Jump to ratings and reviews
Rate this book

მკვლელობა სადგურის უბანში

Rate this book
`მკვლელობა სადგურის უბანში~ რატი რატიანის მეორე პროზაული კრებულია, რომელშიც სხვადასხვა ჟანრის მოთხრობებია შესული. მაგრამ, ჟანრობრივი ეკლექტურობის მიუხედავად, ამ ტექსტების მთავარ პერსონაჟებს რეალური სამყაროს შიში და უიღბლობა აერთიანებთ. ისინი დამკვირვებლები არიან, გიდები, რომელთაც ირონიული ტონით შეუძლიათ დამზაფვრელი ამბების მოყოლა, მაგრამ ის სინამდვილე აფრთხობთ, რომელზეც გვიამბობენ. დეტექტივიც, დღიურის ფორმის ავტობიოგრაფიული მოთხრობაც, `ათას ერთი ღამიდან~ თანამედროვეობაში გადმოტანილი სიუჟეტიც, საბოლოო ჯამში, სოციალური დრამის სახეს იღებს და დღევანდელი ქართული ყოფის ყველაზე მტკივნეულ პლასტებს ეხება.

208 pages, Paperback

Published January 1, 2021

1 person is currently reading
9 people want to read

About the author

Rati Ratiani

6 books2 followers

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
5 (29%)
4 stars
7 (41%)
3 stars
3 (17%)
2 stars
1 (5%)
1 star
1 (5%)
Displaying 1 - 5 of 5 reviews
Profile Image for Davit.
39 reviews22 followers
September 26, 2022
მგონი, იმ იშვიათ ავტორებს მიეკუთვნება ქართულ ლიტერატურაში, "სისაყვარლეების" წერას და მკითხველისთვის ამ გზით გულის აჩუყებას რომ არ ცდილობს. გულწრფელი, სასტიკი და ოსტატურია. ძალიან კარგად წერს. "კაცი, რომელსაც მამაჩემს ეძახდნენ" ალბათ ამ კრებულის კი არა, ზოგადად უახლესი ქართული ლიტერატურის საუკეთესო მოთხრობაა.
Profile Image for Waldo.
287 reviews1 follower
September 25, 2022
"კაცი, რომელსაც მამაჩემს ეძახდნენ", "თრილერი", "ლიტვური დღიური" და "ავარია" - ჩემი აზრით, კრებულის საუკეთესო მოთხრობებია (ზუსტად ამ თანმიმდევრობით) და პირველივე მათგანის წაკითხვისას მივხვდი, რომ ხუთვარსკვლავიანი წიგნი ვიპოვე.
Profile Image for Natia Morbedadze.
859 reviews83 followers
November 21, 2023
სტივენ კინგს თუ დავუჯერებთ, მოთხრობა სიბნელეში უცნობის ნაჩქარევ კოცნას ჰგავს, მაგრამ ეს კრებული უფრო სილაა, მტკივნეული გარტყმა სახეში... მარტოობით, უიღბლობით, სიცარიელით სავსე წუთები, საათები, დღეები, ცხოვრება...
Profile Image for Guga Maliadze .
189 reviews
February 23, 2023
რატი რატიანის შემოქმედებაში ვერც ჭრელ პეპლებს იპოვით, ვერც ხელოვნურ, თითიდან გამოწოვილ სამწერლო ენას, რომლითაც ახალბედა/არც მთლად ახალბედა მწერლები მკითხველებს ეკეკლუცებიან ხოლმე.
ჯერ "რომეო იცინოდა" წავიკითხე, ახლა - "მკვლელობა სადგურის უბანში".
ეს უკანასკნელი გულწრფელი, სოციალური პრობლემებით გაჟღენთილი კრებულია, რომელიც ქართული ყოველდღიურობის სიმახინჯეებს ბასრი დანით კანს აცლის.
ერთი სიტყვით, recommended.
Displaying 1 - 5 of 5 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.