What do you think?

ეკატერინე ჭავჭავაძე
წიგნი XIX საუკუნის საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების ამსახველი რომანი-ქრონიკაა. მისი მთავარი გმირია ალექსანდრე ჭავჭავაძის ასული ეკატერინე.
წიგნში თანმიმდევრულად არის ნაჩვენები ეკატერინესა და ტატოს უიღბლო სიყვარული, ეკატერინეს დაქორწინება სამეგრელოს უკანასკნელ მთავარ დავით დადიანზე, მისი ცხოვრება სამეგრელოში, პეტერბურგსა და პარიზში.
წიგნში თანმიმდევრულად არის ნაჩვენები ეკატერინესა და ტატოს უიღბლო სიყვარული, ეკატერინეს დაქორწინება სამეგრელოს უკანასკნელ მთავარ დავით დადიანზე, მისი ცხოვრება სამეგრელოში, პეტერბურგსა და პარიზში.
696 pages, Hardcover
First published January 1, 1969
Ratings & Reviews
Friends & Following
Create a free account to discover what your friends think of this book!
Community Reviews
Displaying 1 - 7 of 7 reviews
April 30, 2022
კითხვა საკმარისი არ არის. ამ ეპოქაში უნდა ვცხოვრობდე.
August 6, 2023
თუ გავითვალისწინებთ, რომ წიგნი საბჭოთა პერიოდში გამოიცა და ავტორი მაშინდელ მწერალთა კავშირს ხელმძღვანელობდა, საკმაოდ თამამად არის წარმოჩენილი მეფის რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის პერიოდი. ეკატერინე ჭავჭავაძისა და მისი ოჯახის ბედი ხომ უწყვეტი ჯაჭვით გადაება ქვეყნის ბედს - მეტად ვიდრე სხვების, თუნდაც მაშინდელი საზოგადო მოღვაწეების. თავად ეკატერინემ გადაწყვიტა ასე - პოეტის სიყვარულს სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის ცოლობა არჩია (ვერ გავამართლებთ, განსაკუთრებით გლეხებთან ურთიერთობაში, თუმცა ბრძოლისუნარიანობას ვერ დავუწუნებთ). ინანა, მაგრამ გვიან... მას შემდეგ, რაც მეფის ნამდვილი სახე დაინახა და ტატოც საბოლოოდ დაკარგა...
Read
September 30, 2019ძალიან კარგი წიგნია
This entire review has been hidden because of spoilers.
September 2, 2023
სერგი ჭილაია ,,ეკატერინე ჭავჭავაძე" - რომანი ეხება სამეგრელოს უკანასკნელი დედოფალს, ეკატერინე ჭავჭავაძეს, მის მეუღლეს, დავით დადიანს და პოეტ ნიკოლოზ ბარათაშვილის სასიყვარულო სამკუთხედის მოთხრობას,აგრეთვე ნათლად იკვეთება მე-19 საუკუნეში მეფის რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკა,როგორ აუქმებს სამეგრელოს სამთავროს და თავის ცარისტულ ბრჭყალებში აქცევს მთლიანად საქართველოს. ნაწარმოებში ძალიან საინტერესოდ ცოცხლდება მეცხრამეტე საუკუნის არისტოკრატული წრე, საზოგადეოებრივი თუ პოლიტიკური ვითარება და კულტურული მოვლენები.
სერგი ჭილაიას ამ რომანში ნათლად დაინახავთ დიადი დედოფლის სულიერ სიმტკიცეს,რწმენას,თავდადებას, რომელიც მეფის რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკის მიმართ გამოიჩინა. ამ ამბავში მთელი მე-19 საუკუნის კულტურ საზოგადოებრივი პოლიტიკური ცხოვრებაა გაცოხლებული ლიტერატურულ ჭრილში. აქ ყველა მნიშვნელოვანი ფიგურა,რომელიც მე-19 საუკუნეში მოღვაწეობდა გაჟღერებულია და ამასთან, მათი ღვაწლი საქართველოს ისტორიაში. ამ წიგნში უკეთ დაიანახავთ და გაიცნობთ ქართველ რომანტიკოსებს,სამოციანელებს და უკეთ ჩაწვდებით მამათა და შვილთა დაპირისპირების არსს ორივეს პოზიციიდან.

July 8, 2022
კარგი იყო. მომეწონა ავტორის დაუფარავი დამოკიდებულება საქართველოს დამოუკიდებლობასა და ცარიზმის პოლიტიკაზე. 70-იან წლებში ყველა მაინც ვერ გაბედავდა ალბათ ასე ღიად დაწერა თუ რა ცუდია ცარისტული პოლიტიკა და როგორი მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ერთიანობა და დამოუკიდებლობა.
ეკატერინეს რაც შეეხება, ბარათაშვილის გამო არასდროს მიყვარდა
კი შემეცოდა ოთხ შვილმკვდარი დედა, მაგრამ გამაბრაზა მისმა დამოკიდებულებამ გლეხებისადმი. საბოლოოდ, მასზე იმაზე უარესი შთაბეჭდილება დამრჩა ვიდრე მქონდა. ნეტა თუ მართალია ესპანელი გრაფის გამიჯნურების ისტორია? ჯობდა გაყოლოდა ცოლად. ტყუილად შესწირა შვილებს თავი. მათ ეს არ სჭირდებოდათ. მეფის მიმართაც ზედმეტად გულუბრყვილო იყო.
მოკლედ, წიგნი მომეწონა. ცოტა მხატვრული გაშლა დამაკლდა.

September 30, 2023
ბევრად უკეთესად შეიძლებოდა დაწერილიყო..
Displaying 1 - 7 of 7 reviews