What do you think?

რიო-დე-ჟანეიროს ხელმწიფე
„რიო-დე-ჟანეიროს ხელმწიფე“ ახალგაზრდა ავტორის, გოდე გორგილაძის პირველი კრებულია. კრებულში შვიდი მოთხრობაა გაერთი ანებული.
რა შეიძლება „გითხრას“ საკუთარმა სარეცხის მანქანამ, ციფრული ეკრანის საშუალებით რომ „გელაპარაკება“; როგორი „ცხოვრების აწყობას“ შეიძლება შეგპირდეს ტაქსის მძღოლი უნივერსიტეტისკენ მიმავალ გზაზე; როგორ უნდა ვებრძოლოთ არაქნოფობიას, როგორ უნდა გავუმკლავდეთ მეზობელს, რომელიც ხმაურის გამო მუდმივად, და ხშირ შემთხვევაში, უსამართლოდ გვიჩივის; როგორია მშობლებისგან მოშორებით გატარებული სტუდენტური წლები და კიდევ რა განსაცდელი შეიძლება მოგევლინოს მაშინ, როცა საშინლად გეშინია მიცვალებულების, არადა, ღამით, ზამთრის თოვლიანი გზით გიწევს მეგობრის ბაბუისთვის განკუთვნილი კუბოს მიტანა – ამ და სხვა ამბებს ავტორი ლაღი, იუმორით გაჯერებული თხრობით გვიყვება.
თუმცა წიგნში მოთხრობილი ამბები მხოლოდ სახალისო არაა, მათში სევდაცაა გემოვნებით შეზავებული და ის სოციალური თუ კერძო პრობლემებიც კარგად ჩანს, რომელიც დღეს ახალგაზრდებს, სტუდენტებს აწუხებთ.

194 pages, Paperback
First published January 1, 2022
Ratings & Reviews
Friends & Following
Create a free account to discover what your friends think of this book!
Community Reviews
Displaying 1 - 7 of 7 reviews
January 14, 2023
სასიამოვნოდ გაოცებული ვარ ❤️🔥
MSHVENIERI DEBIUTIA ,haha patara bicho :D
პ.ს. ბევრი ვიცინე
MSHVENIERI DEBIUTIA ,haha patara bicho :D
პ.ს. ბევრი ვიცინე
July 23, 2023
ძლივს, ამდენი წვალების შემდეგ წავიკითხე ქართული ლიტერატურა, რომელმაც მართლა სიამოვნება მომანიჭა. არ დამჭირდა საკუთარი თავისთვის იმის დაჯერება, ამისა და ამის გამოა ასეთი თუ ისეთი-მეთქი. ვერ ვიტან მეტიჩარა ავტორებს, მკითხველმა კიდევ უნდა იცოდე როდის კითხულობ მართალს და როდის კითხულობ მტყუანს. ჰოდა, ეს კრებული მართალია, ასე მჯერა მე.
მე მცდარი წარმოდგენა მქონდა მოთხრობებზე (ბოდიში ალის მანროს, თავის დროზე რომ ვერ გავუგე, აუცილებლად მივუბრუნდები). მე მეგონა, მოთხრობას "რაშომონის კარიბჭე" ან "ცხოვრება იდიოტისა" თუ არ ქვია და წაკითხვის შემდეგ ადგილობრივი აფთიაქიდან რამდენიმე ფლაკონ ბარბიტალს არ გამოვზიდავ რომ საწოლში გამოვეთხოვო ყოფას, აბა რა მოთხრობა კი ეგ არის-მეთქი?! ახლაღა "დავამუღამე" რომ სხვანაირიც ყოფილა, კარგები და საყვარლები და სასიამოვნოები.
კმაყოფილი ვარ ნამეტანი 😌

August 8, 2024
ამ ძალიან კარგი კრებულის შეფასებით, გაუმარჯოს ყველაზე ტოქსიკურ გუდრიდსზე ჩემს დაბრუნებას.
HAHAHA, YOCHAG PATARA BICHO!
HAHAHA, YOCHAG PATARA BICHO!
October 26, 2023
არანაირი სპოილერი აქ არაა, მაგრამ კრებულების დამთავრებისას მოთხრობების რეიტინგულ სიას ვადგენ ხოლმე და ამ რეიტინგმა რომ ვინმეს წინასწარგანწყობა არ შეუქმნას, ვმალავ :დ
1. ჩემი ლაბირინთელი მეგობარი <3
2. რიო-დე-ჟანეიროს ხელმწიფე
3. ჯადოსნური კანფეტი
4. HA HA PATARA BICHO :D
5. ვილნიუსუსური ამბები
6. უშუქობა
7. ნუ ხმაურობთ, თქვე მაიმუნებო!
1. ჩემი ლაბირინთელი მეგობარი <3
2. რიო-დე-ჟანეიროს ხელმწიფე
3. ჯადოსნური კანფეტი
4. HA HA PATARA BICHO :D
5. ვილნიუსუსური ამბები
6. უშუქობა
7. ნუ ხმაურობთ, თქვე მაიმუნებო!
This entire review has been hidden because of spoilers.
December 27, 2023
კარგი იუმორით არის დაწერილი შვიდივე მოთხრობა. კითხვისას მეგონა, რომ სასაცილო Facebook სტატუსებს ვკითხულობდი.
რაც შეეხება, ლიტერატურული კუთხით, ვერ ვიტყვი რომ გამართული და ძლიერი ტექსტებია. თვითონ წერის სტილი, პირადად ჩემთვის, ცოტა ძალიან ზედაპირული იყო, აი მართლა, მეგობარს რომ მოუყვები რაღაცას. მაგრამ არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ დებიუტია და პერსპექტიული დებიუტი.
წარმატებები ავტორს!

Read
November 16, 2022Ha Ha Ha chemo patara gode :D es ra kargi krebuli gamogsvlia imedia adamianta rasa male kitxvis unars dakargavs da chveni anu manqanebis droeba dadgeba NT gwyalobdet.
September 22, 2024
შემიყვარდა ეს კრებული. განსაკუთრებით ლაბირინთის მეგობარი მომეწონა.
Displaying 1 - 7 of 7 reviews