კრებულში შესულია პირვანდელი ვარიანტები სცენარებისა:
შავი უსასრულეთი - Gravity
სასჯელი მცდელობისთვის - The Eternals
განაჩენი - Moon
დროთა კავშირი - Interstellar
Profile Image for Nutsa Khamkhadze.
240 reviews14 followers
Read
May 28, 2023
მომეწონა, კარგად შერჩეული მოთხრობებია. მეორე კრებულიც საინტერესო იქნებოდა, უკვე თანამედროვე ქართველ ავტორთა ნაწარმოებებით - დროთა კავშირი XXI საუკუნე - როგორც პირველის გაგრძელება.
Profile Image for Tamuna Margievi.
27 reviews9 followers
January 3, 2023
სხვა რევიუებს გადავხედე და ყველგან სასჯელი მცდელობისთვის ყოფილა ფავორიტი :დ +1
Profile Image for Nina Lobjanidze.
64 reviews2 followers
February 7, 2024
2024 წლის პირველი წიგნი ამაზე ნაკლები არ უნდა იყოს, ძალიან ვისიამოვნე ☺

უმეტესად რაც იკვეთება, ქართული გვარ-სახელიანი პერსონაჟების ნაკლებობაა. თითქოს ავტორები უცხო სამყაროს სიუჟეტს ვერ უხდენენ ანდა შეიძლება განცალკევებით, განყენებულად აღიქვამენ და მაგიტომ, მაშინაც კი, როცა მოვლენები ჯერ დედამიწაზე ვითარდება.

თითოეულ მოთხრობას რაც შეეხება
(📢📢📢 აქვე გაფრთხილებთ შესაძლოა შეიცავდეს spoiler-ს ‼️‼️):

1. განაჩენი (ნუგზარ აფხაზავა) - თითქოს ადრე სადღაც წამიკითხავს ეს მოთხობა - ხელოვნური ინტელექტი, რომელიც საკუთარ თავს ინადგურებს.

2. შავი უსასრულეთი (ნუგზარ აფხაზავა) - ამ კრებულში 2-დან ერთ-ერთ გამორჩეულად ამ მოთხრობას მივიჩნევ - ემოციური სიუჟეტი ჰქონდა. არ აქვს მნიშვნელობა სად ხარ, არის რაღაცები, რის გამოც თავგანწირვა ადამიანებს უღირთ, რადგან სხვაგვარად არ შეუძლიათ.

3. სასჯელი მცდელობისთვის (შოთა გაგოშოძე) - ნამდვილად საინტერესო სიუჟეტი ჰქონდა. გალაქტიკაში მოხეტიალე მეკობრეები, რომლებიც დედამიწის განვითარებაშიც ერევიან, თუმცა, საბოლოო ეტაპზე, ყველა ჯერზე ხელი ეშლებათ. რომ დაფიქრდე, არაფერია გამორიცხული, რეალურად, მართლაც უცხოების ხელი ერიოს დედამიწაზე ისტორიის ამგვარ განვითარებაში.

4. აიას მძივი (ელგუჯა მერაბიშვილი) - მიუხედავად საინტერესო სამყაროს შემოთავაზებისა, მოთხრობის მთავარი ხაზი მაინც ერთი ნახვით სიყვარულის ისტორიაა.

5. უკანასკნელი საქმე (ბორის მიშველაძე) - ეს მოთხობა არ ეხება უცხო ცივილიზაციას, არამედ დროში მოგზაურობას. ზოგადად, ამ თემაზე ბევრი დაწერილა, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ამ ნაწარმოებს ამის გამო რამე დააკლდა. საინტერესო ხაზი განვითარდა - ექსპერიმენტის მონაწილე, რომელიც სხვათა სიხარბის მსხვერპლი გახდა.

6. მუტანტები (ზაალ ტაბაღუა) - ავტორი ალბათ ატომური იარაღის შექმნის ისტორიით იყო შთაგონებული და სურდა ეჩვენებინა მისი გამოყენების შედეგები - სადამდე შეიძლება მივიდეს მაღალგანვითარებული სამყარო?!

7. დროთა კავშირი (ედიშერ ყიფიანი) - კრებულში ჩემთვის მეორე განსაკუთრებით გამორჩეული მოთხრობა ესაა. დედამიწის დროის ���ეფარდება სინათლის სიჩქარესთან და ადამიანის ეგოიზმის უსაზღვრობა. გაივსება ჭიქა ღვინით თუ ისევ ცარიელი დარჩება?!
Profile Image for Vazhaa.
13 reviews
January 2, 2025
საკმაოდ საინტერესო მოთხრობების კრებული, თითქოს დედამიწისაგან შორს, კოსმოსში მიმდინარე მოვლენები, ყველაზე მეტად დედამიწას უკავშირდება. ყველა მოთხრობა თავისებურად გამორჩეული და უნიკალურია. ჩემი ფავორიტი მოთხრობებია: „სასჯელი მცდელობისთვის“ , „მუტანტები“ , „დროთა კავშირი“.
Profile Image for Mariam Tsiklauri.
33 reviews1 follower
January 30, 2025
4.5 ⭐️
ძალიან დიდი ხანია ქართველი მწერლების ნაშრომებით ასე არ მისიამოვნია, წყალივით წასაკითხი წიგნია.
ამ ჟანრში ქართველ მწერლებს პირველად გავეცანი, თან მე-20 საუკუნის მწერლებს ❤️
წერის სტილი, სიუჟეტთა განვითარება თუ სხვ. ყველაფერი კარგი იყო ❤️
მოკლედ, რეკომენდაცია ჩემგან ❤️
Profile Image for Ana Dvali.
58 reviews6 followers
January 28, 2025
ძალიან კარგი კრებულია. აუცილებლად წაიკითხეთ.
Profile Image for Mariam Metreveli.
4 reviews1 follower
September 19, 2024
საინტერესო იყო თითოეული მოთხრობა, თუმცა, გამოვარჩევ ,,სასჯელი მცდელობისათვის” და ძააალიან კარგი იქნებოდა გაგრძელება რომ ჰქონდეს.
Profile Image for Lazare.
53 reviews2 followers
June 5, 2023
ძალიან კარგი მოთხრობების კრებული მათთვის, ვისაც სამეცნიერო ფანტასტიკური ამბები უყვარს.
Profile Image for ანტონ.
Author 30 books7 followers
November 19, 2024
ეკრანიზაციას რომ იმსახურებს ისეთი მოთხრობებია, ერთიმეორეზე უკეთესები.
Profile Image for Liko.
381 reviews6 followers
March 25, 2025
SF დიდად არ მიყვარს, მაგრააამ ეს ძალიან კარგი იყო
Profile Image for Maia Koberidze.
6 reviews
April 22, 2025
ძალიან მომეწონა კრებული, გთხოვთ, კიდევ გამოსცეთ მსგავსი!

რეი ბრედბერის მოთხრობები მომაგონა და ასევე ნეტფლიქსის მოკლემეტრაჟიანი მულტფილმები Love Death + Robots.
Displaying 1 - 22 of 22 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.